[NFG] – ერთად, ერთიანი ძალით!

Day 2,888, 13:26 Published in Georgia Greece by Tengiz IV
მოგესალმებით,
კიდევ ერთხელ მიწევს წარმოგიდგინოთ E-საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი 5 ნოემბრის არჩევნებში და გაგიზიაროთ ჩვენი ხედვები ქვეყნის განვითარების ამ რთულ პერიოდში. სტატიაში წარმოგიდგენთ ჩემი მეგობრის და NFG-ს კანდიდატის – Temsisi-ს ხედვებსა და წინასაარჩევნო პროგრამას, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ ერთი თვის განმავლობაში.

დიდი ხანია უკვე ვთამაშობ და არაერთი საინტერესო, სახალისო, იმედგამაცრუებელი და აღმაფრთოვანებელი მომენტი ყოფილა. ძალიან მაგარი ადამიანები გაგიცანით, მაგრამ ყოველთვის ჩვენი შავი–ქართული ლაქა – ერთმანეთის "კრიტიკისგან" გამოწვეული სიამოვნება, მაინც თან გვსდევდა. როცა მე და თემო პრიორიტებებს ვალაგებდით, უმთავრს პრობლემად სწორედ ერთმანეთის გაუტანლობა, დაშლილი და შეუთანხმებელი თამაში გამოვკვეთეთ.
გვინდა, რომ ერთად და მეგობრულად ვითამაშოთ, ერთად დავუხვდეთ მტერს და ერთად ავღნიშნოთ გამარჯვებები.
ამიტომაც, რომ ჩვენი საარჩევნო კამპანიის ლოზუნგი: "ერთად, ერთიანი ძალით!"


MOE - E-საქართველოს მსგავს ქვეყანაში მთავარ როლს თამაშობს ახალი მოთამაშეების შემომატება, მათი დაინტერესება და განვითარებაში დახმარება.
ჩვენი გეგმით, ახალი მოთამაშეები შეუერთდებიან E–საქართველოს FB–ჯგუფს, სადაც სხვა მოთამაშეებთან კონტაქტში უფრო მარტივად შეძლებენ თამაშის ათვისებას.
განათლების სამინისტროს აპარატი კი ყველა დაბალი დონის აქაუნთის მოთამაშეს შესთავაზებს განვითარებისთვის სხვადასხვა ინოვაციურ პროექტებს.
რაც მთავარია, ყველა პროექტი დაფინანსებული იქნება Temsisi-ის მიერ და არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

◙ ყველა მოთამაშე თავს მოიყრის ერთ სოციალურ სივრცეში.
◙ მოეწყობა ძალიან დიდი მასშტაბის ბეიბი–ბუმი.
◙ ჩაიწერება ახალი სასწავლო ვიდეოები.
◙ შეიქმნება E-საქართველოს საიმიჯო ვიდეო.
◙ დაფინანსდება ინოვაციური იდეები.

MOFA - როგორც რეალური, ისე E-მსოფლიოც შეიშალა. დენთის კასრს ჰგავს მსოფლიო(არც აქამდე იყო სიმშვიდე), მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენმა ქვეყანამ არჩეული საგარეო კურსი შეინარჩუნოს და ერთგულ მეგობრებს დაეხმაროს.
დიდ პატივს ვცემთ მოწინააღმდეგე მხარეს, მათი ლამაზი თამაში უფრო საინტერესო და აზარტულს ხდის ჩვენს მისწრაფებას – გავძლიერდეთ და ჩვენი სიტყვა ვთქვათ ვირტუალურ მსოფლიოში.

◙ ჩამოყალიბდება ჯგუფი, რომელიც აქიურად თარგმნის სტატიებს და გაანალიზებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ამ ყველაფერს კი გააცნობს ჩვენს მოთამაშეებს.

კონგრესი – ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია აღდგეს კონგრესი და წარსულში არსებული პრობლემები აღმოიფხვრას, რომელიც კონგრესის მუშაობას აფერხებდა.
ვფიქრობთ, რომ ამით გამოუცდელი მოთამაშეები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მართვაში და მიიღონ გადაწყვეტილებები საკანონმდებლო ორგანოში.

◙ შეიქმნება კონგრესის ჩათი, აირჩევა კონგრესის თავჯდომარე, კონგრესმენები გაინაწილებენ სფეროებს და სამინისტროებთან კოორდინირებულად მიიღებენ გადაწყვეტილებებს.

MOD - ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით უკვე არსებობს ძლიერი სამხედრო დანაყოფი SPA, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ჩვენი ინიციატივით კიდევ შეიქმნება მეტად მაღალი დონის სამხედრო დანაყოფი.

◙ თავდაცვის სამინისტრო FB–ჯგუფის საშუალებით სწრაფად და ეფექტურად გასცემს ბრძანებებს.
◙ თავდაცვის სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელობით დაიწყება გერილას ბატალიონის ჩამოყალიბება.
◙ მებრძოლები მომარაგდებიან საჭირო შეიარაღებით.
◙ ვითამაშებთ ყველა MU_ს კომანდერთან კოორდინირებულად.

Governor - ქვეყნის გუბერნატორის მოვალეობები საკმაოდ დატვირთული და მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვილისთის.
◙ დაიწყება უპროცენტო სესხების გაცემა Training Ground-ების გასაძლიერებლად.
◙ დაფინანსდება სხვადასხვა ინოვაციური ეკონომიკური პროექტები.
◙ ჩატარდება სხვადასხვა სახის კონკურსები

სახელმწიფოს ბიუჯეტი სრულად დაფინანსდება Temsisi-ს მიერ

მადლობა ყველა მოთამაშეს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვებს
მადლობა ჩემს მეგობრებს და ჩემს გუნდს – National Front of Georgia-ს

იმედი მაქვს, 5 ნოემბერს თქვენი დახმარებით გავიმარჯვებთ და კიდევ ერთ, მეტად ლამაზ და საინტერესო სათამაშო თვეს ვაჩვენებთ!
რა თქმა უნდა – ერთად, ერთიანი ძალით!