UGP - თანამშრომლობა

Day 2,655, 14:39 Published in Georgia Georgia by Georgian woolf


მოგესალმებით ბიჭებოო

გუშინ 25 თებერვალს მორიგი კონგრესის არჩევნები ჩატარდა.მე პირადად მეთორმეტე კანდიდატად ვიყავი დაყენებული და სიმართლე რომ გითხრათ გამიხარდა რომ ჩვენმა პარტიამ კვლავ არ დაკარგა პირველი ადგილი,ეს მაინც რაღაცას უნდა ნიშნავდეს.


ნამუსმა შემაწუხა და შევედი სკაიპის კონგრესის ჩატში სადაც 3700 ზე მეტი ნაწერი დამხვდა , ზუსტად 40 წუთი ვკითხულობდი და სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა რომ საერთოდ დაკარგული აქვს თავისი ფუნქცია.

ასევე მინდა გამოვეხმაურო წინა საპრეზიდენტო არჩევნებს სადაც რესპუბლიკელების კანდიდატმა მანტექსამ გაიმარჯვა .მოგეხსენებათ რომ ჩვენ დიდი დროის განმავლობაში გვქონდა ალიანსი ედპ პარტიასთან და იმის მიუხედავად რომ ძაან დიდ პატივს ვცემ მარფის(კაატინგას) თავისი დამსახურებების და აქტიურობის გამო,მე მას არ დავეხმარე და ამის რამოდენიმე მიზეზი მქონდა .
პირველ რიგში მან პრეზიდენტობაზე კენჭის ყრა ძაან გვიან გადაწყვიტა,მაგ პერიოდში ჩვენ უკვე უარი გვქონდა მიღებული მისგან და ჩვენი კანდიდატიც გვეყენა,რომელშიც დავინახეთ საჭირო მოტივაცია.
მეორე მიზეზი კი ის გახლდათ რომ მისი პრეზიდენტობაზე კენჭის ყრის მთავარი მიზანი მანტექსასთან პაექრობა და ინტერესის დაკმაყოფილება იყო...თუ რამდენი ადამიანი დაუჭერდა მხარს.



მე ვიცი რომ მანტექსა მონდომებულია და გულით უდგება მასზე დაკისრებულ ვალდებულებას,იდეები ბევრი ქონდა მარა მათი განხორციელება უჭირს.ჩემო სეხნია დაგანახე თუ რამდენი რამის გაკეთება მიწევდა მარტოს და დაგანახე იგივე სირთულეები რასთანაც მე მომიწია შეხვედრა ჩემი პრეზიდენტობის დროს. .აქტიურობის დონე ვარდება და დროა დახმარების ხელი გამოგიწოდოთ.


პირველ რიგში კონგრესის მუშაობის დონე ავამაღლოთ,დამნიშნეთ კონგრესის საბჭოს მდივნად,ჩემს მოვალეობებში შევა განსახილველი საკითხების სიის შედგენა,კონგრესმენების აზრის დაფიქსირება და დათვლა.ასევე ამ სხდომების დროის დანიშვნა.
მარტივად გამოჩნდება ვინ გააკეთებს საქმეს და ვინ არა ,ამჟამად გრძელდება ერთმანეთზე გადაბრალების პრინციპი.

კიდე მინდა გაგვარკვიოთ რა მოხდა კრედიტების გაცემაზე..
(შეიძლება დაწერეთ სტატია და გამომრჩა)

როდის იგეგმება სავარჯიშო ომი რუსეთთან და ვინ გაუკეთებს ახალ BB-ს ორგანიზებას...

რატო ედო ქვეყნის ბანკს ბანი..

შემიძლია დავდგე და 24 საათიანი კრიტიკით შეგაწუხოთ მარა თქვენი უცხოეთში გაქცევა არ შედის ჩემს ინტერესებში 😁

კითხვები ბევრი მაქვს

მოკლედ დავბრუნდი და შემიძლია ყველა საქმეში ჩავერთო




უბრალოდ ამდენი ვიწვალეთ, თითოეულმა ჩვენგანმა თავისი წვლილი შეიტანა ამ 9 თვის განმავლობაში ქვეყნის განვითარებაში და ამ დონემდე მოყვანაში.არ გაიქცეთ უცხოეთში და არ ჩაიქნიოთ ხელი.ერთად აუცილებლად ყველაფერს შევძლებთ.