კულტურული თანამეგობრობა: უკრაინა, ბელორუსია

Day 2,530, 04:49 Published in Georgia Canada by Giorgi Jincharadze

უკრაინა

უკრაინა (უკრ. Україна [ukrɑˈjinɑ]) — ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთიდან შავი და აზოვის ზღვები ესაზღვრება. მოსაზღვრე ქვეყნებია რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი. ფართობი შეადგენს 603.700 კვ.კმ-ს. უკრაინის ტერიტორიაზე მიედინება დიდი მდინარეები: დნეპრი, სამხრეთ ბუგი, დნესტრი, დუნაი. უმაღლესი მწვერვალია მთა გოვერლა - 2061 მ. კლიმატი ზომიერი კონტინენტურია, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე - სუბტროპიკული.

გეოგრაფია



უკრაინა მსოფლიოში სიდიდით 44-ე სახელმწიფოა, ევროპაში კი მეორე(რუსეთის შემდეგ)-თავისი 603,700 მკ²-ის ფართობითა და 2,782 კმ-იანი სანაპირო ზოლით შავსა და აზოვის ზღვაზე გასასვლელით.
უკრაინის ლანდშაფტი ძირითადად შედგება ნაყოფიერი სტეპებითა და დაბლობებით, რომლებსაც სერავს ისეთი წყალუხვი და დიდი მდინარეები, როგორიცაა დნეპრი, დნესტრი, სამხრეთი ბუგი. უკრაინის მდინარეების უმეტესობა ჩაედინება შავ და აზოვის ზღვაში. ქვეყანას სამხრეთ სახღვარს რუმინეთთან უდგენს მდინარე დუნაი. უკრაინის მთიან ტერიტორიას შეადგენს კარპატები, რომელიც უკრაინის დასავლეთ ნაწილშია მოქცეული. მისი უდიდესი მწვერვალია მთა -ჰოვერლა. უკიდურეს სამხრეთ ნაწილში-ყირიმის ნახევარკუნძულზე, სანაპირო ზოლის სიახლოვეს არის ყირიმის მთიანეთი.

ისტორია

ადრეული ისტორია
ადამიანის პირველი ნასახლარები უკრაინის ტერიტორიაზე ქრისტეს შობამდე 4500 წლით თარიღდება, როცა, ნეოლითის ხანაში აყვავდა ტრიპოლის კულტურა. უკრაინის ტერიტორიაზე ამ კულტურამ გავლენა იქონია ტრიპილიასა და დნესტრ-დნეპრის რეგიონში. რკინის ხანაში ტერიტორია დასახლებული იყო კიმერიელებით, სკვითებითა და სარმატებით. ქრისტეს შობამდე 700-200 წლებში უკრაინის ტერიტორიაზე დაარსებული იყო სკვითების სამეფო. მოგვვიანებით კი, ჯერ ჩნდება ბერძნული კოლონიები ძირითადად შავი ზღვის სანაპიროზე: ოლბია, ტირასი, ქერსონესი, შემდეგ კი რომის იმპერიის პროვინციაა. მას შემდეგ რაც, ჰუნებს ეპყრათ ეს ტერიტორია იგი ბიზანტიის იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა. ახ. წ. აღრიცხვით VII საუკუნეში კი ჯერ დიდი ბულგარეთის მფლობელობაში იყო, შემდეგ ხაზართა სახაკანოსი, იქამდე სანამ პირველი სლავური სახელმწიფო კიევის რუსეთი არ ჩამოყალიბდა

კიევის რუსეთი
IX საუკუნეში დღევანდელი უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი დასახლებული იყო რუსი ხალხით. მათ შექმნეს კიევის რუსეთის სახელმწიფო, რომელიც უკრაინის ტერიტორიის გარდა აერთიანებდა ღევანდელ ბელორუსსა და რუსეთის ევროპული ნაწილს. X-XI საუკუნეებში კიევის რუსეთი გადაიქცა ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ, ხოლო მისი დედაქალაქი კიევი რუსების უმნიშვნელოვანეს ქალაქად. შემდგომ საუკუნეებში კი დაიწყო რუსული და უკრაინული თვითშეგნების ჩამოყალიბება. პირვანდელი ქრონიკების მიხედვით, კიევის რუსეთის დიდგვაროვნებმა სკანდინავიიდან მოიწვიეს ვარიაგები, რომლებმაც სათავე დაუდეს კიევის რუსეთის პირველ სამეფო საგვარეულოს -რიურიკების დინასტიას. კიევის რუსეთი შედგებოდა რამდენიმე სამთავროსგან, რომლეტაც აერთიანებდა კიევის მთავარი.

