[MOE] - სიახლეები

Day 2,880, 13:42 Published in Georgia Greece by Tengiz IV

მოგესალმებით,

განათლების სამინისტროს განსაკუთრებულ აქტიურობას ვგეგმავ, იმედი მაქვს ჩაერთვებით და საინტერესოდ გაატარებთ დროს.

ფოტო–Maker
როგორც იცით, მე ვარ FB–გვერდის ადმინი და ვაპირებ გვერდის კვლავ გააქტიურებას. ვფიქრობ, ამით მოვიზიდავთ და დავაინტერესებთ ახალ მოთამაშეებს.
ამისათვის დაგვჭირდება საინტერესო და მიმზიდველი ფოტოები, რომლებიც ასახავს ამა თუ იმ მოვლენას eRepublik-ში.
FB–გვერდზე მიმოვიხილოთ აბსოლუტურად ყველა საინტერესო–სახალისო დეტალი.
ამისათვის:
◙ ფოტოს ზომა: 800x350
◙ ფოტოს ვიყიდი მე, ერთი ფოტოს ღირებულება 50 ლარი.
◙ ფოტო უნდა იყოს ორიგინალური, ფოტოშოპში კარგად დამუშავებული ანუ არ იყოს გადატვირთული.
◙ დამუშავებული ფოტოები გამომიგზავნეთ PM.

ვიდეო–Maker - E-საქართველოს საიმიჯო ვიდეო

ჩვენი ქვეყანა 1 წელზე მეტია რაც დაემატა თამაშში და არაერთ წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენი სახელი და მეგობრობა მოკავშირეების დახმარებაშიც დიდწილად აისახა.
გადავწყვიტე შევქმნათ E-საქართველოს საიმიჯო ვიდეო.
რომელიც მცირე დროში ასახავს ჩვენს მიღწევებს, E-საქართველოს ადგილს eRepublik-ში და ჩვენს პატარა ვირტუალურ საქართველოს.
◙ ვიდეოს შემქმნელს გადავცემ 2000 ლარს. გამიხარდება თუ სხვა დამფინანსებლებიც გამოჩნდებიან.
◙ თუ ვიდეოს შექმნის რამდენიმე მსურველი იქნება, მაშინ მოვაწყოთ კონკურსი და ხმათა უმრავლესობით ავირჩიოთ ჩვენი საიმიჯო ვიდეო, რომელსაც პერიოდულად განვაახლებთ.
◙ ვიდეოში აკრძალულია:
► პოლიტიკური აგიტაცია
► რომელიმე ქვეყნის, მოთამაშის ან დაჯგუფების წინააღმდეგ სიძულვილის გამოხატვა
► გრამატიკულად გაუმართავი წარწერები.

იმედი მაქვს დაინტერესდებით და აქტიურად ჩაერთვებით 🙂