დამწებთათვის! (ე-საქართველო ახალი მოქალაქეებისთვის) -2-

Day 2,617, 10:37 Published in Georgia Poland by roma199014

მოგესალმებით, Kandelaki Times - აგრძელებს სტატიას დამწყები მოთამაშეებისთვის, მათთვის, ვისაც უჭირს თამაშის ინტერფეისში გარკვევა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ნაწილში ჩვენ განვიხილეთ მთავარი გვერდისა და სავაჭრო ბაზრის ინტერფეისი და დაწვრილებით განვმართეთ თითოეული ფუნქცია, რომელიც თქვენ გაგიადვილებთ თამაშს. ამიტომ, თუკი თქვენ პირველად კითხულობთ ჩვენს ამ სტატიას, გთხოვთ პირველ რიგში წაიკითხოთ სტატიის პირველი ნაწილი:
დამწებთათვის! (ე-საქართველო ახალი მოქალაქეებისთვის) -1-

ხოლო თუ კი უკვე წაიკითხეთ ჩვენი სტატიის პირველი ნაწილი, ესე იგი თვენ უკვე მზად ხართ მეორე ნაწილის შესასწავლად. ამ თავში ჩვენ განვიხილავთ ე.წ. "ჩემი ტერიტორიების" (My Places) ფუნქციებს, სადაც შედის კომპანიები, სავარჯიშო დარბაზები, საწყობი და დამატებითი შენობები. ჩვენ ასევე განვიხილავთ ახალი კომპანიების ყიდვისა და ამავე კომპანიებისთვის საჭირო მატერიალების ქარხნების ყიდვის ფუნქციებს, თანამშრომლების დასაქმების ფუნქციებს, განვიხილავთ როგორ მოვიძიოთ სამსახური და ასევე როგორ გავიტანოთ საკუთარი პროდუქცია ბაზარზე გასაყიდად.

მოდით შევუდგეთ სწავლას.

კომპანიები


1 - თქვენ დაუსაქმებელი ხართ, გჭირდებათ მოიძიოთ სამსახური.
2 - გამოიყენეთ ეს ფუნქცია რათა მოიძიოთ სამსახური.
3 - აქ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ (იყიდოთ) ახალი კომპანია. კომპანიების ყიდვის ფუნქციებს განვიხილავთ ქვემოთ.
4 - თუ თქვენ გაქვთ კარგი ყოველდღიური შემოსავალი, თქვენ შეგიძლიათ თავად აიყვანოთ თანამშრომლები და დაასაქმოთ ისინი თქვენს კომპანიაში რათა მეტი რესურსების გამომუშავება შეძლოთ.
5 - სავაჭრო ბაზარი.
6 - კომპანიები რომლებსაც ფლობთ თქვენ.
7 - თუ კი თქვენ გაქთ საკმარისი ოქრო, ამ ფუნქციის გამოყენებით თქვენ შეძლებთ გააძლიეროთ თქვენი ქარხანა (კომპანია). თუმცა მე პირველ რიგში გირჩევთ ოქრო სავარჯიშო დარბაზის გასაძლიერებლად გამოიყენოთ, მაგრამ აქვე ავღნიშნავ იმასაც, რომ ვიდრე გადაწყვეთ რაიმეს გაძლიერებას, ნუ იჩქარებთ, რადგან თვეში ერთხელ 45%-იანი ფასდაკლებები არის კომპანიებისა და სავარჯიშო დარბაზების გაძლიერებაზე, თუ კი თქვენ ამ ფასდაკლების დღეებს დაუცდით, ბევრად ნაკლებ ოქროს დახარჯავთ.
8 - მონიშნეთ რომელი კოპანიის მუშაობა გსურთ და რომლის არა.
9 - ამ ფუნქციით თქვენ შეძლებთ ამუშავოთ თქვენს მიერ აყვანილი თანამშრომელი კონკრეტულ ქარხანაზე.
10 - მატერიალები, რომლების სჭირდება თქვენს კომპანიებს.
11 - წარმოებული პროდუქცია და მათი რაოდენობა.
12 - ყოველ წარმოებულ პროდუქციაზე თქვენ გჭირდებათ გარკვეული თანხა, რომელიც აქ აისახება.
13 - აქ აისახება თუ რამდენი ენერგია გეხარჯებათ კომპანიების ამუშავებისას.
14 - თანამშრომლების რაოდენობა, სულ რამდენი თანამშრომელი გყავთ და აქედან რამდენია დასაქმებული.
15 - დახარჯული მატერიალების ჯამური რაოდენობა.
16 - დაიწყეთ პროდუქციის წარმოება.

