რესპები თვის შეჯამება

Day 2,933, 12:57 Published in Georgia Georgia by Vendetta X

სულ რაღაც ერთი თვე გავიდა იმისმერე რაც რესპუბლიკურ პარტიას შემოვუერთდი მინდა მოკლედ შევაჯამო რესპების ერთი თვე.

სულ რაღაც ერთი თვის წინ შემომივიდა შემოთავაზება გამასგან რომ გადავსულიყავი რესპუბლიკურ პარტიაში რომელიც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყო.
მაშინ მე და TheParanoid.Punk
ვიყავით ლეიბორისტულ პარტიაში მასაც გავაცანი ეს წინადადება და თანხმობა მივიღე.
და გადავედით რესპუბლიკურ პარტიაში...
ამ დრო პარტიაში 11 კაცი... ჩვენი მთავარი მიზანი იყო კონგრესის არჩევნებში მონაწილეობა და ტოპ 5 პარტიაში მოვედრა და დავიწყეთ ხალხის შეგროვება...საბედნიეროდ ვიპოვეთ საკმაოდ ბევრი თანამოაზრე.როდესაც ხალხის მასა უკვე იყო პარტიაში საჭირო იყო კომუნიკაციის წყარო და გადავედით სკაიპ ჩათში რომელიც ადრე უკვე შექმნილი იყო.
გავიგეთ ყველა წევრის სკაიპ მისამართი და მოვიწვიეთ კრება.
კრებაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა რომ რესპუბლიკური პარტია საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატად ასახელებდა თემოს იგივე თემისის.კრებაზე ასევე დავგეგმეთ გეგმები თუ რას ვაპირებდით პირველ თვეს და ყველას მთავარი მიზანი იყო ის რომ პარტია გასულიყო კონგრესის არჩევნებზე.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება თემომ მოიპოვა... დადგა დრო პრეზიდენტს დაესახელებინა თავისი მინისტრთა კაბინეტი და გვითხრა რომ ორ სამინისტროს თქვენ მოგცემთო ეს იყო კულტურისა და განათლების სამინისტრო.
პარტიის ჩათში გადავწყვიტეთ ვინ უნდა გამხდარიყო ამ სამინისტროების წინამძღოლი და საბოლოო შედეგით გადაწყდა რომ კულტურის სამინისტროს ჩაუდგებოდა H3Ctic
რომელიც მრავალი თვის განმავლობაში ამ საქმეს წარმატებით ართმევდა თავს და ვერავინ ვერ მეტყვის რომ ეს თვე გამონაკლისი იყო.
განათლების სამინისტროს სათავეში ჩაუდგება სარიჯა Temsisi
ბევრი უკმაყოფილო გამოჩნდა მისი მუშაობით მაგრამ ნურავინ ნუ იტყვის რომ მან არ იმუშავა
უკეთაც შეიძლებოდა რათქმაუნდა მაგრამ ხალხის ჩართულობა უნდა ყოფილიყო მაქსიმალური და ხალხმა უბრალოდ გაატარა ეგ კონკურსები ვინც მიიღო მონაწილეობა დასაჩუქრდა ვინც არა არა.
ჩემდა გაურკვეველი მიზეზებისდა გამო თავდაცვის სამინისტროს სათავეში ჩაუდგა ჩვენი ბულგარელი მეგობარი ტომასი. რომელმაც ვერ გაართვა ამ საქმეს თავი მაგრამ მინდა ვთქვა რომ ეგ არიყო პარტიის გადაწყვეტილება და მის შეცდომებს პარტიას ნუ მიაწმენდთ.
_________________________________________________________________________________

ამ დროისათვის პარტიაში დაახლოებით 20 კაცი იყო და საჭიროდ ჩავთვალეთ განგვეახლებინა ჩვენი ჯარის დანაყოფი Georgian National Guard
ჩვენც აღვადგინეთ და საქართველოს ავატარმეიკერის დახმარებით შევქმენით მუს ფორმაც
პარტიაში ხალხი შემოვიდა დიქტატურაც დაემხო და წინ წავედით დროთა განმავლობაში ხალხმა შემოსვლა დაიწყო და 39 წევრს მივაღწიეთ. დადგა კონგრესის არჩევნების დღეც
რომელშიც მთელი დღის განმავლობაში ვდომინირებდით მაგრამ მაინც გვაჯობა საქართველოში "ხალხის რაოდენობით №1" პარტიამ ნაციონალურმა ფრონტმა 1 ხმით გაგვისწრო.
ამის შემდეგ პარტიელმა პატარა შეცდომა დაუშვა რომელიც ზოგზოგიერთის მიერ შეირაცხა გამოუსწორებლად... (აღარ გავაგრძელებ) ურთიერთობა გაგვიფუჭდა UGP=EDP წევრებთანაც
ატყდა ომი კომენტარებში და ათასირამ რაც ყოველთვის ხდება ქვეყანაში.
და მოვედით დღევანდელ დღემდეც როცა პარტიის პრეზიდენტმა საკუთარი აზრი გამოთქვა პარტიაზე... რათქმაუნდა მისაღებია მისი აზრი ჩვენთვის მაგრამ შეგვეძლო ერთად მოგვეგვარებინა ეგ პრობლემა... ვისაც როგორ უნდა გაიგოს მაგრამ ჩვენ ყველაფერს ურთიერთ შეთანხმებულად ვაკეთებთ პარტიის კრებებზე ვიღებთ გადაწყვეტილებას.
და ბოლოს ჩვენი ბოლო გადაწყვეტილება გახლავთ ის რომ ჩვენ არჩევნებზე მხარს ვუჭერთ Temsisi II
________________________________________________________________________________

ამ ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვით და ამას ვაღიარებთ მაგრამ შეცდომების გარეშე რა არის სწორი მაგას ვერიწავლი... ამიტომ ჩვენ არვართ უპერსპექტივო პარტია როგორც სხვები გვიხსენიებენ ჩვენ ვართ ერთერთი ძლიერი ძალა ქვეყანაში რომელსაც შეუძლია ქვეყნი დახმარება წარმატებები გვისურვეთ ისევე როგორც მე გისურვებთ თქვენ წარმატებებს
_________________________________________________________________________________


_________________________________________________________________________________
თუ გსურთ რომ გახდეთ ჩვენი პარტიის ნაწილი დააჭირეთ აქ

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი ჯარისკაცი დააჭირეთ აქ