ბირთვული კლუბი

Day 2,682, 09:35 Published in Georgia Serbia by ganfaiteri

ბოლო დროს მსოფლიო ყურდღება უკრაინისკენ არის მიმართული.ქვეყნის ბირთვული სტატუის დაბრუნების მუქარამ რადაში არაერთხელ გაიჟღერა.დღეს უკრაინელების ნაწილი მიიჩნევს,რომ ბირთვულ იარაღზე უარის თქმა დიდი შეცდომა იყო.რადაში გაჟღერებული ფრაზები ქვეყნის ბირთვული სტატუსის დაბრუნებაზე უფრო მუქარას ჰგავს ვიდრე რეალურ პესრსპექტივას.რადგან უკრაინას ამისთვის საჭირო არც ფინანსები არც ტექნოლოგიები აქვს.ერთადერთი რაც გააჩნია ატომური ენერგეტიკაა.თუმცა მათგან საჭირო ბირთვული მუხტის მიღება ძალზე საეჭვოა.
გავეცნოთ უკრაინის ბირთვული არსენალის მოკლე ისტორია.რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი უკრაინა მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული არსენალის მფლობელი იყო.მისი ატომური იარაღის რაოდენობა იმ პერიოდისთვის ბრიტანეთის,საფრანეთისა და ჩინეთის ერთად აღებულს აღემატებოდა.
უკრაინის ტერიტორიაზე პირველი ბირთვულქობიანაიანი რაკეტები 1960 წელს გამოჩნდა. ახალჩამოყალიბებული 43-ე სარაკეტო შტაბი ქ.ვინიცაში განლაგდა.პირველ ეტაპზე არმისს მთავარი დამრტყმელი ძალა საშუალო მოქმედების ერთსაფეხურიანი Р-5М (სამოქმედო არეალი 1 200 კმ) და Р-12 (2 000-2 280) ტიპის ბალისტიკური რაკეტები იყო.
ნატოსთან ომის შემთხვევაში უკრაინა და იქ განლაგებული სამხედრო შენაერთები თავდაცვის პირველ ზღუდედ განიხილებოდა.ამიტომ ახალ შეიარაღებაზე გადასვლისას უკრაინა პრიორიტეტად ითვლებოდა და აქცენტი ბირთვულ ქობინიან რაკეტებზე კეთდებოდა.
1966 წლიდან უკრაინაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები გამოჩნდა.ეს ყო УР-100, 0.5-მეგატონიანი მონობლოკური ბირთვულქობინიანი რაკეტა რომელიც 10 000 კმ-ზე მიფრინავდა.1979 წელს კი მისი მოდერნიზებული პირველი ვარიანტი УР-1000Н სწორედ უკრაინაში გამოჩნდა. ქართველი კონსტრუქტორის ალექსანდრე ნადირაძის მიერ შემუშავებული სახმელეთო კომპლექსი РСД-10 პიონერებით დაკომპლექტებული პირველი შენაერთები სწორედ უკრაინაში არსებულ 43 სარაკეტო არმიაში გადაისროლეს.მათ ძველი რაკეტები ჩაანაცვლეს.
1989 წლისთვის 43-ე არმისს შემადგენლობაში რაკეტების УР-100Н/100Н УТТХ 140 და УР-23 УТТХ-ს 40 გამშვები შახტა,135 მობილური პიონერი,27 მობილური ტოპოლი (ესაც ნადირაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა) და Р-12 ტიპის რაკეტების 24 გამშვები კომპლექსი შედიოდა.
მომდევნო ორ წელიწადში ვითარება შეიცვალა და შეირაღების შემცირების პროგრამაში მოყვა საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტები და პიონერები, რომლებიც განადგურდა.მიუხედავად ამისა სსრკ-ს დაშლის მომენტისთვის უკრაინას 130 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური УР-100, 46 РТ-23 და მათი 1240 ბირთვული ქობინი ჰქონდა.
არანაკლებ მძლავრი იყო უკრაინის საავიაციო არსენალი. სსრკ-ს დაშლის შემდეგ კიევს 19 ზებგერითი სტრატეგიული ბომბდამშენი ТУ-160 და 25 ტურბოხრახნული ТУ-95მც ერგო.ასევე სტრატეგიული ავიაციის მთავარი "კალიბრი" - 1068 ცალი Х-55-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა დარჩა.
მოსკოვი რთულ ვითარებაში ჩავარდა.სსრკს-ს დაშლით ოდესღაც ერთიანი ქვეყნის ბირთვული ასენალის ლომის წილი საზღვარგარეთ აღმოჩნდა.კიევშიც დაბნეულობა იყო.ქვეყანას ამხელა ბირთვული მარაგის შენახვის არც მატერიალური და ფინანსური რესურსი არ ჰქონდა.უკრაინა რუსეთის სერიოზულ ზეწოლას განიცდიდა რომელსაც მეზობელ სახელმწიფოში ამხელა ბირთვული მარაგის არსებობა ხელს არ აძლევდა.დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე,1991 წლის 24 ოქტომბერს,უკრაინამ არაბირთვული სტატუსი მიიღო.ერთი წლის შემდეგ 1992 წლის 23 მაისს ლისაბონში უკრაინამ,ყაზახეთმა,ბელორუსიამ,რუსეთმა და აშშ-მ მემორანდუმი გააფორმეს.მის საფუძველზე კიევი,ალმა-ათა და მინსკი საკუთარ ტერიტორიაზე არსებული ბირთვული შეიარაღების განადგურების ან მისი რუსეთისთვის გადაცემის ვალდებულება აიღეს.
ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ დიდი ბრიტანეთი,აშშ და რუსეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების გარანტად გამოვიდნენ.1994 წლის 5 დეკემბერს ბუდაპეშტში 6-პუნქტიანი ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა.მის საფუძველზე ლონდონი,ვაშნგტონი და მოსკოვი ვალდებულნი იყვნენ,პატივი ეცათ უკრაინის სუვერენიტეტისა და არსებული საზღვრებისთვისვის.ამავე დოკუმენტში გაწერილი იყო მხარეებზე დაკისრებული ვალდებულება,რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის,პოლიტიკური დამოუკიდებლობის და ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გგამოუყენებლობას გულისხმობდა.იმავე დროულად უკრაინის აგრესიის შემთხვევაში მხარეებს კიევის დახმარების ვალდებულება დაეკისრათ.
მას შემდეგ 20 წელი გავიდა და დღესდღეობით უკრაინის ამ რთულ ვითარებაში, აღნიშნული ხელშეკრულება არავის ახსენდება.