[PM] ახალი მთავრობა – ახალი იდეები და გეგმები

Day 2,757, 23:51 Published in Georgia North Macedonia by Le Saliery





მოგესალმებით !

პირველრიგში მინდა წარმოგიდგინოთ ესაქართვეოს მთავრობის ახალი შემადგენლობა...
როგორც იცით, მთავრობის შემადგენლობაში აქამდე შედიოდა 4 რეგულარული სამინისტრო და 1 არარეგულარული – კომუნიკაციის სამინისტრო.
ამიერიდან მთავრობის შემადგენლობა შეიცვლება და გვეყოლება 4 რეგულარული და 2 ახალი არარეგულარული სამინისტრო – კულტურის სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო.


ახლა კი წარმოგიდგენთ ესაქართველოს სამთავრობო გუნდს.


1. პრეზიდენტი [CP]Jimmy Levy

2.1. პრემიერ–მინისტრი [PM] - Le Saliery
2.2. ვიცე–პრემიერიThe Dwarf
2.3. ვიცე–პრემიერიCasper.Orillion

3.1. თავდაცვის მინისტრი [MOD]Mr. Nickname
3.2. მინისტრის მოადგილეGeorgian Ghost
3.3. მინისტრის მოადგილეGeo.AssasiN
3.4. მინისტრის მოადგილეCharlieArg

4.1. საგარეო საქმეთა მინისტრი [MOFA]Baristan Selmi
4.2. მინისტრის მოადგილეMr Chkadua

5.1. გუბერნატორი/ფინანსთა მინისტრი [MOF]Pridestalker

6.1. განათლების მინისტრი [MOE] - Strategi1

7.1. კულტურის მინისტრი [MOC] - MORAL1994
7.2. მინისტრის მოადგილეGeorgiaN...EmperoR
7.3. მინისტრის მოადგილე - qistauri
7.4. მინისტრის მოადგილე - 77Nikola77

8.1. იუსტიციის მინისტრი [MOJ]chorgo

რაც შეეხება კომუნიკაციის სამინისტროს, როგორც ხედავთ ის აღარ არის მთავრობის შემადგენლობაში.
გადავწყვიტეთ, რომ კომუნიკაციის სამინისტრო ყოფილიყო განათლების სამინისტროს შემადგენლობაში, განათლების სამინისტრო ჩაატარებს ახლა გამოკითხვებს, ისევე, როგორც ამას აკეთებდა კომუნიკაციის სამინისტრო.


ყურადღება !!! მთავრობის შემადგენლობაში ცვლილების შესახებ აუცილებლად გაცნობებთ.


ახლა კი მინდა გაცნობოთ ჩვენი გეგმებისა და იდეების შესახებ...

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სურვილია, მოსახლეობა მაქსიმალურად ჩაერთოდ ქვეყნის მართვაში, მოგვაწოდოს საკუთარი იდეები და აზრები, რათქმაუნდა ჩვენ ვიმსჯელებთ თქვენს იდეებზე და თუ წაადგება ის ქვეყნის საქმიანობას მოცემულ მომენტში, მაშინ აუცილებლად განვახორციელებთ მას.

გვინდა კონგრესს დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია.
თუ როგორ, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტს აქვს რამდენიმე ვარიანტი და აუცილებლად განვახორციელებთ.
იმედი მაქვს, კონგრესის საქმიანობას ასე რამდენადმე ეფექტურს გავხდით.

ჩემს გეგმებს გაგაცნობთ.
მე და ჩემი გუნდი მაქსიმალურად გავაკონტროლებთ მთავრობის საქმიანობას. გაკონტროლებაში იმას ვგულისხმობ, რომ არ მინდა დავუშვა რომელიმე სამინისტროს "არააქტიურობა". თითოეული სამინისტრო იმუშავებს აქტიურად და ჩვენ კი შევაფასებთ მას საქმიანობას თქვენთან ერთად. ამ ყველაფერში მაქსიმალურად დამეხმარებიან ვიცე-პრემიერები.

გადავდივარ თავდაცვის სამინისტროსთან.
თავდაცვის მინისტრი, როგორც ვატყობ ძალიან მონდომებული და აქტიურია, რაც ძალიან მახარებს. თავდაცვის სამინისტრო იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, კონკრეტულად კი:
1. გამოაქვეყნებს საბრძოლო ბრძნებებს;
2. მეგობრულ ურთიერთობას დაამყარებს ჩვენი მოკავშრე ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან;
3. ჩაატარებს კონკურსებს;
4. უხელმძღვანელებს სამხედრო დანაყოფს.

ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ უახლოეს დროში შესაძლოა ომის დაწყებაც და მომზადებული შევხვდეთ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო ურთიერთობას დაამყარებს სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, პრეზიდენტებთან და თავდაცვის მინისტრებთანაც. საჭიროა მაქსიმალურად ხშირად გვქონდეს კავშირი ჩვენ მოკავშირეებთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი გუნდი ნაყოფიერად იმუშავებს.

ფინანსთა სამინისტროც იმუშავებს ძველ ტემპში, ოღონდ რათქმაუნდა უფრო და უფრო აქტიურად. ჩენ გვყავს ნამდვილად ძლიან კარგი მინისტრი ამ სფეროში, რომელმაც ძალიან კარგად იცის თავისი საქმე.

