დამწებთათვის! (ე-საქართველო ახალი მოქალაქეებისთვის) -1-

Day 2,615, 08:24 Published in Georgia Poland by roma199014

მოგესალმებით ყველას, უფრო დამწყებ მოთამაშეებს რადგან ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის 🙂
დამწყებ მოთამაშეებს, რა თქმა უნდა უჭირთ თამაშის ფუნქციებში გარკვევა, ამიტომ გადავწყვიტე ყველა დამწყებისათვის ადვილი და გასაგები სტატია დამეწერა, რომ გაუადვილდეთ თამაში და უფრო სწრაფად მოძლიერდნენ, რაც ჩვენ ქვეყანას ასე ძალიან სჭირდება.

ამ თავში მინდა განვმარტო მთავარი გვერდისა და ბაზრის ფუნქციები თუმცა რა თმქა უნდა აქ არ გავჩერდები და მომდევნო თავებში უფრო დეტელურად, სხვა მნიშვნელოვან თემებსაც განვიხილავ. მაგალითად: დასაქმების ბაზარს - როგორ დავსაქმდეთ და ვიმუშავოთ, როგორ ვაწარმოოთ საკუთარი პროდუქცია, როგორ გავძლიერდეთ ყოველდღიური ვარჯიშებით და ასევე განვიხილავ ჩვენი საწყობის თითოეულ დეტალს, თუმცა ესეც კიდევ არ არის ის სრული ჩამონათვალი, რომელიც ჩვენ გვჭირდება კარგი თამაშისა და სწრაფი განვითარებისთვის.


მართალია, როცა თამაში ახალი დაწყებული გვაქვს, და ჯერ მხოლოდ პირველ დღეს გავდივართ, მთავარი გვერდი მთლად ასე არ გამოიყურება, მაგრამ ეს არის ჩვენი თამაშის, ე-რესპუბლიკის მთავარი გვერდი, რომლის ფუნქციებსაც შევისწავლით პირველად.



განვიხილოთ სურათზე აღნიშნული თანმიმდევრობის მიხედვით.

1 - მოთამაშის პროფილის სურათი და სახელი, სახელის გვერდით დროშა წარმოადგენს იმ ქვეყანას, სადაც თქვენ იმყოფებით (დროშა იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში გადახვალთ სავაჭროდ ან საომრად).
2 - წერილები.
3 - მნიშვნელოვანი შეტყობინებები.
4 - ყოველკვირეული ლიდერების დაფა.
5 - დონე რომელზეც იმყოფებით.
6 - საბრძოლოდ ენერგია.
7 - ენერგიის აღდგენა.
8 - ენერგიის აღდგენის ოდენობა და დრო.
9 - ოქროების რაოდენობა, რომელსაც ფლობთ თქვენ.
10 - ფულის რაოდენობა ეროვნულ ვალუტაში.
11 - მისიები.
12 - მთავარ გვერდზე დაბრუნება.
13 - "ჩემი ტერიტორიები" - რომელშიც შედის: კომპანიები, სავარჯიშო დარბაზები, საწყობი და დამატებითი შენობები (ამ ყველაფერს განვიხილავთ მომდევნო სტატიებში).
14 - ომი - აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ რომელ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს ომი და რა თქმა უნდა შეგიძლიათ თავადაც მიიღოთ მონაწილეობა.
15 - "ბაზარი" - რომელშიც შედის: სავაჭრო ბაზარი, სამუშაო ადგილები, სავაჭრო ბირჟა (მონეტარული მარკეტი) და გასაყიდი კომპანიები.
16 - აქ თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგი ინფორმაცია: ჩემი ქვეყანა, ჩემი სამხედრო გაერთიენება, ჩემი პარტია, ჩემი გაზეთი, ფორუმი, ალიანსი, არჩევნები, რეიტინგი და მსოფლიო რუქა.
17 - აქ თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ (რეალური ფულით) ოქრო და ასევე აქ არის მოქცეული სხვა და სხვა ფუქციბი.
18 - ე-რესპუბლიკის Facebook გვერდი.
19 - ე-რესპუბლიკის თარიღი.
20 - აქ შეგიძლიათ მოძებნოთ მოქალაქე ე-რესპუბლიკაში.
21 - გასვლა.
22 - ყოველკვირეული გამოწვევა: - ომში ყოველი შეტაკებისას, თქვენ აგროვებთ პრესტიჟის ქულებს რომელიც აისახება ამ დაფაზე. პრესტიჟის ქულების მოგროვებასთან ერთად თქვენ გადმოგეცემათ სხვა და სხვა საჩუქრები.
23 - გამოიყენეთ ეს ღილაკი რუქის დაფარვა გამოჩენისათვის.
24 - თუ თქვენ ხართ რომელიმე სამხედრო გაერთიანების (Military Unit ) წევრი, თქვენ აქ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა მნიშვნელოვან ომებში, რომლის შესრულების შემთხვევაში თქვენ გადმოგეცემათ 2 პრიზი, 1 ბაზუკა და 1 ენერგიის აღსადგენი ფილა. ასევე ამ მისიის შესრულება ყოველ დღე დაგეხმარებათ ამ მედლის მიღებაშიც.
25 - აქ აისახება ყველა ის ომი, რომელშიც იღებს მონაწილებას ის ქვეყანა, რომელშიც იმყოფებით თქვენ.
26 - ამ ღილაკზე დაჭერით თქვენ მიიღებთ ონაწილეობას ომში.
27 - მთავარი სიახლეები - სადაც მოცემული ეროვნული ქვეყნის სიახლეები (გაზეთის სტატიები) და ასევე იმ ქვეყნის სიახლეებიც, რომელშიც იმყოფებით თქვენ.
28 - აირჩიეთ სიახლის კატეგორია.
29 - წაიკითხეთ თქვენი პარტიის წევრების მნიშვნელოვანი შეტყობინებები.
30 - თქვენი მეგობრების მნიშვნელოვანი შეტყობინებები და მოვლენები.
31 - თქვენი სამხედრო გაერთიანებისა და მათი წევრების მნიშვნელოვანი შეტყობინებები.
32 - ე-რესპუბლიკის სიახლეები.
33 - აქ ქვენ შეგიძლიათ მოიწვიოთ მეგობრები ამ თამაშში და დააწყებინოთ თქვენს მეგობრებსაც თამაში.