ვლადიმირ დიდის (980–1015) ზეობის დროს დაიწყო კიევის სამთავროს ოქროს ხანა. ვლადიმირმა გააქრისტიანა რუსეთი, მისმა შვილმა იაროსლავ ბრძენმა (1019–1054) კი ხელი შეუწყო კიევის რუსეთის კულტურულ და ეკონომიკურ აღმასვლას. ეს აღმასვლა კი დაბოლოვდა ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებითა და შემადგენელი სამთავროების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით. კიევის რუსეთი უკანასკნელ ძალებს იკრებს ვლადიმირ მონომახისა (1113–1125) და მისი შვილის მცისლავის (1125–1132) დროს. ამ უკანასკნელსი გარდაცვალების შემდეგ კი კიევის რუსეთი საბოლოოდ დაიშალა სხვადასხვა სლავურ სამთავროებად.

XI-XII საუკუნეებში, გახშირდა მუდმივი თავდასხმები მომთაბარე თურქული ტომების პაჭანიკებისა და ყივჩაღების მხრიდან. ამის გამო, რუსები მიაწყდნენ შედარებით უსაფრთხო და ტყიან რეგიონს ჩრდილოეთით. კიევის რუსეთი განსაკუთრებით დაზარალდა მონღოლთა შემოსევების დროს. 1240 წელს კიევი ააოხრეს მონღოლებმა. საბოლოოდ კიევის რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა გალიჩისა და ვოლოდიმირ-ვოლინსკის სამეფოები, რომლებიც შემდეგ გაერთიანდნენ ვოლინია-გალიციის სამეფოდ.

კიევის რუსეთი XI საუკუნეში

უახლესი ისტორია
1917 წელს შეიქმნა უკრაინის სსრ. 1917-1920 წლებში უკრაინის ტერიტორიაზე არსებობდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, უკრაინის სახელმწიფო, რომლებთანაც უკრაინის სსრ სამოქალაქო ომს აწარმოებდა. 1922 წლიდან უკრაინის სსრ შევიდა სსრ კავშირის შემადგენლობაში. 1991 წელს გამოცხადდა უკრაინის დამოუკიდებლობა. 1995 წლიდან უკრაინა გაეროს წევრია, ხოლო 1997 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ნატოსთან მისი განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ. 2004 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიკაციამ ქვეყანაში სახალხო მღელვარება გამოიწვია, რაც ნარინჯისფერი რევოლუციის სახელით გახდა ცნობილი. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის ლიდერმა ვ.იუშჩენკომ.
2014 წლის ზაფხულში მიმდინარეობდა უკრაინის სამოქალაქო ომი, აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტები ითხოვდნენ თავისულფლებას რუსების წაქეზებით. საბოლოოდ ყველაფერი ზავით დამთავრდა.

კულტურა

უკრაინაში დომინანტური რელიგია არის მართლმადიდებელი ქრისტიანობა, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა უკრაინული ადათ-წესების ჩამოყალიბებაზე. ქალის როლი უფრო ტრადიციებს ემორჩილება და ბავშვების აღრდაში ბაბუები უფრო მეტ და მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებენ ვიდრე ეს დასავლეთშია მიღებული. უკრაინულ მუსიკაზე, არქიტექტურაზე, ხელოვნებაზე განმსაზღვრელი აღმოჩნდა უკრაინის მეზობლების კულტურა.

არასახარბიელოდ იმოქმედა კომუნისტურმა ეპოქამ უკრაინის კულტურაზე. 1932 წელს სტალინმა სოციალისტური რეალიზმი გამოაცხადა სახელმწიფო პოლიტიკად საბჭოთა კავშირში. ამან შემოქმედებითად გააღარიბა უკრაინელი ხელოვანები. 1980-იან წლებში საბჭოეთში გამოცხადებულმა გარდაქმნამ მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მისცა მათ.

უძველესი ტრადიციაა უკრაინაში სააღდგომო კვერცხების შეღებვა, რომელთაც უკრაინაში პისანკუს უწოდებენ. კვერცხების გარეკანზე იდება ცვილის ნიმუშის მისაღებად. ამის შემდეგ კვერცხი იღებება სასურველი ფერით. ცვილის ტარგის მოძრობის შემდეგ, სააღდგომო კვერცხზე სასურველი ფორმის გამოსახულებას ღებულობენ. ამ ტრადიციას საუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს უკრაინის გაქრისტიანებიდან იღებს. ქალაქ კოლომიაში 2000 წელს დაარსდა პისანკას მუზეუმი, რომელიც 2007 წელს უკრაინის შვიდი საოცრების სიაში შეიტანეს.

