ქაოსის თეორია

Day 2,514, 10:40 Published in Georgia Turkey by Aravchamotpuri

მოგესალმებით eმოქალაქენო! პირველ რიგში ეს სტატია მინდა მივუძღნა ჩვენს კონგრესმენებს იმედია უმეტესობა მათგანი მაინც წაიკითხავს ამ პოსტს და გამოთქვამს საკუთარ აზრს. მაგრამ რეალობიდან გამომდინარე მეეჭვება და დასაწყისშივე ვგრძნობ რომ აზრი არააქვს რამის წერას თუმცა მაინც ვეცდები ჩემგან რა მიდის 🙂
შევეცდები ბევრი არ ვწერო და დიდხანს არ შეგაწუხოთ..
მოკლედ დავიწყებ იმითი რო ჩემი კონგრესში მოხვედრის პირველი დღიდანვე ნათელი გახდა როგორი არეულ-დარეული ყოფილა ჩვენი ქვეყნის მართველობითი ორგანოები, მაგრამ პირველ რიგში ყველაზე კატასტროფული სიტუაცია გვხდება კონგრესში, სადაც სრული ქაოსია. არანაირი ურთიერთობა, არანაირი მსჯელობა, 90% თავის ჭკუაზეა, რაც უნდა იმას აკეთებს!
განსაკუთრებით საყურადღებოა ის თუ როგორ ხდება კანონების მიღება, აქ ყველაზე მეტად რაც მე მაღიზიანებს არის ის რომ არანაირ ახსნა განმარტებას არ იძლევიან თუ რატომ გამოაქვთ კონკრეტული კანონი, რა მიზნით უნდა გადაირიცხოს ესა და ეს თანხა ეროვნულ ბანკში, რატო უცხადებ მეასეჯერ სომხეთს ომს არავისთან შეთანხმების გარეშე, რატო წერ ახალი მოთამაშეებისთვის მისასალმებელ წერილში "პუტინ ხუილოს" და რაც მთავარია რატო უჭერს მხარს ამ კანონს კონგრესმენების უმეტესი ნაწილი??!
იქმნება წარმოდგენა თითქოს უმეტესობას ეს ყველაფერი კიდია და ზედმეტი დაფიქრებისა თუ ვინმესთან საკითხში გარკვევის გარეშე აჭერს ღილაკს Yes ან No...

არა აქ მე საწუწუნოდ არ შეგკრიბეთ, ჩემი სურვილია ეს ყველაფერი ნელნელა გამოვასწოროთ. ჩვენი ქვეყანა ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამს eრესპუბლიკაში, მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ახალბედაა (მეც ჯერჯერობით მათ შორის ვთვლი ჩემ თავს) მაგრამ რაც გაგვაჩნია იმითი გვიწევს მუშაობა 🙂
როგორც დავაკვირდი აქტიური მოთამაშეების უმეტესობა ურთიერთობისთვის იყენებს ფორუმ.ჯის და კიდე რამოდენიმე რჩეული სკაიპსაც ხმარობს :დ სკაიპში რახდება არ ვიცი, ხოლო ფორუმზე აქტიურობა რა თქმა უნდა შეიმჩნევა მაგრამ საკითხებს იქ კაცი ვერ გადაწყვიტავს, ჩემი აზრით ძალიან მოუხერხებელია..

ამიტომ გამოვდივარ ასეთი ინიციატივით:
ბევრი ონლაინ თამაში მაქვს გამოვლილი ჩემი ინტერნეტით სარგებლობის ხანაში (:დ) და ხშირად თამაშებში სადაც იყო კლანები თუ ფრაქციები, ჩვენ ვიყენებდით სკაიპის მაგვარ პროგრამას ონლაინ თამაშებისთვის >> Raid Call, სკაიპს კი იმითი ჯობია რომ გაცილებით ნაკლები ინტერნეტი მიაქვს, კომპიუტერსაც ნაკლებად ტვირთავს და შესაძლებელია ერთდროულად 300+ ადამიანის დამატება ჩათში, ასევე ქვეჯგუფების შექმნა და პაროლის დადებაც უცხო პირებისგან თავის დასაცავად.

მოკლედ ძაან რეკლამაში რომ არ გამომივიდეს :დ მეტს აღარ გავაგრძელებ და თუ უმეტესობა დაინტერესდება უბრალოდ დაწერეთ კომენტარებში და გაგარკვევთ თუ როგორ მონახოთ ჯგუფი.. ან თუ რამე სხვა იდეა გაქვთ ნუ დაგვიმალავთ გაგვიმხილეთ 🙂

თავად ჯგუფი კი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს (ბოლომდე არაა დასრულებული)



როგორც ხედავთ რამოდენიმე ქვეჯგუფებიცაა, პარტიელებისთვის, კონგრესმენებისთვის და ა.შ.


მაინც ბევრი გამომივიდა მაგრამ რა ვუყოთ მინდოდა რამეთი დავხმარებოდი ჩვენს eსაქართველოს :დ