დაეხმარე ესაქართველოს ეკონომიკას - დასაქმდი საქართველოში!

Day 2,792, 12:15 Published in Georgia Serbia by ganfaiteri

ახალი არავისთვისაა ის ფაქტი რო ესაქართველოში ხელფასები გაცილებით დაბალია, ვიდრე ერეფაბლიკის სხვა შედარებით ძლიერ სახელმწიფოებში. შესაბამისად, ბევრი ჩვენი მოქალაქე სამუშაოდ მიდის უცხოეთში.შესაბამისად:
1. მათი ხელფასებიდან დაქვითული საშემოსავლო გადასახადი მიდის სხვა ქვეყნების და არა საქართველოს ბიუჯეტში.
2. ქართული წარმოება არის ჩამკვდარი და ქართული პროდუქციაც არის ძალიან მცირე.
3. ძალიან ცოტა პროდუქტი ბრუნავს ქართულ ბაზარზე და ბიუჯეტს დღგ-ს სახით მცირე შემოსავალი აქვს.
ამიტომ კარგი იქნება გარკვეული წესების შემუშავება.კონკრეტულად კი:
მოთამაშეს 25 ლეველამდე რომლის ძალა არ უნდა აღემატებოდეს 1500-ს მიცეს უფლება დასაქმდეს საზღვარგარეთ.ხოლო 26 ლეველიდან კი აუცილებლად საქართველოში.
რაც შეხება ბაზარს იქმნება შტაბეჭდილება რომ საერთოდ არავინ აკონტროლებს მას.ელემენტარული შედარებაც კი მარა ამისთვის.მაგ:ქ7 საკვები ჩვენთან ღირს 1.93 ჩვენს მეზობელ თურქეთში 0.67 სხვაობა ლარზე მეტია. ეხლა იარაღი ქ7 რომელიც ჩვენთან დევს 7.10 ლარად.ხოლო თურქეთში 6.95 სხვაობა 15 თეთრია. დაახლოებით იგივე ქ6 საჭმელზე და იარაღზე.მერე ნელნელა უკვე თანაბრდება (თუმცა ჩვენთან მაინც ძვირია).
რატო მოვიყვანე ეს შედარება და მაინცდამაინც თურქეთი(თუმცა ბევრ ქვეყანასთან შედარებით მაინც იგივეა ფასები)?იმიტო რო ბევრი ჩვენი მოქალაქე არის თურქეთში და თუ არ არის ხშირად უწევს წასვლა.ისიც ყველამ იცის რომ თურქეთში ან სხვა ქვეყანაში იაფად ყიდულობთ და მერე აქ ძვირად ყიდით.გასაკვირი არაა რადგან როგორც ვთქვით საჭირო დონის ქარხნები ან არ გვავქვს ან ძალიან ცოტაა. იმისთვის რომ ქვეყანას დაეხმაროთ,ერთმანეთსაც და საკუთარ თავსაც არ ჯობია შედარებით იაფად და რეალურ ფასში დადოთ პროდუქცია? "შტრაფი" არის 0.0280 ელარი ქ7 საჭმელზე და 0.2600 ლარი ქ7 იარაღზე. ასე რომ, 5 თეთრით ძვირად რომ დადოთ და არა მთელი ლარით ქვეყანასაც დაეხმარებით და თანამოქალაქეებსაც.პროდუქტიც ადვილად გაგეყიდებათ და ისე არ დამწნილდება ბაზარზე როგორც ეხლაა. ასეთ ვითარებაში კი ვამდიდრებთ თურქეთს და ვაღარიბებთ საკუთარ ქვეყანას.
(საწარმოებს თუ გავაძლიერებთ და საკუთარ პროდუციას გავიტანთ ბაზარზე მაგაზე კარგი არაფერი იქნება.)