ახალი ერა ესაქართველოში!
CharlieArg
ყველას გთხოვთ აქ კომენტარებში წარსულზე ნუ ვისაუბრებთ, რადგან უკვე ათასჯერ ვილაპარაკეთ ამაზე და მაინც ყველა თავის პოზიციაზე დარჩება ასე რომ წყლის ტყუილად ნაყვაა.
დროა ვისაუბროთ მომავალზე. შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ ვთქვა სათქმელი.
როგორც იცით არჩევნების დროს, ამომრჩეველთა მასას უპარტიო ამომრჩევლები შეადგენენ. ამ თამაშში კი უმრავლესობა რომელიმე პარტიის წევრია და არჩევნებზე მხოლოდ თავის პარტიას აძლევს ხმას. აქედან გამომდინარე არჩევნებს იგებს ის ვისაც მეტი აქტიური წევრი ყავს თავის პარტიაში. ამის ნეგატიური ეფექტი კი ისაა რომ პარტიის ლიდერები იდეებზე ფიქრის ნაცვლად იმაზე ფიქრობენ თუ როგორ შემოიმატონ ხალხი პარტიაში რათა არჩევნები მოიგონ. როგორც იცით 7 თვე EDP-UGP-ს კოალიცია იგებს არჩევნებს რადგან მეტი მოთამაშეები ყავთ პარტიაში.
ასე რომ იმისდამიუხედავად რომ ეს იდეა არ მიზიდავს თავისი ანტიდემოკრატიულობის გამო, მაინც მიმაჩნია და ეს მარტო ჩემი აზრი არაა რომ უნდა შედგეს შეთანხმება 2 მხარეს შორის (უფრო სწორედ 4 მხარეს შორის), ხელისუფლების განაწილებასთან დაკავშირებით.
ჩემი შეთავაზებაა მდგომარეობს შემდეგში:
გვაქვს ერთ მხარეს EDP-UGP-ს კოალიცია, ხოლო მეორე მხარეს ასე ვთქვათ რესპუბლიკელების და ქრისტიან დემოკრატების კოალიცია.
მოხდეს შეთანხმება რომ ეს ორი მხარე ერთმანეთს დაუთმობს შემდეგ არჩევნებს.
ანუ დღეს EDP-UGP-ა სათავეში, ამ შეთანხმების მიხედვით შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებს ეს კოალიცია დაუთმობს რესპ-ქრისტ დემოკრატებს.
დათმობა იმაში მდგომარეობს რომ კანდიდატს არ წამოაყენებენ მათ წინააღმდეგ არჩევნებზე.
ხოლო კოალიცია თვითონ შეთანხმდება თუ რომელი კანდიდატი წარადგინოს ანუ EDP-UGP-ს შემთხვევაში კოალიციის შიგნით განიხილება თუ რომელი პარტიიდან წარსდგეს კანდიდატი და რესპ-დემოკრატების შემთხვევაშიც იგივე თვითონ გადაწყვიტონ თუ ვინ იქნება კანდიდატი.
შეიძლება მონაცვლეობითაც გაკეთება ანუ ერთხელ რესპები თუ წარადგენენ შემდეგზე დემოკრატებმა უნდა წარადგინონ და იგივე ედპ-უგპ-ს შემთხვევაში
ეს გამოიწვევს დაძაბულობის განმუხტვას და უთანხმოების თავიდან აცილებას. ეს არ ნიშნავს რომ ერთმანეთთან სულ თანახმა ვიქნებით ყველა გადაწყვეტილებაზე მაგრამ ასე ვთქვათ მთავრობის განაწილება რიგრიგობით საშუალებას მისცემს ყოველ მთავრობას კონცენტრაცია პარტიის წევრთა რაოდენობაზე კი არა საქმეზე გააკეთოს.
რაც შეეხება ჯარს და ერთიან სამხედრო შენაერთს.
კარგად იცით რომ ყველანაირად წინააღმდეგი ვიყავი ამის გარკვეული მიზეზების გამო.
ეხლა კი ამ იდეაზე თანახმა ვიქნები თუ მხარეებს შორის მოხდება შეთანხმება.
პრინციპი მარტივია:
- ვქმნით ახალ MU-ს ეს საჭიროა რადგან იყოს ნეიტრალური.
