დიდებული გამარჯვება

Day 2,813, 02:22 Published in Georgia Georgia by Mr Nijaradze

ბოლო ბრძოლის მიმოხილვა.
როგორც იცით, ირანი ამ ომში ორ eმსოფლიო დონის ბრძოლაში გავანადგურეთ. ბოლო ბრძოლის შემდეგ ჩვენ გამოვაცხადეთ ომი ირანის ტერიტორიების დასაპყრობად და მას ირანის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებისკენ მიზანმიმართული სამხედრო კამპანია ვუწოდეთ. რასაც მოკავშირე ქვეყნებისგან დადებითი რეაქცია მოჰყვა.

ამავე, დროს სომხეთის მთავრობამ მცირე არმიით შეტევა მიიტანა თეირანზე. შესაბამისად ირანის არმიის ყურადღება იქეთ გადავიდა და ჩვენ წინააღმდეგობას თითქმის არ გვიწევენ.
შესაბამისად წუხელ ომი შესანიშნავი ანგარიშით (97–12)მოვიგეთ.
ჩვენი დაზვერვა, ირანის მთავრობის feed-ზე ირანულ ნაწერებს შიფრავდა. შედეგად დავადგინეთ, რომ ირანმა დაიწყო გადატრიალება სომხეთში. მათ ჩამოაგდეს სომხეთის დიქტატორი და თავისი დიქტატურის დამყარებას აპირებენ.
ასეთივე რამეს აპირებენ საქართველოშიც. ანუ ისინი ალტერნატიულ აქაუნთს დაარეგისტრირებენ საქართველოში და გადარიცხავენ მასზე ფულს. რომლითაც დაარეგისტრირებენ სამხედრო დანაყოფს და დაიწყებენ "რევოლუციას".
ირანს მთელ მსოფლიოში სახელი გაუტყდა.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავიანთ გაზეთში წერდა: "საქართველომ სცემა ირანი და გაანადგურაო"

ბოსნია–ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრი:
"ვერ გავიგე ირანის ქმარი სად არის. ბრძოლის ველიდან გარბიან xD "
როგორც იცით, ამ თამაშში აშშ და სერბეთის იმპერია არის ირანის მოკავშირე ქვეყანა, მიუხედავად ამისა მათ ირანის ომი მესამე პრიორიტეტად გამოაცხადეს და დიდი დახმარება გუშინ არ გაუწევიათ.
ჩვენ გუშინ გაგვიმართლა, რადგან ჩვენს ძლიერ მოკავშირეებს მნიშვნელოვანი ომები არ ქონდათ და მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენსკენ არის მოპყრობილი.
განსაკუთრებულ დახმარებას გვიწევენ: ბულგარეთი, მაკედონია, ჩილე, უკრაინა, თურქეთი, კვიპროსი, პერუ, ხორვატია, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, გერმანია (ნაწილობრივ) და სხვა.
გუშინ ერთ–ერთმა ხორვატიელმა მოთამაშემ გადმოგვირიცხა საკმაოდ სოლიდური 200 000 ლარი. გვაჩუქა და გვითხრა რომ ირანელები გაანადგურეთო.
ახლა ყველა ქართველ მოთამაშეს ევალება, შეავსოს ენერგია და სხვა რესურსები მოიმარაგოს. ხვალ ისევ დიდი ბრძოლა გველოდება.
დიდება საქართველოს!!!