[PM] ახალი სახელმწიფო ინსტიტუტი

Day 2,774, 09:27 Published in Georgia North Macedonia by Le Saliery


- CP - PM - MOD - MOFA - MOF - MOE - MOJ - MOC -


მოგესალმებით !..


გუშინ საღამოს, პრეზიდენტთან საუბრისას დაიბადა ასეთი იდეა...
დავამატოთ ახალი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც გააკონტროლებს მთავრობის მუშაობას და დაექვემდებარება კონგრესს.

იქმნება "სახელმწიფო კონტროლის პალატა" (აუდიტის სამსხური) | "State Chamber of Control"

სახელმწიფო კონტროლის პალატა წარმოადგენს დამოუკიდებელ აუდიტორულ ინსტიტუტს, რომლის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია !

ეს იქნება 6 კაციანი ჯგუფი (1 აუდიტორი ყოველ სამინისტროზე, ამ შემთხვევაში გვაქვს 6 სამინისტრო), რომელიც თავისი საქმიანობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კონგრესის მიერ მთავრობაზე კონტროლის განხორციელებაში. კონგრესს წარუდგენს დასკვნებს სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შესახებ, რითაც ხელს შეუწყობს მათ ანგარიშვალდებულებას კონგრესისა და საზოგადოების წინაშე.


კონტროლის პალატის მმართველი, ანუ გენერალური აუდიტორია პრემიერ–მინისტრი.
გენერალური აუდიტორი ნიშნავს 6 კაცს (რამდენი სამინისტროცაა იმდენს), სხვადასხვა პარტიიდან.
1 აუდიტორი გააკონტროლებს 1 კონკრეტულ სამინისტროს და შემდეგ ანგარიშს წარუდგენს გენერალურ აუდიტს (ეს არ იქნება, როგორც მთავრობის ყოველკვირეული ანგარიში, არამედ უფრო მეტი, ყველა დეტალი, რაც სამინისტროში მოხდა, რაც მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა გააკეთეს, აბსოლუტურად ყველაფერი), რომელიც ამ ანგარიშს წარუდგენს კონგრესს.
სახელმწიფო კონტროლის პალატის ანგარიშზე დაყრდნობით, კონგრესს შეუძლია პრეზიდენტს მოსთხოვოს ნებისმიერი მინისტრის გადაყენება.
ვფიქრობ, ეს უფრო ანგარიშვალდებულს გახდის თითოეული მინისტრის/სამინისტროს და მთლიანად მთავრობის მუშაობას კონგრესისა და საზოგადოების წინაშე, თან კონგრესს გარკვეულწილად ფუნქცია ემატება.


სახელმწიფო კონტროლის პალატის სტრატეგიული მიზნებია:

► აუდიტორული საქმიანობით კონგრესის ხელშეწყობა მთავრობაზე კონტროლის განხორციელებაში;
► მთავრობის ხელშეწყობა ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმების განხორციელებაში.