eARSENALI [N1]

Day 2,731, 12:08 Published in Georgia Georgia by Mr. Nickname

მოგესალმებით ჩემი პირველი სტატიით. eARSENALI არის სამხედრო საინფორმაციო ჟურნალი და მე მაქსმალურად შევეცდები საინტერესო ინფორმაციები მოგაწოდოთ ამ სფეროში დაინტერესებულ eმოსახლეობას.



დღევანდელობის ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ''რუსეთი VS უკრაინა''

სამხედრო არსენალის შედარება





ვიცოდეთ მტრის შესახებ!



Bumerang - რუსული ჯავშანტრანსპორტიორი

შეიძლება ითქვას ეს არის ახალი თაობის ჯავშანტრანსპორტიორი რუსულ არმიაში რომელიც მორგებულია დასავლურ სტანდარტებზე . Bumerang-ის შექმნაზე საუბარი 2012 წელს დაიწყო და პირველად საზოგადოებამ 2015 წელს რუსეთის აღლუმზე იხილა . რუსეთის შეიარაღებულ ძალებში აპირებენ ამ მანქანით ჩაანაცვლონ უკვე მოძველებული BTR-82 , დაგეგმილია სულ 2000 Bumerang-ის წარმოება .
მანქანა აღჭურვილია 500 ცხ.ძ ძრავით რაც საშუალებას აძლევს განავითაროს მაქსიმალური 95 კმ/სთ სიჩქარე . "ბუმერანგზე" შეიძლება დამონტაჟდეს 7.62მმ და 12.7მმ კალიბრის ტყვიამფრქვევები ან 30მმ-იანი ქვემეხით (500 საბრძოლო მარაგში 500 ჭურვი) 4 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით.

მონაცემები:
წონა - 20 ტ
ეკიპაჟი - 3 კაცი
დესანტი - 9 კაცი
ძრავი - 500 ცხ.ძ ტურბოდიზელი
სიჩქარე - 95 კმ/სთ (ხმელეთზე) , 10კმ/სთ (წყალში)
სვლის მარაგი - 800 კმ

დაინტერესების შემთხვევაში Vote da Subscribe არ დაგავიწდეთ
ეს დიდი სტიმულია.
დაელოდე შემდეგ ნომერს 😉