ტრადიციული უკრაინული საკვები არის: წიწილა, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი და სოკო. ასევე, უკრაინელების საკვები რაციონის დიდ ნაწილს შეადგენს პომიდორი, მარცვლეული, ცოცხალი და დამწნილებული ბოსტნეული. ტრადიციული კერძებია: ვარენიკი (მოხარშული ცომის ნაჭრებში გახვეული პომიდორი, სოკო, ყველი ან ალუბალი), ბორშჩი (სოკოს, კომბოსტოს, ჭარხლის, ან ხორცის წვნიანი), გოლაბსკი (კომბოსტოს ფოთოლში გახვეული ბრინჯი, ხორცი და სტაფილო). გავრცელებულია კიევური წიწილა და კიევური კექსი. უკრაინელები სვამენ ხილის წვენს, რძეს, კეფირს, მინერალურ წყლებს, ჩაისა და ყავას, ლუდს, ღვინოს, და უკრაინულ არაყს - გორილკას.
ტრადიციული უკრაინული პისანკუს კოლექცია


ბელორუსია

ბელარუსი(ბელარ. Беларусь, რუს. Беларусь ან Белоруссия) — ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ბელარუსს აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსეთი, სამხრეთიდან უკრაინა, დასავლეთიდან პოლონეთი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ლატვია და ლიტვა. დედაქალაქია მინსკი; სხვა მნიშვნელოვანი ქალაქერბია ბრესტი, გროდნო, გომელი, მოგილიოვი და ვიტებსკი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 207600 კმ2, ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ტყეებს უკავია, ეკონომიკაში ყველაზე განვითარებული სფეროებია აგროკულტურა და მრეწველობა.

ბელარუსის ტერიტორიაზე არსებული პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო პოლოცკის სამთავრო, ეს სამთავრო კიევის რუსეთის დაშლის შემედეგად წარმოიქმნა, მოგვიანებით უკვე ბელარსები ხდება ლიტვის დიდი სამთავროს შემადგენელი ნაწილი, მას შემდეგ რაც ლიტვის და პოლონეთის გაერთიანება მოხდა, უკვე ამ მიწებს გაერთიანებული სახელმწიფო აკონტროლებდა. პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობასა და რუსეთის იმპერიას შორის არსებული ბრძოლების შემდეგ ეს ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში მოექცა რიგითი გუბერნიის სტატუსით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აქ შეიქმნა ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკა (1918-1919), 1919 წლიდან უკვე ბელარუსია არის საბჭოთა რესპუბლიკა.

საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, ეს ტერიტორია სსრკ-ში შევიდა მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით. 1939 წელს სსრკ-ს მიერ გერმანიასთან დადებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით, საბჭოთა კავშირმა მიიერთა აღმოსავლეთი პლონეთი, ეს ტერიტორია შეუერთდა ბელორუსის საბჭოთა რესპუბლიკას.[3] მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბელარუსი ოკუპირებული იქნა გერმანელების მიერ. ომის დასრულების შემდეგ რესპუბლიკაში შედარებით განვითარდა ეკონომიკა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელარუსი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. 1992 წელს ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი სწორედ ბელარუსი იყო. 1994 წლიდან დღემდე ქვეყნის მმართველია ალექსანდრე ლუკაშენკო.

ბელარუსის მოსახლეობა შეადგენს 9.85 მილიონ ადამიანს, ქვეყნის მთავარი ურბანული ცენტრებია დედაქალაქი მინსკი. აქ მცხოვრებთა 80 % ბელარუსელია, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწის შეადგენს პოლონელები და უკრაინელები. 1995 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ქვეყნის ოფიციალური ენები გახდა: ბელარუსული და რუსული. ბელარუსის კონსტიტუციის შედეგად ქვეყანაში ოფიციალური რელიგია გამოცხადებული არ არის, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია, მეორე რელიგია მრევლის რაოდენობით არის კათოლიკური ეკლესია.



კულტურა
კულტურული მემკვიდრეობა: ბელოვეჟის ტევრი, მირის ციხე-კოშკი (XVI ს.), ტაძარი პოლოცკში (XI ს.), რაძივილების ციხე-კოშკი ნესვიჟში (XVII ს.), იეზუიტების ტაძარი გროდნოში (XVII ს).