[პრეზიდენტი] დასაქმდი მთავრობაში ან სამხედრო დანაყოფში

Day 2,707, 12:27 Published in Georgia USA by Xvtisoo

მოგესალმებით ყველას ამ პერუსთან ომმა ცოტა მოგვაცდნა და ქვეყანას ყურადღება მოვაკელით. მაგრამ ეხლა თქვენთან ვართ და ახალი ძალებით შევეცდებით ეს თამაში თქვენითვის უფრო სახალისო, და საინტერესო გავხადოთ. ახალი დარეგისტრირებული მოთამაშის მთავარი მიზანი არის რომ მიახწიოს წარმატებას, მეც მასე ვიყავი თავიდან და ნელნელა მივახწიე ამ ყველაფერს. მაშ ასე გინდათ მთავრობაში მუშაობა? ეს სულაც არაა რთული მთავარია მოინდომოთ, პრეზიდენტი და მთავრობა შანს გაძლევთ დასაქმდეთ მთავრობაში და მოიწყოთ სამომავლოთ ეკარიერა. მაშ ასე დასაქმდება რამოდენიმე ადამიანი რომელსაც გავესაუბრები და თუ მომეწონა დასაქმდება. არის ორი ტიპის სამუშაო ადგილი ერთი მთავრობაში მეორე სამხედრო დანაყოფში. შერჩეული მოქალქეები დაემატებიან სკაიპ ჩატში კერძოდ მთავრობაში მომუშავე პიროვნება მთავრობის ჩატში, ხოლო სამხედრო დანახოფში მომუშავე მოქალაქე გენშტაბში. გადავიდეთ სამუშაო ადგლებზე:
სამხედრო დანაყოფი:
დასაქმდება 2 ადამიანი გახდებიან მთავარი კამანდირის მოადგილები 2ed Commander მათი მოვალეობა იქნება აკონტროლონ ჩატი, შეუძლიათ ბანის დადება და ასე შემდეგ ხელფასი 500 ელარი.
მთავრობა:
დასაქმდება 1 ადამინი რომელიც იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აუცილებელია იცოდეს რუსული ან ინგლისური (მოგეხსენებათ მინისტრი უცხოელი გვყავს), მისი მოვალეობა იქნება წეროს სტატიები თუ რა ხდება ემსოფლიოში. ხელფასი 1000 ელარი

ასევე გვჭირდება დაზერვის დეპარტამენტი კერძოთ ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელი რომელიც შეკრავს გუნდს, შემდეგ ეს გუნდი დაზვერავს სხვადასხვა ქვეყნებს და პირველები გაარკვევენ თუ რა საფრთხის წინაშე ვდგევართ. ამ წუთებშია ეს სამინისტრო ყველაზე საჭიროა, რადგან არ ვიცით რომელ წამს დაგვარტყავს პერუ.
მსურველებმა დაწერეთ კომენტარებში რომელ ადგილას გინდათ მუშაობა