☼ არქიტექტურა დროსა და სივრცეში (კონკურსისთვის)

Day 2,921, 03:51 Published in Georgia Belarus by Ashmalaxa


კულტურის სამინისტროს წამოწყებული კონკურსისთვის კულტურულ ღირშესანიშნაობებზე და საინტერესო ისტორიულ ფაქტებზე

არსებობს მოსაზრება რომ მშენებლობა ცალსახა პოზიტივია, რომელსაც უნდა მივესალმოთ. საწინააღმდეგო მოსაზრების ავტორები ამტკიცებენ, რომ მშენებლობა არა მარტო ქმნის, არამედ ანგრევს და მეორე ზოგჯერ პირველს სჭარბობს

ადამიანი თავისი არსით მიდრეკილია განვითარებისა და პროგრესისკენ. მასში თითქოს ქვეცნობიერულად არის ჩადებული სწრაფვა, შეიქმნას კომფორტი თავის ირგვლივ. ეს მისწრაფება იწყება ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში, როდესაც წვიმის დროს ადამიანმა გამოქვაბულს შეაფარა თავი და გრძელდება დღემდე.



საუკუნეების განმავლობაში მშენებლობა განსხვავებულ ელფერს იძენდა სხვადასხვა კონტინენტზე, ქვეყანასა თუ კულტურაში. ნაგებობები, იქნებოდა ეს საკრალური მნიშვნელობის, საფორტიფიკაციო თუ უბრალოდ საცხოვრებლი განსხვავდებოდნენ თავისი იერსახით, რომელსაც რეგიონის კლიმატური და სამშენებლო პოტენციალი განსაზღვრავდა. რასაკვირველია ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამშენებლო იდეები იყო უნიკალური. სწორედ ამიტომ გვაქვს პირამიდები როგორც ეგვიპტეში ისე მექსიკაში, გვირგვიანიანი დარბაზული სახლები საქართველოში და რომში.



მსოფლიო ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ დავინახავთ რომ არ არსებობს ეპოქა, რომელშიც რომელიმე ქვეყანაში მშენებლობა არ ხორციელდებოდა. არის თუ არა ამაში პლიუსები. რასაკვირველია გარკვეულწილად არის და როგორც უკვე აღვნიშნეთ ეს პლიუსი განვითარებასა და პროგრესში გამოიხატება. მაგრამ ამ უწყვეტი მშენებლობების ფონზე გვავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ მალე ასაშენებელი ადგილი ფაქტობრივად აღარ იქნება. თუ ავიღებთ ნებისმიერ ნაქალაქარს და დავიწყებთ არქეოლოგიურ გათხრებს, ან თუნდაც არ იყოს ეს ნაქალაქარი და იყოს მიწინ მონაკვეთი ჩვენ საკუთარ ეზოში. რამოდენიმე ფენის მოცილების შემდეგ მიწაში აღმოვაჩენთ რამდენიმე საცხოვრებელ ფენას და დავასკვნით რომ სხვადასხვა საუკუნეში ნაგებობები მიწით იფარებოდა და მათზე შენდებოდა ახალი ნაგებობები.



შესაბამისად ავტომატურად მივდივართ მეორე მოსაზრების დასტურამდე, რომ მშენებლობა მართლაც ცალსახა პოზიტივია და ეს პროგრესი რომლისკენაც ასე მივისწრაფით რეალურად ნგრევის ხარჯზე ვითარდება. არქიტექტურა ობიექტურად რომ შევხედოთ არ არის მუდმივი, მიდრეკილია დაძველებისა და ნგრევისკენ.

ჯერ კიდევ ანტიკურობიდან დაწყებული იგება უნიკალური ნაგებობები, რომლებიც დღესაც კი იზიდავს მილიონობით მნახველს, შედის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. რასაკვირველია მათ ვერ მოვიხსენიებთ იმავე კონტექსტში, როგორშიც უბრალოდ სამშენებლო დანიშნულებისთვის გამოყენებულ ნაგებობებს. მათ არქიტექტურაში საპატიო ადგილი უჭირავთ და არავითარ შემთხვევაში არ მოისაზრებიან ცალსახად.



