ეკონომიკა და მისი გაძლიერება

Day 2,600, 03:27 Published in Georgia Georgia by Aveun


მოგესალმებით ყველას, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ შობა-ახალ წელს, მინდა ყველას გისურვოთ ბედნიერება და წარმატება ცხოვრებაში.

ახლა კი რაც შეეხება სტატიას, მისი დედააზრი, ასევთქვათ იქნება ეკონომიკა.

აი ასეთი კარგი იდეა მომივიდა, მარტივად შესასრულებელი, თუმცა ამავდროულად ეფექტური.

როგორც ვიცით ქვეყანას 5 რეგიონი აქვს (ჩამოთვლას არ დავიწყებ) ამჟამად ჩვენი კონტროლის ქვეშ 4 რეგიონია ანუ კონგრესმენების რაოდენობა 40-ს უდრის, მოგეხსენებათ, რომ მოქალაქე კონგრესმენის პოსტის დამტკიცების შემდეგ იღებს 5 ოქროს. რა არის ეს 5 ოქრო? არც არაფერი, მაგრამ გაამრავლეთ 5x40-ზე და მიიღებთ 200 ოქროს. არაა ხომ ცოტა?

ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ ბიუჯეტის შევსება გვინდა ამის გაკეთება მარტივად და ეფექტურად შეიძლება, დავაბრუნოთ კონგრესმენებმა 5 ოქრო უკან ბიუჯეტში, ალბათ ბევრი იტყვის, რომ 40 კონგრესმენს რა გააკონტროლებსო, მაგრამ ვერ დავეთანხმებოდი, თითოეულმა პარტიამ თავისი კონგრესმენები აკონტროლოს და პრობლემაც მოგვარებულია.


თუ სანდო მოთამაშეები, მოხვდებიან კონგრესში, არც მოგვიწევს გადამოწმება თუ ვინ დააბრუნა უკან ოქრო და ვინ არა.



გეგმა მარტივია, მისი რეალიზირებაც არ უნდა იყოს რთული და ალბათ ყველა ვაანალიზებთ იმ ფაქტს, რომ ის 1000 ოქრო, რომელიც ეხლა ბიუჯეტში დევს, იქ სამუდამოდ არ დარჩება და ბიუჯეტს შევსება ჭირდება, ყოველთვიურად +200 ოქრო კი იდეალური დანამატი იქნება ბიუჯეტისთვის.

იმედი მაქვს, პარტიის პრეზიდენტები დამეთანხმებიან და ამ იდეის რეალიზაცია მოხდება.