[NFG] - ეკონომიკა [სასწავლო გვერდი]

Day 2,857, 11:22 Published in Georgia Greece by Tengiz IV


საქართველოს ეროვნული ფრონტი იწყებს განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას და როგორც პარტიის დამფუძნებელი ბევრ სიახლეს, წამახალისებელ გრანტს ვპირდები აქტიურ და წარმატებულ თანაპარტიელებს.
რეფორმის პირველი ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს და ეს მოიცავს სამხედრო დანაყოფის ჩამოყალიბებას. სამხედრო დანაყოფში მიიღებიან მხოლოდ პარტიის წევრები, ერთად კი ძლიერი აქაუნთების შექმნასა და ყიდვაზე ვიზრუნებთ!

პარტია ძირითადად შედგება ახალი მოთამაშეებისგან, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება სასწავლო კუთხით. ამიტომ, შემოგთავაზებთ სასწავლო ტუტორიალებს, ერთ–ერთი პირველი კი თამაშის ეკონომიკური მოდულის განხილვა იქნება.

იმისათვის რომ გავიგოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები, გადავიდეთ:
Community >> My Country
1) Trasury - ეს არის ქვეყნის ბიუჯეტში არსებული თანხა და ენერგიის რაოდენობა.
ენერგია მიიღება საკვების ჩარიცხვით და ის საჭიროა სხვა ქვეყანაზე საჰაერო თავდასხმისთვის.
2) Tax Revenue - მეორე ნაწილში თქვენ დაინახავთ დიაგრამას, რაც გვიჩვენებს ბიუჯეტში დღიურად შესული თანხის რაოდენობას.
3) Country resources - აქ მოცემულია რესურსების ჩამონათვალი. ის თუ მოიპოვება ჩვენს ქვეყანაში, მის გასწვრივ აღნიშნულია ჩვენს მფლობელობაში არსებული რეგიონი. თითოეული რესურსი განაპირობებს წარმოების სამ კომპონენტზე ბონუსს (საკვები, იარაღი და სახლები).
4) Trade embargoes – აქ მოცემულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის წინააღმდეგაც ჩვენს ბაზარზე ვაჭრობა აკრძალულია.
5) Taxes – ეს არის ქვეყანაში არსებული გადასახადები რესურსების წარმოების მიხედვით.
work tax - არის მუშაობის გადასახადი
import tax - არის უცხოელი ვაჭრებისთვის დაწესებული გადასახადი, ანუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ჩვენს ბაზარზე ვაჭრობის შემთხვევაში რამდენს იხდის რესურსების მიხედვით.
VAT – არის წარმოებაზე დაწესებული გადასახადი.
6) Salary – (Minimum) მიუთითებს ქვეყნის კანონმდებლობით დაწესებულ მინიმალურ ხელფასს დამსაქმებლებისთვის. (Average) ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასი.

Market
თქვენ აქ შეგიძლიათ იყიდოთ სასურველი რესურსი (Marketplace), დასაქმდეთ (Job Market), ივაჭროთ მონეტარულ ბაზარზე (Monetary Market), სხვა მოთამაშისგან იყიდოთ სასურველი კომპანია (Companies for sale).

Companies
მოთამაშეს შეუძლია ააშენოს ექვსი სახის ქარხანა, ესენია: საკვების, იარაღის, სახლის, საკვების რავ მატერიალი, იარაღის რავ მატერიალი და სახლის რავ მატერიალი.

რავ მატერიალი არის ძირითადი სამი რესურსის წარმოებისთვის საჭირო მასალა.

თამაში საშუალებას გვაძლევს 5 დონის რავ მატერიალის ქარხნის აშენებას:


თუ ქვეყანას აქვს ბონუსი საკვებზე, შესაბამისად საკვების რავ მატერიალზეც, წარმოების დროს საბაზო მონაცემი იზრდება იმდეჯერ რამდენ–პროცენტიანი ბონუსიც გვაქვს
მაგალითად – თუ ჩვენ ავაშენებთ 35 GOLD–ის ღირებულების საკვების რავ მატერიალს და ქვეყანას საკვებზე აქვს 80%–იანი ბონუსი, მაშინ წარმოების დროს ჩვენ ქარხანა მოგვცემს 450–რავ მატერიალს, რადგან 35 GOLD–იანი ქარხნის საბაზო მონაცემი არის 250.
მაგრამ ჩვენს ქვეყანას საერთოდ არ აქვს ბონუსი იარაღზე, შესაბამისად იარაღის რავ მატერიალის წარმოება იქნება საბაზო მონაცემის ტოლფასი.

როგორ ვაწარმოოთ?

