დიქტატურა - ესაქართველოს პრობლემა(+რეფერენდუმი)

Day 2,772, 04:01 Published in Georgia Japan by Strategi1



მოგესალმებით ემოქალაქენო
პირდაპირ/მოკლედ ვიტყვი სათქმელს და თხოვნა მექნება, რომ ყველამ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. მას შემდეგ რაც ჯორჯიან შილდმა დიქტატურული რეჟიმი დაამხო და თავად ისურვა აღნიშნული პოსტის დაკავება, აქტიურად მიმდინარეობს დებატები მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ამასთან დაკავშირებით არაერთი სტატია დაიწერა და ვფიქრობ არ მოიძებნება ესაქართველოში ადამიანი ვინც საქმეში გარკვეული არ არის. ამიტომ არ დავიწყებ რა მოხდა იმის მოყოლას და არც ჩემი პოზიციის დაცვას, არ მინდა, რომ ეს "სტატია" მორიგი უაზრო კამათის ადგილად იქცეს.მე პირადად, როგორც რიგითმა ემოქალაქემ ბევრი ვიფიქრე აღნიშნულ საკითხზე და დამებადა ერთი იდეა, რომელიც პრეზიდენტს გავაცანი და მხარდაჭერა გამოუცხადა . საქმე ეხება დიქტატურული რეჟიმის სახელმწიფო სახსრებით დამყარებას და პოსტის გადაცემას პრეზიდენტიდან - პრეზიდენტზე.
ვფიქრობ უნდა გამოიძებნოს და არის კიდეც სახელმწიფოში სახსრები ამის გასაკეთებლად და ერთხელა და სამუდამოდ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. თუ ეს იდეა განხორციელდა პრეზიდენტი დაიბრუნებს თავის ფუქნციებს და არ იქნება დიქტატორზე დამოკიდებული. ასევე ეპოლიტიკას დაუბრუნდება ძველებური ხიბლი და პოლიტიკით დაინტერესბული ადამიანები კვლავ გაქტიურდებიან. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ არ ვიქნებით ვიღაცის სამადური და არ დაველოდებით დიქტატორის კეთილ ნებას, როდის გადასცეს ვინმეს პოსტი. მოკლედ მოდი ჩავატაროთ ამ სტატიის სახით რეფერენდუმი და კომენტარებში დაწერეთ ეთანხმებით თუ არა, თუ არ ეთანხმებით რატომ?!

იმედი მაქვს შევძლებთ იდეეის განხორციელებას და ესაქართველო კვლავ დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკას. ო7!