[MOE] ახალბედებისთვის
CharlieArg
მოგესალმებით მეგობრებო,
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს საქართველოს ახალბედა მოთამაშეების რიცხვმა საგრძნობლად იმატა.
რისი დამსახურებაა ნამდვილად ვერ გეტყვით(არ შემოვსულვარ 2 დღე სამწუხაროდ), ძალიან მინდა რომ ჩვენი ახალი მოქალაქეები სწორ გზაზე დადგნენ და რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ მთავრობისგან.
პირველ რიგში, მინდა მივმართო ყველას ვინც ახალია ამ თამაშში, თავიდან მეც მეუცნაურა და ცოტა არ იყოს მოსაწყენი მომეჩვენა. რათქმაუნდა მას აკლია ექშენი, მაგრამ ეს არცაა გასაკვირი, რადგან ე-რეპუბლიკი ძირითადად სტრატეგიაზეა აგებული.
აქ აწარმოებ ტაქტიკურ ომებს შენი ქვეყნისთვის, ხარ მეწარმე ,პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ვაჭარი და ა.შ. ამიტომ დამერწმუნე შენს სფეროს აუცილებლად იპოვი ამ თამაშში.
ახლა გადავიდეთ მთავარზე:
განათლების სამინისტრო ხსნის დამწყებთა სკოლას.
1. ეს სკოლა ორიენტირებული იქნება ახალდარეგისტრირებულ მოთამაშეებზე რომელთა ძალა იქნება 250-ზე ნაკლები.
2. სკოლა ყოველდღე აქტიურობის და მიხედვით დაგირიგებთ 10ქ6 იარაღს და 200ქ3.
3. შეგასწავლით თამაშის მექანიზმს, ჩაგიტარებთ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.
4. განვიხილავთ სხვადასხვა სიტუაციებს და მოგამზადებთ საჯარო სამსახურისთვის.
5. დაგასაქმებთ მაღალანაზღაურებად სამუშაოზე
6. მიიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსში და დაჯილდოვდებით ფულით
კურსს გაივლით ყველა ახალბედა ერთად,კურსის ხანრძლივობა შეადგენს 3 კვირას, კურსის დამთავრების შემდეგ ყველა მიიღებს 1000 ლარს , ხოლო წარჩინებული 3 სტუდენტი მთავრობისგან მიიღებს 5000 ლარს
დამეწრმუნეთ არ მოიწყენთ
🙂
დარეგისტრირებისთვის შეავსეთ ძააალიან პატარა კითხვარი
ჩაწერეთ თქვენი ნიკი და პროფილის ლინკი შევსების შემდეგ მოკლე დროში გადმოგეცემათ საკვები და იარაღი
კითხვარი !
განათლების მინისტრი: CharlieArg
Comments
იფ
momewona.ert patara rchevas mogcem vinme damxmare aiyvane da axalbedas visac shenishnavt onlneze piradshi miweret da gaarkviet tamashshi damerwmunebit rom axalbeda statiebis kitxvas ar daiwyebs jer amitom piradshi mivwerot me vweer vinc mxvdeba mara sul saitze ar var am saqmes ramdenime kaci daschirdeba da tan axalbedebi igrdznoben rom yuradgeba eqcevat da ufro daainteresebt
ki namdvilad mec?igive gasachirshi var
ახალი დაწყებული მაქვს ეს თამაში ანუ ამ წუთას შემოვედი პირველად და აზრზე არ ვარ რა უნდა გავაკეთო ცოტა არ იყოს გაუგებარი თანმიმდევრობითაა თამაში და იქნებ დამეხმაროთ და პირადში მომწეროთ ნიკო კორლეონე ასე მაწერია 😁)
ლინკი მომეცი პროფილის