UND-ს N1 მოხსენება

Day 2,564, 08:19 Published in Georgia Georgia by JangavaDze



როგორც დაგპირდით დეპარტამენტი შეუდგა მუშაობას,ასე რომ გეძლევათ საშუალება თვალი გადაავლოთ პირველ ოფიციალურ მოხსენებას

თურქეთი
ყველა განიხილავს ამ ექაუნთს და ულოცავენ ერთმანეთს თავიანთ სიძლიერეს.. დაე მტრებმა ნახონ ვისთან აქვთ საქმეო...


მათ რამოდენიმე დღის წინ დატოვეს ალიანსი "სირიუსი" მაგრამ ყოველდღიურად გრძელდება მოლაპარაკებები თუ რა ურთიერთობაში დარჩებიან ყოფილ თანაგუნდელებთან.

როგორც გავარკვიე მათ დაბლოკილი ყავთ ქვეყანაში მყოფი რამოდენიმე სამხედრო დანაყოფი თურქეთის პოლიტიკური კარიერისგან..ეკრძალებათ ყველანაირი პარტიული საქმიანობა..

ისინი ფლობენ 35 რეგიონს და თავიანთ მართველ გუნდს წარმატებულად თვლიან.. მოსახლეობის უმრავლესობა სტაბილურობას უჭერს მხარს და არ უნდათ არანაირი ცვლილებები.
ამის მიუხედავად კონგრესმა გაიტანა კანონი პრეზიდენტის იმპიჩმენზე,რომელიც 12-23 ჩავარდა.მათ დამატებით გადაიტანეს 400 000 TRY ვალუტა ეროვნულ ბანკში.
Gold 4000.40
TRY 3 041 571.55
ყველაფრისთვის მზად არიან !
ომები :
Resistance Force of Pakistan VS Turkey (North-West Frontier Province) 3-85
Turkey VS China (Jilin) 85-0

რუსეთი

გერმანიის და დანიის თანამეგობრობა "Germark" მადლობას უხდის რუსეთს გაწეული დახმარებისთვის ამ კონგრესის არჩევნებზე.თქვენ ჩვენი უახლოესი მეგობრები ხართო.
რა მოხდა?
იმის გამო რომ დანია ფლობდა 4 რეგიონს მათ შეეძლოთ ყოლოდათ 40 კონგრესმენი,ხოლო ეს კი მათთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა ვინაიდან მოსახლეობის სიმცირისა და ქვეყანაში მყოფი პტო პარტიების გამო დანიის მთავრობას დაეუფლებოდნენ სხვა ქვეყნები...რუსეთის პრეზიდენტთან რამოდენიმე წუთიანი მოლაპარაკებების შემდეგ დაგვთანხმდნენ დაგვხმარებოდნენ და მთლიანად დაიპყრეს დანია... მათ აღარ ეყოლებათ კონგრესი და ამით დრო მოიგეს მოძლიერებისთვის და ქვეყნის შენარჩუნებისთვის. დიდ მადლობას ვუხდით რუსეთსო [ეს ყველაფერი რა უცნაურად ჟღერს თუ მარტო მე მეჩვენება 😃 ]

მიმდინარეობს მასობრივი ტანკების და საჭმლის დარიგება ახალბედებისთვის,ერთდროულად 4-5 სტატიაში.
ასევე დაიდო სტატისტიკა სადაც ნათქვამია რომ ამ არჩევნებში აქტიურობის მაღალი დონე შეინიშნებოდა წინანდელთან შედარებით.

სომხეთი

სრულიად ჩამკვდარია მოსახლეობაც და აქტივობაც...
მხოლოდ 1 სტატია დაიწერა : დავიწყოთ აჯანყება თურქების წინააღმდეგ ძმებო,არასოდეს დაივიწყოთ 1915 წელიო.. [გამოხმაურება ამ სტატიას არ ქონია 😃]

სერბეთი
დაიდო საინტერესო სტატია ქვეყნების ძალის შესაფასებლად


სერბეთმა და ამერიკამ მოაწერეს ხელი ზავის ხელშეკრულებას..ამან გამოიწვია არეულობა მოსახლეობაში,რადგან უკვე ძაან დიდი დროის განმავლობაში მათ შორის მიდიოდა ომი.
სერბები ფლობენ 19 რეგიონს.ასევე მასიურად სპამავენ სტატიებს რომ ემზადებიან თურქებთან საომრად !
President of Serbia proposed a mutual protection pact with Greece
President of Israel proposed a mutual protection pact with Serbia
President of Colombia proposed a mutual protection pact with Serbia

უკრაინა
მთელი უკრაინა ემზადება პარასკევისთვის


ასევე მასიურად მოუწოდებენ უკრაინელებს გადავიდნენ თურქეთში და იქაური მოქალაქეობით განაგრძონ თამაში .. ძმა ქვეყანად თვლიან + 10 ბონუსი გააჩნდია თურქეთსო და იდეალური ვარიანტია წარმოების გასანვითარებლადო...
Do you want the current president of Ukraine to end this office?
3 YES - 10 NO REJECTED.
Romania VS Ukraine (Zaporozhia)
Resistance Force of Ukraine VS Romania (Taurida)
Resistance Force of Ukraine VS Hungary (Subcarpathia)
შეიძლება თამამად ითქვას უკრაინა ყველანაირად ცდილობს რუკაზე დარჩეს !



ეს სტატია მარტომ მოვამზადე სანიმუშოდ.იმედი მაქვს არ იქნებით ძაან კრიტიკულები და დამიფასებთ ნაწვალებს.
მომავალი გამოშვებებისთვის(ინფორმაციის შეგროვებისთვის ვაყალიბებ გუნდს)
მსურველებმა გამოიჩინეთ ინიციატივა კომენტარებში.