დამწყებებს გირჩევთ, რომ არც ფული და მითუმეტეს ოქრო, ტყუილად არ დახარჯოთ. დასაწყისში მეტი პურის წარმოების მიზნით ნუ დაასაქმებთ თანამშრომლებს, რადგან თქვენი ყოველ დღიური შემოსავალი არასაკმარისი აღმოჩნდება და თქვენ თანხა არ გეყოფათ ყოველ დღიური მისიების შესასრულებლად, ასევე ვეღარ მიიღებთ მონაწილეობას ომებშიც, რადგან დაგჭირდებათ საკვები და იარაღი.

ახლა კი დამატებით განვმარტავ ფუნქციებს:

-|- როცა სამსახურს იშოვნოთ თქვენი დაფა მიიღებს ასეთ სახეს:

1 - დამსაქმებლის ავატარი.
2 - გამოიყენეთ ეს ფუნქცია, თუკი თქვენ არ მოგწონს დამსაქმებელი და გსურთ ახალი სამუშაო ადგილის მოძიება.
3 - ენერგიის რაოდენობა, რომელიც გეხარჯებათ მუშაობისას.
4 - თქვენი ასაღები ხელფასი დღგ-ს გამოკლებით.
5 - საკომისიო რომელიც გაკლდებათ ხელფასიდან.
6 - იმუშავეთ.
7 - თუკი თქვენ ფლობთ დამათებითი ენერგიის სახლს, თქვენ შეგიძლიათ დამატებით მიიღოთ ხელფასი ყოველ დღე, მაგრამ ამისთვის თქვენ გჭირდებათ ბილეთები. აქ კი ჩანს ბილეთების ის რაოდენობა, რომელსაც ფლობთ თქვენ (x22).
8 - ეს კი ბილეთების ის რაოდენობაა, რომელიც გჭირდებათ თქვენ დამატებითი ერთი ხელფასის მისაღებად.
9 - იმუშავეთ დამატებით.

-|- როგორ ვიყიდოთ ახალი კომპანია:

1 - აქ არის საკვების კომპანიებისთვის საჭირო დამატებითი ქარხნები (საჭირო მატერიალების მისაღებად).
2 - აქ არის იარაღის კომპანიებისთვის საჭირო დამატებითი ქარხნები (საჭირო მატერიალების მისაღებად).
3 - აქ არის სახლის ასაშენებლად საჭირო დამატებითი ქარხნები (საჭირო მატერიალების მისაღებად).
4 - ახალი კომპანიის ყიდვა.
5 - გაზარდთ თქვენი საწყობი.
6 - საკვები პროდუქციის მისაღები კომპანია.
7 - იარაღის წარმოებისთვის შეიძინეთ ეს კომპანია.
8 - სახლის ასაშენებელი კომპანია.

-|- თანამშრომლების დასაქმება და მათი ხელფასების მართვა:

1 - გამოიყენეთ ეს ფუნქცია ახალი ვაკანსიის გამოცხადებისათვის.
2 - თანამშრომლის გაძევება სამსახურიდან.
3 - ხელფასების რედაქტირება (თითოეულ თანამშრომელზე).
4 - ყოველდღიური მაქსიმალური ხელფასი (თუკი თქვენს თანამშრომელს აქვს ენერგიის სახლი და მას შეუძლია დამატებითი ხელფასის მიღება, თქვენ ამ ფუნქციით შეგიძლიათ შეზღუდოთ დამატებითი ხელფასი, ან სულაც აკრძალოთ ის).
5 - თქვენს მიერ დასაქმებული თანამშრომლები.
6 - ინფორმაცია სამუშაო კვირის შესახებ.
7 - დაწესებული ხელფასი კონკრეტულ თანამშრომელზე.
8 - თანამშრომლების რაოდენობა და ასევე ინფორმაცია, თუ რამდენი თანამშრომლის დასაქმება შეგიძლიათ (განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რამდენი კომპანია გაქვთ).
9 - მუშაობის პროცენტული მაჩვენებელი. 100% თუ ყოველ დღე მუშაობენ თანამშრომლები.
10 - გაცემული ხელფასების ჯამური რაოდენობა.

-|- სავარჯიშო დარბაზები.