- ყველა შევდივართ შიგნით ვისაც MU-ში ყოფნა უნდა. სხვა MU-ს ლიდერები გარიცხავენ ყველას თავიანთი ძველი MU-დან და ჩაკეტავენ ძველ MU-ებს რათა აღარავინ შევიდეს შიგნით.
- ამ ახალი გაერთიანებული MU-ს ლიდერი ყოველთვე შეიცვალოს საპრეზიდენტო არჩევნების დღეს. სასურველი იქნება თუ ერთი მხარე მოვიდა მთავრობაში მაშინ მეორე მხარის წარმომადგენელი იყოს MU-ს ლიდერი, მეორე მოადგილეები კი სხვადასხვა პარტიის წევრები უნდა იყვნენ. ანუ ეს ყოველ თვე შეიცვლება რაც გარანტია იქნება ამ MU-ს ნეიტრალობის.
- მესმის რომ ბევრს მოსწონს როცა ცალკე რამე დანაყოფს ეკუთვნის ამიტომ შესაძლებელი იქნება ერთმანეთთან უკვე შეწყობილი მებრძოლები ერთ ბატალიანში განვათავსოთ მაგალითად N7-ელები ერთად, გვარდიელები ერთად ერთ ბატალიონში და ა.შ
- არ ნიშნავს რომ ძველი MU-ები გაუქმდება, ერთი კაცი დავტოვოთ ძველ MU-ებში რომელიც უპატრონებს და ვნახოთ რამდენიმე თვე თუ არ იმუშავა ისევ ძველ წყობაზე გადავეწყოთ.
შედეგი:
* უფრო ძლიერად დავარტყავთ ჩვენი MU-თი
* აღარ იქნება კონფლიქტი ჩემი MU იბრძოდა შენი არა
* იქნება უფრო აქტიური შიდა ჩატი და უფრო დაუახლოვდებიან მოთამაშეები ერთმანეთს.
* უფრო ანგარიშგასაწევი ძალა გავხდებით საერთაშორისო ასპარეზზე
მოკლედ შინაარსი ესეთია
1) მთავრობის გადანაწილება
2) ერთიანი MU-ს ჩამოყალიბება
ასე რომ იმედია ეს სტატია მხოლოდ ჰაერში გასროლილ სიტყვებად არ დარჩება და დაიწყებენ მხარეები სწრაფ მოლაპარაკებებს.
შედგეს საბოლოო დოკუმენტი რომელსაც ოფიციალური სახე ექნება და რომელსაც მოაწერენ პარტიის ლიდერები.
2015 წელი, ახალი ერა, ახალ სიცოცხლეს შესძენს ესაქართველოს.
ხალხი ელოდება მოქმედებებს!
Comments
Buuuuuuuu
კვერცხი მესროლე? თუ პომიდორი? 😃
Mkvdari kata!
Kargi ikneba tu egre moxdebaa . Gansakutrebit momewona saerto MUs temaa . ai mtavrobis gadanawilebas rac sheexebaa UGP-EDP s wamowyebuls sakmees gaagrdzelebs isini ? an pirikit . 1tve am kirsze, me2e tve sxva kursze cota iseti pontia raa . airchios xalxma is vinc unda sataveshi da garet darchenilma partiebma itanamshromlos xelisuflebastan
პრობლემა იმაშია რომ "ხალხი" პარტიის წევრებია ასე რომ ვისაც მეტი ყავს ის იქნება.
რა პრობლემაზეც ლაპარაკობ მაგაზე უნდა მოხდეს შეთანხმება მაგალითად რომ საგარეო კურსი ძირითადად იგივე იყოს. ხოლო დანარჩენს თვითონ როგორც მიიჩნევენ უკეთესად.
rogori pontia ici ? bavshvs ro satamashos micemen ahaa itamahseo ogon pirshi ar chaidovoo 🙂 saerto jamshi saxelmwifostvis eg uketesiaa, ase rom mivesalmebi shen gadawyvetilebas 🙂
ჩემს გადაწყვეტილებას რაა მე ჩვეულებრივი ემოქალაქე ვარ უბრალოდ იდეა წამოვაყენე რომელიც მარტო ჩემი იდეა არაა.