განათლების სამინისტრო, როგორც ყოველთვის დაწერს სასწავლო სტატიებს თითოეული განახლების შესახებ, თითოეული დამატების შესახებ და ა.შ.
გარდა ამისა, განათლების სამინისტრო გააკეთებს კომუნიკაციის სამინისტროს ვალდებულებებსაც, კერძოდ, კვირაში ერთხელ განათლების სამინისტრომ უნდა ჩაატაროს გამოკითვა იმის შესახებ, თუ გასულ კვირაში რამდენად ნაყოფიერი იყო მთავრობის მუშაობა, რა შენიშვნები აქვს მოსახლეობას მთავრობასთან დაკავშირებით, რა მოეწონა ყველაზე მეტად და რა სურს გაგრძელდეს ისე, როგორც არის.

კულტურის სამინისტრო, როგორც იცით დაემატა MORAL1994-ის ინიციატივით, რომელიც ახლა სათავეში ჩაუდგება ამ სამინისტროს და შემდგომ მის იდეას გამოეხმაურნენ სხვა მოქალაქეებიც. მინისტრმა და მისმა გუნდმა ძალიან კარგად იციან თავისი საქმის შესახებ, მათ აქვთ ახალი იდეები და გეგმები ამ სამინისტროსთან დაკავშირებით და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სამინისტრო გაამართლებს როგორც მათი ინიციატორების, ასევე ჩვენი და ესაქართველოს მოსახლეობის იმედებსაც. თუ გსურთ უფრო დაწვრილებით გაიგოთ ამ სამინისტროს საქმიანობის შესახებ, გადახედეთ MORAL1994-ისა და მისი მოადგილეების სტატიებს.

ახლა კი გადავდივართ იუსტიციის სამინისტროზე.
ალბათ ყველას გაინტერესებთ, თუ რა უნდა გააკეთოს იუსტიციის სამინისტრომ.
როგორც იცით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა "კონგრესი", რომელიც ქმნის ახალ კანონებს და აუქმებს ძველს. აღმასრულებელ ორგანოში, მინისტრთა კაბინეტში კი კანონებზე იმუშავებს იუსტიციის სამინისტრო.
მაშინ, როცა კონგრესი შეიმუშავებს რაიმე კანონს, ეს კანონი გადაეგზავნება იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფრო დახვეწს მას და ამის შემდგომ კონგრესი შემოიტანს ამ კანონს. იუსტიციის სამინისტროს შეუძლია მოითხოვოს კანონის გაუქმება, შემოტანა ან ჩანაცვლება, რომელსაც სთხოვს კონგრესს და კონგრესი უმრავლესობით გადაწყვეტს დააკმაყოფილოს იუსტიციის სამინისტროს სურვილი თუ უარყოს ის.
იუსტიციის სამინისტროს შეეხება ასევე შემდეგი:
1. პრეზიდენტის წერილი ახალბედებს, რომელსაც აქამდე ამზადებდა განათლების სამინისტრო, გადადის იუსტიიის სამინისტროს ვალდებულებაში.
2. იუსტიციის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტთან ერთად შეიმუშავებს იმ სიას, რომლის მიხედვითაც დაიედბა ჩვენსა და სხვა "მოკავშირე ქვეყნებს შორის ორმხრივი დაცვის პაქტი (MPP)"
3. იუსტიციის სამინისტრო კონგრესთან და პრეზიდენტთან ერთად იმსჯელებს რომელიმე ქვეყანის ბუნებრივ მტრად გამოცხადების საკითხზეც.
ამიერიდან, კანონების შემოტანა თუ გაუქმება დამოკიდებული იქნება როგორც კონგრესზე, ასევე იუსტიციის სამინისტროზეც.
მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეს იდეა გაამართლებს და დაიმსახურებს მოწონებას საზოგადოებაში.

ახლა გადავიდეთ სამხედრო დანაყოფებზე.

Georgian Armed Forces (ძირითადი) - ძირითადი სამხედრო დანაყოფის მეთაური, როგორც ყოველთვის, იქნება თავდაცვის მინისტრი Mr. Nickname, ხოლო მეორე მეთაურები კი მისი მოადგილეები, Geo.AssasiN და CharlieArg.

Cadets Military Academy (აკადემია) - კადეტთა აკადემიის მეთაური იქნება განათლების მინისტრი Strategi1, ხოლო მეორე მეთაურები კი გადანაწილდება თავდაცვისა და განათლების მინისტრების მოადგილეებს შორის.
მეორე მეთაური - თავდაცვის მინისტრის მოადგილე Georgian Ghost
მეორე მეთაური - განათლების მინისტრის მოადგილე

ყურადღება !!! თავდაცვისა და განათლების მინისტრებს, მათ მოადგილეებს ვთხოვ, რომ დაიცვათ ძირითდი სამხედრო დანაყოფისა და კადეტთა აკადემიის წესდება, რომელიც შექმნა ექს-პრეზიდენტმა Luka Koberidze-მ (დიდი მადლობა მას !). თითოეული დარღვევის შემთხვევაში გაატარეთ შესაბამისი ზომები მის აღსაკვეთად.
ყურადღება !!! საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვ, დაიცვას ზემოთ აღნიშნული წესდება, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება საჭირო ზომები თქვენს წინააღმდეგ.


ჯერჯერობით სულ ეს იყო, დიდი მადლობა ყურადღებისთვის !