ე.დ.პ

Day 2,645, 22:17 Published in Georgia Pakistan by MNOSTER

რაღაც უხილავი ძალით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტი გახლავართ, თუმცაღა რაღა დაგიმალოთ და ცოტა არ იყოს მეზარება ამ საქმესთან ჭიდილი,მაგრამ რახან ასეა ,ვეცდები ყველაფერი გავაკეთო,რომ ე.დ.პ ცოტა წინ წაიწიოს.

ჯერ ერთი,მოგმართავთ ე.დ.პ-ს ყველა წევრს ვისაც გაქვთ სურვილი, რაიმე გააკეთოს პარტიისთვის მომწერეთ 🙂 .

მეორე, ვიწყებ პარტიის რეორგანიზაციას, არააქტიური წევრები და ე.წ. მკვდარი მოქალაქეები ცალკე აღირიცხებიან. ე.წ. Two Clickers , რაც შეეხება კიდევ ,ისინი რა თქმა უნდა დარჩებიან პარტიაში ,რაღაც დროის შემდეგ ,ალბათ ,ერთ თვეში, მეც მათი წევრი გავხდები და ამიტომ არ მინდა ასე უბრალოდ მომიშორონ შემდეგ :დ .

როგორც იცით, მთავრობა გეგმავს ბეიბი ბუმს, რახან მე პარტიის ლიდერი ვარ, ვეღარ შევითავსებ მენტორის მოვალეობებს, ამიტომ ძალიან გთხოვთ ,ამ ერთი თვის მანძილზე მიხედოთ ახლებს და მოამარაგოთ ინფორმაციით, თუ ვინმე გაწევრიანდება ჩვენს პარტიაში, რა თქმა უნდა, ყველანაირად შევეცდებით მივცეთ საჭირო ინფორმაცია ყველაფერზე. ჩვენ ნამდვილად გვყავს გამოცდილი მოთამაშეები ,თუმცა ახალი სისხლი აშკრად გვაკლია.

პარტიის არჩევნებზე გამოჩნდა,რომ არც თუ ბევრი წევრი გვყავს და როგორმე ამის შეცვლა გვჭირდება .

ჩვენგან არ იქნება აწ უკვე პარტიაში მყოფი მოთამაშეების დასპამვა ,მათი რაიმე სახით გადმობირების მცდელობა, თუმცა ჩვენი პარტიის კარი ყველასთვის ღიაა . ძველისთვისაც და ახლისთვისაც .

ე.დ.პ. უნდა გამოცოცხლდეს , ყველას ვისაც ამ პროცესში მონაწილეობის მიღება გინდათ, დამიკავშირდით, თუ მანამდე მე არ გავაკეთე ეს.

ძლიერი საქართველოსთვის!

მადლობა :დ გახდით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი,თუ გინდათ, არ ინანებთ :დდ