[MOD] სავარჯიშო ომი თურქეთთან ! / TW with Turkey !

Day 2,710, 00:37 Published in Georgia North Macedonia by Le Saliery





მოგესალმებით !


ვიწყებთ სავარჯიშო ომს თურქეთთან.
როგორც იცით, აფხაზეთი თურქებზე გვაქვს გაქირავებული, მაგრამ ამ პერიოდში აფხაზეთი ჩვენს შემადგენლობაში იყო. ახლა კი დროა, რომ აფხაზეთი გადავცეთ თურქებს და გავაგრძელოთ საქართველო–თურქეთის შეთანხმება.

ამ სტატიის გამოქვეყნებისთანავე შევაგდებთ NE კანონს და დაველოდებით ამ კანონის დამტკიცებას.
როგორც კი NE დამტკიცდება, მალევე დაიწყება სავარჯიშო ომი. ომის გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში. ამ პერიოდში თურქებს გადავცემთ ჩვენს ტერიტორიას და შემდეგ აჯანყებით გავათავისუფლებთ. საბოლოო ჟამში კი თურქებს შერჩებათ აფხაზეთი, ჩვენ კი ქულების მოსამატებლად და მედლებისთვის ვიბრძოლებთ.


ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !!!

თავი არავინ არ შეაკლათ ამ ომს. გახსოვდეთ, ეს არის მხოლოდ სავარჯიშო ომი, ამიტომ იბრძოლეთ ზომიერად !


ახლების საყურადღებოდ !!!

ეს სავარჯიშო ომი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთვის. რატომ ?


● ისწავლით ომის წესებს;
● გეცოდინებათ, თუ როგორ მოიქცეთ მნიშვნელოვანი ბრძოლების დროს;
● შეგიძლიათ იჩალიჩოთ მედლებზე: Freedom Fighter, True Patriot – და შეავსოთ თქვენი ხაზინა 🙂


Tomorrow, when we get a NE, will start training war with Turkey.


თუ რამე კითხვა გაქვთ, მოგვწერეთ:

მინისტრი – Le Saliery
მინისტრის მოადგილე – VuXman
მინისტრის მოადგილე – Strategi1
მინისტრის მოადგილე – Geo.AssasiN