NFG - პარტიული არჩევნები.

Day 3,067, 10:01 Published in Georgia Spain by Giorgi Gelovani.
მოგესალმებით მეგობრებო!

ეს სტატია, პირველ რიგში, ეხება NFG-ს წევრებს. გადავწყვიტე პარტიის დაპრეზიდენტო არჩევნებზე ვიყარო კენჭი. გადაწყვეტილება ორადორი მიზეზის გამო მივიღე: 1-ლი ვფიქრობ, რომ წარმატებით შევძლებ პარტიის ხელმძღვანელობას და მე-2 - ავთო ვერ ახერხებს ხშირად შემოსვლას.

მაქვს გეგმები, რომელთაც ეხლა არ დავწერ 😃 შიდაპარტიული საკითხებია მაინც... 😃

ჩვენი მთავარი მიზანი პარტიის გამოცოცხლება, გაძლიერება და წინსვლა არის,რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სამშობლოს კეთილდღეობისთვის კეთდება. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ პარტიასთან და ამ კუთხით, თუ ყველაფერი გამოვიდა, რამოდენიმე პროექტს შემოგთავაზებთ.

ახალ და ძველ მოთამაშეებს გთავაზობთ ჩვენთან გადმოსვლას. თქვენი ენთუზიაზმი და გამოცდილება დიდად დაგვეხმარება გეგმების განხორციელებაში.

საკმაოდ ზოგადი სტატიაა, მაგრამ ამჟამად მეტის დაწერა არ შემიძლია.

რაც შემეხება მე. ვთამაშობ სადღაც 6-7 თვეა. რამოდენიმე თვე ვიყავი UGP-ს წევრი. ბოლო BB-ს დროს ვიყავი CMA-ის ჯერ კაპიტან შემდეგ მეორე კომანდერი. ვეხმარებოდი ახალბედებს თამაშის ათვისებაში. უცნობილესი MOE-ს, ავთოს, იგივე Worrior-ს 😃 მარჯვენა ხელი ერთი თვის განმავლობაში. ასევე ვაფინამსებდი სხვადასხვა კონკურსებს.

ერთად ყველაფერს შევძლებთ! გაუმარჯოს NFG-ს! გაუმარჯოს საქართველოს!