[PM] კონკურსის შედეგები

Day 2,767, 11:05 Published in Georgia North Macedonia by Le Saliery


- CP - PM - MOD - MOFA - MOF - MOE - MOJ - MOC -


დივიზიების კონკურსი დასრულდა !!!

კონკურსი დაიწყო ზუსტად 2 კვირის წინ (დღე 2,753)
კონკურსის წესების თანახმად, კონკურსში მონაწილეობა შეეძლო პირველ, მეორე და მესამე დივიზიის ჯარისკაცებს.
მონაწილეობის მისაღებად, საჭირო იყო მხოლოდ რეგისტრაციის გავლა.
რატომღაც ძალიან დიდ აქტიურობას ველოდებოდი, თუმცა შედეგი სავალალოა...

პირველ დივიზიაში კონკურსი იყო სამ კატეგორიაში:

1.500-დან 1000 ძალამდე კატეგორია – FREEDOM FIGHTER
2.1000-დან 2000 ძალამდე კატეგორია - RESISTANCE HERO
3.2000–დან 3000 ძალამდე კატეგორია - MERCENARY

პირველსა და მეორე კატეგორიაში არავინ მიიღო მონაწილეობა, ხოლო მესამე კატეგორიაში კი მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა ჯარისკაცმა HORRORsan, რომელიც აკმაყოფილებდა მესამე კატეგორიის მოთხოვნებს, 2000-დან 3000 ძალამდე და შესაბამისად მონაწილეობდა MERCENARY კონკურსში.
რეგისტრაციის დროს ანკეტაში მითითებული იყო 0 MERCENARY მედალი და მას მთელი დროის განმავლობაში არცერთი მედალი არ მომატებია, შედეგები დაითვალა დღეს და მისი MERCENARY მედლის რაოდენობა ისევ 0-ია.
ამიტომ, პირველ დივიზიაში გამარჯვებული არ გამოვლინდა.


მეორე და მესამე დივიზიის ჯარისკაცებს კი მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ორ კონკურსში, BATTLE HERO და GUERILLA კონკურსში.
ამ დივიზიაში უფრო მეტ აქტიურობას ველოდი და ამ შემთხვევაშიც შევცდი.

BATTLE HERO კონკურსში დარეგისტრირდა სულ 4 მოთამაშე, აქედან ორი მოთამაშე არც მეორის და არც მესამე დივიზიის წევრი არ არის, შესაბამისად ისინი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ.
ამ კონკურსში მონაწილეობდნენ Georgian Shield და Strategi1.

კონკურსში რეგისტრაციისას Georgian Shield-ს BH–ს 995 მედალი ჰქონდა, კონკურსის განმავლობაში მან მოიპოვა 109 BH მედალი. კონკურსის დასასრულს მას აქვს 1104 BATTLE HERO მედალი (995 + 109 = 1104).

კონკურსის მეორე მონაწილეს, Strategi1–ს რეგისტრაციისას მითითებული ჰქონდა BH 380 მედალი და კონკურსის განმავლობაში მას მოემატა 6 მედალი, შესაბამისად კონკურსის დასასრულს მას აქვს 386 მედალი (380 + 6 = 386).

შესაბამისად პირველ ადგილზე გავიდა Georgian Shield, რომელსაც საჩუქრად გადაეცემა 2500 ლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულს, Strategi1–ს, საჩუქრად გადაეცემა 2000 ლარი.


GUERILLA კონკურსშიც დარეგისტრირდა სულ 3 მოთამაშე, აქედან ერთი პირველი დივიზიის წევრი, შესაბამისად კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, ხოლო დარჩენილი ორი მოთამაშე კი ისევ და ისევ Georgian Shield და Strategi1.

Georgian Shield-ს რეგისტრაციისას მითითებული ჰქონდა 1315 გამარჯვება გუერილაში და კონკურსის განმავლობაში მან გაიმარჯვა კიდევ 224–ჯერ, შესაბამისად, კონკურსის დასასრულს მას აქვს 1315+224=1539 გამარჯვება.

Strategi1–ს რეგისტრაციისას მითითებული ჰქონდა 583 გამარჯვება გუერილაში და კონკურსის განმავლობაში მან გაიმარჯვა კიდევ 17–ჯერ და შესაბამისად მისი გამარჯვების რაოდენობა 583+17=600 გამარჯვებას.

Georgian Shield გავიდა პირველ ადგილზე და მას გადაეცემა 2500 ლარი
Strategi1 გავიდა მეორე ადგილზე და მას გადაეცემა 1500 ლარი


სულ ეს იყო და ეს...
მე მინდა მოვუწოდო ქართველ მოთამაშეებს, რომ უფრო მეტად იაქტიურონ ასეთ და სხვა კონკურსებში, რომლებიც ტარდება ქვეყანაში. ეს პირველ რიგში თქვენთვის არის სასარგებლო.



მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კონკურსის დაფინანსებისთვის Luka Koberidze-ს და შემოწირულობისთვის qistauri–ს.