რაც შეეხება საერთაშორისო საქმეებს უმეტეს ქვეყანას ერთი კურსი უჭირავს იმისდამიუხედავად რომ მთავრობები იცვლება და სოსკა არაფერშუაშია. )
ის რომ ერთი თვე ერთ ალიანსში მეორე თვე მეორე ალიანსში რო არ უნდა ვიყოთ მგონი ყველას ესმის
bevri niuansia gasatvaliswinebeli am kohabitaciashi magram pirvel rigshi imatma unda gaitvaliswinon visac auxdenell ocnebat akvs eprezidentoba / Vsoo xmas agar vigeb 😃 ubralod didi interesit davelodebi mag procesebs 🙂
თან ეგ ცალკე საქმეა MPP-ებს კონგრესი წყვეტს და თუ არ მოსწონს ოპოზიციას არ მისცემს ხმას.
margvelashvili gamaxsendaa 😃
შერიგების დროა...
კარგი იდეაა 😃
Semdegi nabiji respublikelebisaa
დანარჩენი ყველა პარტია დაითანხმეთ? ქრისტიან-დემოკრატები-სოციალისტები და ქართველი დემოკრატები თანახმა არიან?
მე ყველა ვიგულისხმე, მოლაპარაკება არავისთან არ ყოფილა ჯერ ამიტომ მხარეებმა სწრაფად უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები რათა რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს
[removed]
o7
ამ თამაშის მთავარი მუღამი პოლიტიკაშია, მე კი მკიდია ერთიც და მეორეც მაგრამ მუღამი ექნება?
ნაკლები მუღამი ექნება შეიძლება მაგრამ ამ ეტაპზე მგონი კარგი გამოსავალია
როგორც ვიცი UGP და EDP-ში უმეტესობა თანახმაა
ახლა კი დროა ოპოზიციურმა პარტიებმა დააფიქსირონ აზრი თუ თანახმა არიან
და დეტალებზე ლაპარაკი შემდეგ წავა.
aris uproso 😃
MTAVROBIS EGRE GADACEMA ARAEFEKTURI IKNEBA,KONKURENCIAS CHAKLAVS, TAN EGRE PARTIEBIS SAMUDAMOD DAWYVILEBA SAIDAN MOITANE? ERTADERTI RAC OPOZICIAS AERTIANEBDA EDEPES EMISHISTURI MTAVROBIS CHAMOGDEBA IYO MAGRAM RIG SAKITXEBSHI BEVRGAN GANSXVAVEBULI AZREBI GVKONDA SUL.
JARIS DEPOLITIZIREBA KAI AZRIA MAGRAM VECHVOB DROTA GANMAVLOBASHI ISEV IK MIGVIYVANS SAIDANAC DAVIWYET ANU JIMI ROM GANCALKEVDA. MOKLED DASAXVEWIA EG IDEA ISE ROM ISEV PARTIAZE UNITIS MIBMA AGARAVIS MOUNDES. ANU TITOEULI MOKALAKISTVIS SAMXEDRO MOGVAWEOBA DA POLITIKURI MOGVAWEOBA UNDA GANCALKEVDES
არჩევნებს თქვენით ვერ იგებთ და აპროტესტებთ, ეხლა გთავაზობთ კანდიდატს არ წარვადგენთქო და არ გვინდაო მაგას რა მუღამი აქო, მე ვეღარ გავიგე რა გინდათ.
პარტიები მე არ დამიჯგუფებია ეგრე, დღევანდელი სიტუაციაა ეგეთი, ჩვენი 2 პარტია კარგად ვართ ერთად და ვერ ვხედავ თუ რამ შეიძლება გაგვაბრაზოს ერთმანეთზე. თქვენც როგორც ვიცი ალიანსი ჩამოაყალიბეთ ჯიმის ხალხთან. ასე რომ ვერ ვხედავ რა არის ცუდი ამაში. თუ ახალი ძალა გამოჩნდება ან ერთი პარტია სხვასთან დააპირებს თანამშრომლობას მათი ნება იქნება მაგრამ დღევანდელი სიტუაცია არაა ესეთი. რაც შეეხება სხვა ახალ პარტიებს, უმეტესობა ალტერი მგონია და არც არიან 22 ლეველს აცილებულები ასე რომ შეუძლიათ მიიღონ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მაგრამ მათი გამოუცდელობიდან გამომდინარე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად უცებ მხარედ ჩასმად მათი. ყველაფერი დროს მოითხოვს. შეიძინონ გამოცდილება და მომავალში ვნახავთ.