მაგრამ უკვე მე 20 საუკუნიდან სამშენებლო ხელოვნება მკვეთრად იმიჯნება ორი რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით. მაგალითისთვის ავიღოთ ჩვენი მშობლიური ქვეყანა, სადაც პირველ ეტაპზე სტალინური იდეოლოგიით ნაკარნახევი მასიური შენობები იგება, რომლებიც რასაკვირველია ძველი თბილისური სახლების ხარჯზე გაფართოვდნენ და გამარჯვებული ქვეყნის იმიჯის შესაფერისად ინდივიდუალურობისა და პომპეზურობას ქადაგებდნენ. მეორე მხრივ, სულ რაღაც რამდენიმე წლის შემდეგ ამავე შებობების გვერდით ჩნდებიან აბსოლუტურად უსახური, მხოლოდ ფუნქციონალიზმზე და თანაბარუფლებიანობაზე გათვლილი ე.წ ‘’ხრუშოვკები’’.




ყველაფრის მიუხედავად ამ პერიოდში საბჭოთა ადამიანის ცნობიერებაში ერთ-ერთი ყველაზე ირონიული ტენდენცია დამკვიდრდა, რომელსაც დღესაც ვიცნობთ ‘’მიშენებების’’ სახელით. ამ მაგალითის მოყვანა საკითხის სათაურიდან გამომდინარე გადავწყვიტე. ეს არის ერთდროულად გადაწყვეტაც და აბსურდიც სამშენებლო ხელოვნების. ერთის მხრივ გაფართოვების მიზნით აღარ არის საჭირო ძველის დანგრევა, მეორეს მხრივ კი თავს იჩენს პოლიტიკური ქვეტექსტი. რატომ ისახება მიშენებები მაინცდამაინც საბჭოთა კავშირში? რადგან ადამიანს აქვს ფული მაგრამ არ აქვს უფლება იყიდოს მეორე სახლი, შესაბამისად მიდის დასკვნამდე: გააკეთოს მიშენება და მის ხარჯზე გაფართოვდეს. დღეს ეს გადაწყვეტა ოფიციალურად და კანონიერადაა აკრძალული რაც არა მხოლოდ მიშენებების არა უსაფრთხოებამ, არამედ მათმა ხაზგასმულად აბსურდულმა ვიზუალმა გამოიწვია.




მაშასადამე ამ დილემაზე პასუხი რეალურად არ არსებობს. რაც არ უნდა იწურებოდეს მიწის მარაგი, მშენებლობები ყოველთვის იქნება. ისინი აიგება ძველი დანგრევის, ტყის გაჩეხვის თუ სხვა მრავალი მეთოდის ხარჯზე. მე-20 საუკუნის არქიტექტურად გარკვეულწილად ახლებურად გაიაზრა ტერიტორიის პრობლემა და თანამედროვე არქიტექტურა როგორც დღეს ვხედავთ უკვე არა სიგანეში არამედ სიმაღლეში მიისწრაფის.



ყველაზე ოპტიმალური არგუმენტირებული გადაწყვეტა, რომელიც შემიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით გამოვიტანო ეს არის ბალანსი გამოყენებად და გამოუყენებად მშენებლობას შორის. შემიძლია თამამად ვუარყო მშენებლობის ცალსახა პოზიტივი და მშენებლობა დავასახელო ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, რომელსაც აქვს საშუალება განვითარდეს და ეპოქის შესაბამისად შეიტანოს ცვლილებები. თუმცა ყველაზე მნიშვნლოვანია გამოვყოთ პრიორიტეტები, არ განვავითაროთ არქიტექტურა ეკოლოგიის ხარჯზე, შევინარჩუნოთ კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები და არ დავანგრიოთ მე-18 საუკუნის ხის თბილისური აივნები მათზე ჰოლიდეი ინის მრავალფუნქციური ცათამბჯენის ასაგებად.



მადლობა ყურადღებისათვის!
ო7 და ჰაკუნა მატატა 😁