შეთანხმება რესპებთან

Day 2,626, 07:47 Published in Georgia Poland by Georgian Warrior


მოგეხსენებათ რესპებმა გამოაქვეყნეს სტატია, სადაც ბრალდებები იყო წამოყენებული ქართველი დემოკრატების მიმართ. მე და გამამ განვიხილეთ ეს საკითხი და შემდეგ შეთანხმებამდე მივედით:

1. დასპამვა იყო ორივე პარტიის მხრიდან. რისი საბუთებიც არსებობს. არ ვიწყებთ მიზეზების გამოძიებას, რადგან ეს შეუძლებელია და ვთანხმდებით რომ ეს იყო უბრალო გაუგებრობა და არასასიამოვნო ფაქტი, რაც მომავალში არ უნდა გამეორდეს.

2. რესპები თავიდანვე გვეხმარებოდნენ და ამაზე ყოველთვის მადლობელნი ვიყავით რასაც საჯაროდ ვაფიქსირებდით კიდეც. ასე რომ დაუნახაობის ბრალდება უსაფუძვლოა. მადლიერება ჩვენს ყველა სტატიაში იგრძნობოდა. ასევე უსაფუძვლოა ამდენი ხნის შემდეგ გაკეთებული ბრალდება იმის შესახებ რომ წესდება ანალოგიურია. ჩვენი წესდების მიღებისას დაიწერა წესდებაზე სტატია, სადაც გარკვევით ვთქვით, რომ იდეა რესპებიდან იყო და ამისთვის მადლობაც გადავუხადეთ. მაშინ კი არანაირი პროტესტი არ გამოთქმულა. ამას პლიუს ეს საკითხი კავშირში არაა ამ მომეტში უთანხმოების მთავარ მიზეზთან.

3. ჩვენი პარტიის ერთი წევრი რესპებთან იყო სკაიპში და 5000 ლარის სანაცვლოდ ჩვენს ღალატს სთავაზობდა. რესპები თვლიან რომ ეს იყო „ჯაშუში“, თუმცა ჩვენ ვთვლით რომ ეს ადამიანი უბრალოდ ღადაობდა. რადგან ამის გამოძიება შეუძლებელია, ვთანხმდებით რომ ეს იყო არასასიამოვნო მოვლენა და მსგავსი რამ მომავალში არ უნდა გამეორდეს.

4. ვაღიარებთ რომ ჩვენს პარტიაში არის რამდენიმე ალტი, თუმცა ეს არის კონკტერული წევრების ინდივიდუალური სურვილით გაკეთებული და არა პარტიის ხელმძღვანელთა მიზანმიმართული ქმედება. ასევე ეს არანაირ კავშირში არ არის ტოპ 2 პოზოციის დაკავებასთან. 50 მდე ალტის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. 57 რეალური წევრის არსებობას ადასტურებს ჩვენი ფბ ჯგუფიც. ისინი ბეიბი ბუმის დროს გაწევრიანდნენ ჩვენს პარტიაში. ამას პლიუს ყველას ფბ ჯგუფში დამატება არ უნდა. ხმებზე ეს რომ არ აისახა, ეს სხვა შიდაპარტიული პრობლემაა.

5. ეს გაუგებრობა ამ სტატიით მთავრდება და მომავალში განხილვას აღარ ექვემდებარება. პარტიები განვაგრძობთ ურთიერთთანამშრომლობას ძლიერი ესაქართველოს ჩამოსაყალიბებლად.