PIRVEL RIGSHI IS ROM CVLILEBEBIS MOMXRE XAR EG KAIA MAGRAM RAGAC UKETESI IDEAA MOSADZEBNI 🙂
თუ გეშინია რომ ამ სისტემაში ჩაიკეტები ნუ გეშინია! შეთანხმებაში შეიძლება ჩაიწეროს მაგალითად შეთანხმების ვადა 2 თვე, 4 თვე ან მეტი. თუ გაამართლა მერე შეიძლება გაგრძელება თუ არადა ყველა თავისუფალი იქნება თავისი არჩევანი გააკეთოს. ამიტომ ვამბობ რომ დეტალებზე შესათანხმებლად ერთად დავსხდებით მაგრამ ჯერ ძირითადში იდეაზე შეთანხმებაა საჭირო.
იმიტომ ხართ თქვენ და იმიტომ არსებობს ზოგადად კამათის აუცილებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ,რა აზრი აქვს საერთოდ მარტო ერთი ადამიანის იდეა რომ განხორციელდეს. მოვიფიქრებთ და გავაკეთებთ, მაგრამ ძალიან ვეწინაღმდეგები ამ იდეას . ნუ პოლიტიკურ მხარეს, ჩემი აზრით , ამ თვეში რომ არ გამოვიყვანოთ ჩვენი კანდიდატები და თქვენ გაცალოთ 1 თვე ქვეყნის მართვა ეგ იქნება ნორმ და მერე ისევ ჩაჯდეს კალაპოტში ყველაფერი. ყველა ზედმეტად მოდუნდება ---
ესე აპირებთ თქვენ შერიგებას? ლოლ! კონკურენციას რას უშვებით? ვინღა გააკეთებს ახალ პროეკტებს, როდესაც გარანტირებული გაქვს ხელისუფლებაში მოსვლა? კონკურენციაა აქ პროგრესის მომტანი და ეგეც თუ მოკალით რავი, ხალხი აქ ბევრს ცდილობს, რომ ხმები მიიღონ და როდესაც გარანტია ექნებათ აღარც არავინ არ მოინდომებს.
მდა რუსეთთან 25კ არენდა არ უნდათ და ასეთ ღლე პროეკტებს ანხორციელებენ... გუდ ლაქ 😉
memgoni kongresmenta archevnebi chatardeba chveulebrivda da iq gaizrdeba konkurencia rata romelimes yavdes meti kongesmeni ase rom conkurencia ar ikargeba da arc axal axali proeqtebi daikargeba tu yvelanairi wvrilmani inqba gansazgvruli
შეიძლება მუ-ების გაერთიანება-ზე როგორღაც შევტანხმდეთ მაგრამ პოლიტიკურ სისტემაზე ვერ შევთანხმდებით, რა ღა აზრი ექნება მერე აქტიურობას? თუ გარანტირებულად მეცოდინება რო ერთი თვის შემდეგ მე ვიქნები ხელისუფლებაში. მასეთ სისტემაზე ვერ შევთანხმდებით! როგორც ჩანს ეგ თუ შეთანხმდა ერთი უკიდურესობიდან მეორეზე გადავართ!
ყველა პარტიას თავისი მიზზნები და ინტერესები გააჩნია და ყოველთვე მათი ცვლა ზედმეტად იმპულსური, ხომ არ გეჩვენება?
dziritadi mimartuleba ar unda sheicvalos sagareo kursi da msgavsi ragaceebi(amis shecvla unda moxdes saerto sabchos gadawyvetilebit an ragac msgavsis.) xo da uketesi iqneba ert tviani mmartveloab, tu ert partias unda ro gaadzlieros saqartvelo da gaataros tavisi martvelobis dros ragac reformebi rata finansuri mxare gaumjobesdes meore partia ifiqrebs ro samxedro saqmes mixedos... ase rom saqartvelos ganvitareba daiwyeba yvela aspeqtshi tu am programama kargad da gamartulad imushava...
