Jimmy Levy ესაქართველოს პრეზიდენტად!!!

Day 2,510, 03:00 Published in Georgia Turkey by Levan M

მოგესალმებით ხალხნო და ჯამაათნო
ხვალ გაიმართება მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები სადაც მონაწილეობას იღებს ოთხი კანდიდატი:
1. Vettell - erovnul-demokratiuli partia
2. Jimmy Levy - Christlich Demokratische Union
3. Gama Datoshvili - Republican Party of Georgia
4. Don Luchiano - SONS OF LIBERTY



როგორც იცით პირველი სამი ვადით პრეზიდენტად არჩეული იყო Rosmedian, United Georgian Party-ს წარმომადგენელი, შემდეგ კი მათ და erovnul-demokratiuli partia-მ შექმნეს კოალიცია და წარადგინეს კანდიდატი R.P.McMurphy. მიუხედავად იმისა, რომ ორი საკმაოდ ძლიერი პარტია გაერთიანდა, მათ ძლივ-ძლიობით, სულ რამოდენიმე ხმით შეძლეს დაემარცხებინათ Jimmy Levy . ახლაც იგივე სტრატეგიას მიმართა ამ ორმა პარტიამ, მაგრამ კანდიდატი შეცვალეს. და რა თქმა უნდა, ეს გაერთიანება მათი მხრიდან ერთადერთი გამოსავალია, რადგან ისინი კარგად ხვდებიან რომ ცალ-ცალკე მათ შანსი არ აქვთ Christlich Demokratische Union-ს წინააღმდეგ.

როგორც ხედავთ, ესაქართველოს სათავეში მთელი მისი ეისტორიის განმავლობაში ერთი და იგივე ძალა დგას. ახლა კი დრო მოვიდა მთავრობა შეიცვალოს. ჩვენი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატურად წარადგენს Jimmy Levy-ს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ჭკვიანი პოლიტიკოსია მთელ ესაქართველოში. მისი მეთაურობით, ჩვენი გუნდი შემოგთავაზებთ ახალ რეფორმებს, რომლებიც ჯერ-ჯერობით იდეების დონეზე არსებობს და ნელ-ნელა გავასაჯაროვებთ.

მთელ ემსოფლიოში იწყება ძალათა ახალი გადანაწილება, რომლის დროსაც აუცილებელი იქნება ქვეყნის სათავეში იყოს ძლიერი ლიდერი, რომელიც დაიცავს საქართველოს ინტერესებს მსოფლიო არენაზე და მას სწორი ვექტორით წარმართავს.

ასე რომ, გახსოვდეთ მიეცით ხმა Jimmy Levy-ს და არ დაგავიწყდეთ - Valar Morghullis