1 - ყოველ 250 ენერგიაზე თქვენ გადმოგეცემათ მედალი და მედალთან ერთად თქვენ მიიღებთ 5 ოქროს.
2 - აქ არის თქვენი სავარჯიშო დარბაზები, აქედან პირველი არის უფასო, ანუ უფასოდ შეგიძლიათ ვარჯიში დანარჯენ დარბაზში ვარჯიშში კი თქვენ გიწევთ ოქროს გადახდა.
3 - გამოიყენეთ ეს ფუნქცია თუ კი გსურთ სავარჯიშო დარბაზის გაძლიერება.
4 - მონიშნეთ რომელ დარბაზში გსურთ ვარჯიში. დამწყებმა მოთამაშეებმა ივარჯიშეთ მხოლოდ უფასო დარბაზში, ნუ დახარჯავთ ოქროს ფასიან დარბაზებში.
5 - ეს უფასო დარბაზია.
6 - ფასიან დარბაზებში სწორედ ეს ფასი დაგიჯდებათ ვარჯიში.
7 - რა ძალა მოგემატებათ თითოეულ დარბაზში ვარჯიშისას (მე გაძლიერებული მაქვს უფასო დარბაზი და ამიტომ მიმატებს 10 ძალას ისე კი დასაწყისში მხოლოდ 5 ძალას გიმატებთ)
8 - ენერგიის რაოდენობა რომელიც გეხარჯებათ ყოველი ვარჯიშისას.
9 - თუ კი თქვენ ვარჯიშობთ ფასიან დარბაზებში აქ აისახება გადასახდელი ოქროს ჯამური რაოდენობა.
10 - ივარჯიშეთ და ეცადე არცერთი დღე არ გააცდინოთ რადგან ისეცად ცოტა ძალა გემატებათ თავიდან და ნუ გააცდენთ დღეებს რომ ძალა არ შეგისუსტდეთ.


-|- საწყობი:

1 - თქვენი საწყობის რაოდენობა და ასევე საწყობში დაკავებული ადგილის რაოდენობა.
2 - გაზარდეთ თქვენი საწყობი.
3 - პროდუქცია, რომელიც ინახება თქვენს საწყობში.
4 - პროდუქციის მისაღებად საჭირო მატერიალები და მათი რაოდენობა.
5 - ბაზუკა - ეს დამატებითი, ძლიერი იარაღია რომელის ასაწყობადაც თქვენ სწორედ ეს მასალა გჭირდებათ (შეაგროვეთ ისინი ბრძოლის ველზე).
6 - თუ კი ბაზუკის ყველა ნაწილი ხელთ გაქვთ, ააწყვეთ ის ამ ღილაკის გამოყენებით.
7 - აწყობილი ბაზუკების რაოდენობა, რომელიც ინახება თქვენ საწყობში (1 ბაზუკა შეგიძლიათ 3-ჯერ გამოიყენოთ, თითო გამოყენებაზე მტერს 10,000 დარტყმას აყენებთ, შესაბამისად 1 სრული ბაზუკი გამოყენების შემთხვევაში მტერს 30,000 ძალის დარტყმას აყენებთ).
8 - თუ კი თქვენ გააქტიურებული (ნაყიდი) გაქვთ დამატებითი ქარხანა რაკეტის საწარმოებლად, თქვენ სწორედ აქ შეძლებთ ააწყოთ ერთი რაკეტა რისთვისაც აქ აღნიშნული იარაღებია საჭირო.
9 - ააწყვეთ რაკეტა.
10 - აქ ჩანს რა სიძლიერის რაკეტას ფლობთ თქვენ (ვარსკვლავების მიხედვით).
11 - აქ თქვენ შეგიძლიათ გაიტანოთ ბაზარზე საკუთარი პროდუქცია.
12 - გადადით სავაჭრო ბაზარზე პროდუქციის შესაძენად.
13 - აირჩიეთ პროდუქცია რომლის გაყიდვაც გსურთ.
14 - ჩაწერეთ გასაყიდი პროდუქციის რაოდენობა.
15 - ჩაწერეთ გასაყიდი პროდუქციის ფასი.
16 - იმ ქვეყნის ვალუტა რომელშიც გაგაქვთ პროდუქცია გასაყიდად.
17 - აირჩიეთ რომელ ქვეყანაში გსურთ პროდუქციის გაყიდვა.
18 - გაიტანეთ პროდუქცია გასაყიდად.
19 - საკომისიო თქვენს მიერ გასაყიდ პროდუქციაზე.
20 - იყიდეთ უცხო ქვეყნის ლიცენზია სავაჭრო ბაზრისთვის.
21 - თქვენს მიერ გატანილი პროდუქცია ბაზარზე.


-|- დამატებითი შენობები:

1 - აქ თქვენ შეგიძლიათ ოქროთი შეიძინოთ სპეციალური ნივთები.
2 - სახლი - დამატებითი შენობა ენერგიის გასარდელად.
3 - ააწყვეთ ძლიერი რაკეტა და შეუტიეთ მტერს.
4 - გააძლიერე რაკეტის ქარხანა.
5 - დამატებითი შენობების ინფორმაციები.


დღეისათვის სულ ეს იყო 🙂 მაგრამ ეს სტატია აქაც არ მთავრდება და ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ სტატიების წერას რათა გაგიადვილოთ დამაში.

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და წარმატებულ მოქალაქეობას გისურვებთ.
Kandelaki Times