"yvelafers jobia tu jgufis titoeuli wevri sakutari interesebistvis moqmedebs, magram uketesi variantic arsebobs sinamdvilsehi rezultati mashin iqneba optimaluri roca jgufis titoeuli wevri sakutari da amavedros jgufis saerto interesebistvis imoqmedebs"
jgufi__saqartveloa
wevrebi chven vart yvela 😃
მოვილაპარაკებთ და გადავწყვეტთ.
პ.ს. მე პირადად მომწონს ეს იდეა
saitereso ideaa da namdvilad gaadzlierebs ertiani MU saqartvelos.
ai mtavrobas rac sheexeba chemi axrit ufro kargi iqneba tu prezidenti mtavrobashi marto tavis xalxs tu ar miiyvans da iqnebian yvela politikuri partiis warmomadgenlebi ratqma unda mxolod isini vinc saqmes aketeben.
ჰმ, მეე როგორც საკმაოდ ახლაბედა მოტამაშე დიდად ვერ ვერკვევი ქართულ პოლიტიკაშ და სამხედრო დანაყოფებს შორის რთიერთქმედებაშ, მაგრამ იდეა მომწონს.
123
ვერ ვწერ კომენტარს
2015 წლამდე 10 დღე დარჩა, პარტიების ლიდერებმა მოადგილეებმა მინისტრებმა კონგრესმენებმა ბევრი გზა არსებობს ერთმანეთთან დაკავშირების და თავშეყრის, დაჯექით და მოილაპარაკეთ რაც მალე მით უკეთესი ეს აქამდეც უნდა ყოფილიყო რადგან საქართველოს მრავალი პრობლემა აქვს ამ ბოლო დროს კი უკან დავიწიეთ, ჩემი აზრით კარგი იდეაა ყველა გამოცდილი და გარკვეული მოთამაშეები ერთიანად იმუშავებენ და უფრო მეტი იდეები იქნება, მეტი კარგი პროექტების მოფიქრება აზრების შეთანხმება დამატება იქნება შესაძლებელი, ვფიქრობ ქვეყანას ერთად უფრო გამოვადგებით ვიდრე ცალცალკე, თვითოეულმა თქვენგანმა ძალღონე მოიკრიბეთ და ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვიტეთ თუ ვინმე პიროვნება არ მოგწონს და მისი ქვეყნისადმი სასარგებლო იდეა უარყავი ქვეყნის ღალატია. იმაზე კი არ იფიქროთ კონკურენცია იქნება მუგამი თუ სხვა არამად იმაზე რომ ქვეყანა რამოდენიმე ხანში რომ ყველა სფრეოში გაძლიერდეს კონკურენტუნარიანი ქვეყანა რო გავხდებით ამაზე დიდი წარმატება რაღა იქნება პატარა ქვეყანამ მცირე რაოდენობით რამდენს მივაღწევთ ყველა გაგვიცნობს დაგვიახლოვდება.
ჩემი აზრი ეს იყო იმედი მაქვს ყველაფერი მოგვარდება
წარმატებები
ise magrad gamikvirda es statia charli shen ro dawere 😃 😃 shen dzaan kritikulad iyavi ganwyoblili opoziciis mimart 😃
კონფლიქტი სტერილური და არაფრის მომტანია. ასე რომ ახალი წლის მოსვლა კარგი შანსია ურთიერთობების ახლიდან დასაწყებად.
aucilebelia shetanxmeba ragac ragac datmobebze yvela unda wavides, da yvelaferi mogvardeba 🙂
ერთი საერთო მუ კარგი აზრია და მეც მზად ვარ ეგეთ მუში გადავიდე.
აუცილებელია ის მუ ემორჩილებოდეს თავდაცვის მინისტრს.
თავდაცვის მინისტრს კიდევ ნიშნავდეს კონგრესი...
აი ხელისუფლების რიგრიგობით გადაცემის აზრი უტოპიურია...
ჯობია ფუნდამენტურ მიდგომებზე შევთანხმდეთ და დალშე ისევ ისე გავაგრძელოთ როგორც ვართ.
ჯარი იყოს კონგრესის ხელში...
ამიტომ შეთანხმებაში შეიძლება ჩაიწეროს რაიმე საცდელი ვადა.
