მენტორები და ცალკე ჩატი ახლებისთვის

Day 2,602, 05:20 Published in Georgia Georgia by Aveun

ესეიგი, სულ რამოდენიმე დღის წინ გავიგე, რომ შესაძლებელი იყო ცალკე ჩატის გაკეთება ახლებისთვის და მათთვის მენტორების დანიშვნა...

მენტორის თანამდებობა, ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან სწორედ მათ მოუწევთ ახლების ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად გაიზრდება ჩვენი მოსახლეობა და რამდენი დარჩება ამ თამაშში.

თუ გაინტერესებთ დეტალური ინფორმაცია მენტორების პროგრამის შესახებ გადადით ამ ლინკზე

ნათელი ფაქტია, რომ მსგავსი პროგრამა ჩვენც გვესაჭიროება, რადგან ქვეყანაში რეგურალურად ხდება ბეიბი-ბუმი, რაც ჩვენი ბიჭების დამსახურებაა, ისინი პირადად რიცხავენ ფულს საერთო ანგარიშზე და ამის ხარჯზე, ხდება რეკლამების გაშვება სხვადასხვა სოციალურ ქსელებში.

საჭიროა ხალხი, თანაც ძალიან აკტიური ხალხი, რომელიც თამაშში დიდ დროს ატარებს, რათქმაუნდა 24 საათი აქ ვერავინ ვერ იქნება, მაგრამ ამიტომაც მენტორების რაოდენობა 3-4 უნდა იყოს.

მსურველებმა დაწერეთ კომენტარებში, ხოლო მე მათ დავუკავშირდები პირად ჩატში და ავუხსნი თუ რა უნდა გააკეთონ, რომ გახდნენ მენტორი



ყურადღება!!! ადმინისტრაციამ თანხმობა განაცხადა და ქართველ მენტორებს, აუცილებლად მიიღებენ! მე უკვე გავხდი პირველი მენტორი საქართველოში, როგორც ხედავთ ჩვეულებრივი ჩატის გვერდით არის ცალკე ახლების ჩატი, სადაც შეიძლება მათთან მარტივად კონტაკტი და მოძებნა აღარ მოგვიწევს, ვინაა ახალი და ვინ არა, სისტემა თვითონვე გადაანაწილებს მათ.

მოკლედ 2-3 კაცი კიდევ აუცილებელია, რადგან მე ყოველთვის აქ არ ვიქნები.