1) გვიჩვენებს ქარხნის დონეს. სულ არის 7 დონე, შესაბამისად შვიდი სახის საკვები
2) ყოველი თვის დასაწყისში არის 45%–იანი ფასდაკლება. მეწარმეები ერთი თვის განმავლობაში აგროვებენ ოქროებს, ხოლო ფასდაკლების დროს აუმჯობესებენ ქარხნის შესაძლებლობას.
http://prntscr.com/8h21r9

3) იმისათვის, რომ შეძლოთ წარმოება უნდა მონიშნოთ ქარხანა.
4) თუ გყავთ დასაქმებული მუშა და მან შეასრულა დღიური სამუშაო (რაც გამოჩნდება მე–9 პუნქტში), მაშინ დააკლიკეთ მოცემულ ბუტონს და თქვენ შეძლებთ მიიღოთ ორმაგი რაოდენობის პროდუქტი.
5) გვიჩვენებს თუ რამდენი რავ მატერიალია საჭირო, პროდუქტის წარმოებისთვის.
6) გვიჩვენებს თუ რამდენ პროდუქტს მივიღებთ ქარხნის წარმოებით.
7) გვიჩვენებს თუ რა თანხა ჩამოგეჭრებათ, work tax-ის გადასახადიდან.
8 ) გვიჩვენებს თუ რამდენი ენერგიაა საჭირო წარმოებისთვის (ერთი ქარხანა=10 ენერგია)
9) თუ გყავთ დასაქმებული და ის დღიურ სამუშაოს შეასრულებს, მაშინ აქ გამოჩნდება შესაბამისი რიცხვი, რაც მიუთითებს თუ რამდენის დასაქმება შეგიძლიათ მე–4 პუნქტში.
10) გვიჩვენებს თუ რამდენი რავ მატერიალი იხარჯება საერთო ჯამში.

სახლების ქარხანა
სახლები მყიდველს საშუალებას აძლევს 168 სთ–ის განმავლობაში გარკვეული დონით გაზარდოს ენერგიის საცავი:
Q1 - +50
Q2 - +80
Q3 - +100
Q4 - +150
Q5 - +200
ყველას ყიდვის შემთხვევაში თქვენ მოგემატებათ 580 ენერგიის საცავი.
ასევე თქვენ შეგიძლიათ დააპაუზოთ სახლი და ისევ გაზარდოთ ენერგიის საცავი როცა თქვენ მოისურვებთ.
სახლის მშენებლობა ხდება პროცენტების მიხედვით, მაგალითად:
სახლის დღიური წარმოების საბაზო პროცენტია 20%. ჩვენს ქვეყანაში სახლების წარმოებაზე არის +20%. რაც ნიშნავს რომ ერთი მუშა დღიურად სახლის 24%–ს აშენებს.
თუ გაქვთ 4 ქარხანა და შესაბამისად 4 მუშა, მაშინ ერთ დღეში თქვენ ააშენებთ ერთი სახლის 96%–ს. მეორე დღესაც ასევე 96%–ს, მაგრამ ამჟამად მუშაობის 4% მიდის წინა სახლის ასაშენებლად და გრჩებათ 96–4=92%.
სახლების წარმოებისთვის აუცილებელია მუშა.
სამწუხაროდ სახლების ქარხნებზე ფასდაკლება არ მოქმედებს.


როგორ დავასაქმოთ?

1) მიუთითეთ მუშათა რაოდენობა, რომელთა დასაქმებაც გსურთ
2) მიუთითეთ ხელფასი და დააჭირეთ save
3) მიუთითეთ ბიუჯეტი

როგორ გავყიდოთ?
პროდუქციის წარმოების შემდეგ, ყველაფერი თავს მოიყრის საცავში (storage), სადაც გვერდის ბოლოს sell–ფუნქციით შეძლებთ გაყიდვას.

გაითვალისწინეთ პროდუქტის საბაზრო ღირებულება და თქვენთვის მომგებიანი ფასი.
ფასი შეადგინეთ, გადასახადებისა და რავ მატერიალში გადახდილი თანხის გათვალისწინებით.

როგორ გავყიდოთ უცხოეთში?
უცხოეთში ვაჭრობა ახალბედა მეწარმეებისთვის არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ იმისათვის რომ უცხოეთში გაყიდოთ, საჭიროა იყიდოთ იმ კონკრეტული ქვეყნის ბაზრის ლიცენზია, რაც ისევ storage-ში sell–განყოფილებაშია:

ლიცენზიის ყიდვისას გაითვალისწინეთ იმ ქვეყნის გადასახადი იმპორტზე.

თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა სასწავლო ბმულებს:
როგორ დავამატოთ ბევრი მეგობარი?