თან შეთანხმებული ხელისუფლების ცვლა სხვა ქვეყნებშიც ხდება, იგივე ჩვენ დაპყრობილ ზელანდიაში
//რა ღა აზრი ექნება მერე აქტიურობას? თუ გარანტირებულად მეცოდინება რო ერთი თვის შემდეგ მე ვიქნები ხელისუფლებაში//
====
ის აზრი ექნება რო უკვე მზად გექნება გეგმა თუ რა პროექტები უნდა განახორციელო და შეუდგები საქმეს. თუ ფეხზე დაიკიდებს ერთი მხარე მაშინ მეორე მხარეც დაიკიდებს ხელშეკრულებას და შეწყდება თანამშრომლობა.
kongress unda mieces meti uflebebbi da konkurencia gaizredeab kongresmenobistvis 🙂
saqartvelos mteli istoriis ganmavlobashi sul es problema hkonda, mudam ertmanets exishpebodnen qveknis martvashi, aq mainc tu moxerxdeba da gavertiandebit dzan kargi ikneba!
axa ideac momparesss.. tqven ar ikavit rom meunebodit ra sisuleles idzaxio?????
სამხედრო შენაერთების გაერთიანების იდეა მომწონს, მაგის იმედი მეც მქონდა, სამწუხაროდ "მეორე ჯიმის ინციდენტის" გამეორების საშიშროება არსებობს...ამ საფრთხის შემცირება შეიძლება თუ ორი კონკურენტული სახელმწიფო მუ არ იქნება, იქნება მხოლოდ ერთი და გამოცდილი მოთამაშეები და ახალბედები ყველა ერთად იქნებიან.
* * *
აი პოლიტიკური კარუსელის დაკანონებას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ პირადად. პროექტების შემუშავებას და პოლიტიკურ კონკურენციას რომ შევეშვათ, გარანტირებული გამარჯვება კიდევ უფრო მსოაწყენს გახდის ამ თამაშს, ისედაც საკეთებელი ბევრი არაფერია აქ 🙂 თუმცა მუ-ების გაერთიანებას მე პირადად ორივე ხელით და ორივე ფეხით ვეთანხმები...ვნახოთ დანარჩენი რესპუბლიკელები რას ფიქრობენ ამაზე და გვარდია ალბათ იმის მიხედვით გადაწყვიტავს.
yvelaze chkviani politikosi xar 😃 nagdat vambob 🙂
ამიტომ MU-ს ლიდერი ყოველთვე უნდა იცვალოს რათა ყველა წევრს გაუჩნდეს შეგრძნება რომ რომელიმე მხარის MU-ს არ ეკუთვნის და ეს ყველას MU-ა. ალბათ მაინც საჭირო იქნება სხვა MU-ები არა ხალხით შიგნით არამედ 1 კაცით შიგნით ვინც მიხედავს, მაგალითად საჭირო მომენტში თუ არ იყო საერთო MU-ს ლიდერი აქ, სხვამ რომ შეძლოს CO-ს დადება მაგიტომ.
პოლიტიკურ მხარეში სხვა რა შეიძლება იქნეს მოფიქრებული არ ვიცი, ცუდი მხარე არჩევნების ეგაა რომ ხალხი კი არ აძლევს ხმას არამედ პარტიის წევრები რაა. ისეთი პონტია საქართველოს არჩევნებში მარტო ნაციონალური მოძრაობის და ოცნების პარტტიის წევრებს რომ ქონდეთ უფლება ხმის მიცემის.
chemi azrit ajobebs 1 tve daetmos opozicias xelisuflebaa da am 1 tvis ganmavlobashi imedia gaaketeben rames ritac xalxs tavs moawoneben da shemdegi archevnebbistvis seriozuli dzalebiit miigeben archevnebshi monawileobass rac azrians gaxdis archevnebs da mtel eqartul politikas .
მე მომწონს ეს აზრი მარა კოალიციაზე რომ ამბობ... ქართველი დემოკრატები რატომ დაივიწყე?
32 კაციანი პარტია ვართ ბოლობოლო...
ძალიან სუსტები კი არ ვართ, წესით ტოპ5შიც უნდა ვიყოთ ალტერებით გატენილი ქრისტიან სოციალისტები რომ არაა