ესეც ასე, მთავარი გვერდის, მთავრი ფუნქციების განხილვაც დავასრულეთ, ახლა კი გადავიდეთ სავაჭრო ბაზრის განხილვაზე.

სავაჭრო ბაზარი



1 - აირჩიეთ ქვეყანა, რომელშიც გსურთ ვაჭრობა (შესაძენი პროდუქციის ფასთა სხვაობის მიხედვით).
2 - აირჩიეთ პროდუქცია.
3 - აირჩიეთ პროდუქციის ხარისხი ( ხარისხი განისაზღვრება შემდეგნაირად: Q1, Q2, Q3, Q4, Q5, Q6, და Q7 რაც იშიფრება როგორც: Quality 1 - ანუ პირველი ხარისხის. რა თქმა უნდა რაც უფრო მაღალი ხარისხისაა პროდუქცია, მით უფრო ძლიერ მოქმედია.
4 - საკვები.
5 - იარაღი.
6 - ბილეთები (ბილეთების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ სხვა და სხვა ქვეყანაში ომში მონაწილეობის მისაღებად, ან იაფიანი პროდუქციის ექსპორტისთვის.
7 - სახლი - რომელიც გიმატებთ საბრძოლო ენერგიას.
8 - საჭმლის პროდუქციის დასამზადებელი მატერიალები.
9 - იარაღის მოსამზადებელი მატერიალები.
11 - სახლის მოსამზადებელი მატერიალები.
11 - ჰოსპიტალი.
12 - თავდაცვის სისტემები.
13 - გასაყიდი კომპანიები.

ახლა განვიხილოთ თვითონ არჩეული პროდუქცია და ყიდვის ფუნქციები.



1 - არჩეული პროდუქცია.
2 - პროდუქციის შეცვლა.
3 - გამყიდველები.
4 - პროდუქციის რაოდენობა.
5 - პროდუქციის ფასი.
6 - აირჩიეთ თქვენთვის სასირველი რაოდენობა.
7 - იყიდეთ.





1-1 - არჩეული საკვების გამოყენების ოდენობა.
1-2 - არჩეული იარაღის დარტყმის ძალა.
1-3 - არჩეული იარაღის გამოყენების ოდენობა.
1-4 - არჩეული ბილეთის გამოყენების ოდენობა.
1-5 - არჩეული ბილეთის გადაადგილების ოდენობა (ზოგ ქვეყანაში ადაადგილებლად საჭიროა რამოდენიმე აეროპორტის გავლა).
1-6 - არჩეული სახლის მოსამატებელი ენერგიის ოდენობა.
1-7 - თითოეული სახლი ფუნქციონირებს 168 საათის განმავლობაში.

აი დღევანდელი სტატიაც დავასრულეთ და იმედიც მაქვს რომ თქვენთვის, დამწყები მოთამაშეებისთვის ადვილი გასაგები იქნება ყველაფერი.


შემდეგ სტატიაში უკვე განვიხილავთ "ჩემი ტერიტორიების" ფუნქციებს: კომპანიები, სავარჯიშო დარბაზები, საწყობი და დამატებითი შენობები.

გმადლობთ ყურადღებისთვის! ) - Kandelaki Times