პასუხი FAQ დოზანას

Day 2,664, 02:50 Published in Georgia South Africa by Excellence.
პირველწყარო

პირველ რიგში დიდი სიამოვნებით წავიკითხე მსუბუქი დასაწყისი და მინდა გითხრა რომ მთელ ტექსტში ყველაზე ლოგიკური ნაწილი ეგ იყო.
დანარჩენზე რომ გადავედი დემაგოგიის და თავის მართლების მეტი ვერაფერი ვნახე 🙂

მაშ ასე დავიწყოთ:
1) გაწუხებთ ეკონომიკური მდგომარეობა, სამხედრო სფერო, შეყვარებულმა მიგატოვათ ან გვერდი გეფხანებათ? მომწერეთ და გიპასუხებთ. მემგონი უპასუხოდ არ დამიტოვებია თქვენი წერილი ან თხოვნა არასოდეს, ყველას ვწერდი შეძლებისდაგვარად, არავისთვის დამზარებია პირად მესიჯზე ან კითხვაზე უკან მიმეწერა.

პირად მესიჯებში ვილაპარაკოთ პირად საქმეებზე ღრმადპატივცემულო, გავარჩიოთ ჰაუს ოფ ქარდსი ან ნარუტო.
რაც შეეხება ქვეყნის პრობლემებს ამაზე საჯაროდ ვისაუბროთ და ყველა შესაბამისად მთელი მთავრობისგან და კონგრესისგან მეტ ჩართულობას ვითხოვ.
ს ა ჯ ა რ ო დ
ჩემი ოთხი დღის წინანდელი სტატია კითხვები კონგრესს
რამდენმა მთავრობის წევრმა ან კონგრესმენმა გამცა პასუხი?
მე ერთ უბრალო ემოქალაქეს რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაში მიმდინარე არასასიამოვნო პროცესებზე.
რამდენმა მომაქცია ყურადღება?
ველოდები პასუხს.
თქვენ ალბათ ამ დროს ვიღაცა შეყვარებულ მიტოვებულ ეიუზერს ამშვიდებდით... არ გეცალათ

აქედან გამომდინარე თქვენ სტატიაში რო წერია:
დევიზი 'მთავრობა კითხვებზე არ პასუხობს' არის "მტკანარი სიცრუე", მომმართეთ და გიპასუხებთ, აქ ვარ, წვიმაში თუ თოვლში, ყველა კითხვას თუ წერილს, არავის მიმართვას არ დავტოვებ უპასუხოდ..
არის ტყუილი
დიახ ბატონო პრეზიდენტო.
ტყუილში გამხელთ...

2) 1) “ბიუჯეტი გაიფლანგა მპპ-ებში”
ეს ნეტა ვინ სად დაწერა მანახე და გავუშვანშვალებ მშვენიერ ტექსტ 🙂
მპპ არანაირად არ არის გაფლანგული თუნდაც სერბეთთან ან ამერიკასთან დადებთ 😃

3) “გადასახადები შემცირდა და ბიუჯეტმა იზარალა”
შენ სასაცილდ იგდებ 20%იან შემცირებას აუფო მაგრამ იმას ივიწყებ როგორ მოხდა ეს ყველაფერი.
მთელი ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა განუწყვეტლივ კანონის კანონზე შემოგდება და ერთხელაც გაწყდა.
ამ ერთ კვირის მანძილზე როგორ ვერ მოახერხა მთავრობამ აეხსნა დილეტანტი და არაფრის აზრზე მყოფი კონგრესისთვის რომ შეცდომაა და მეტი არაფერი 🙂
მე პირადად ვიჯექი ხოლმე კონგრესის ჩატში, მაშინაც კი როცა კონგრესმენი არ ვიყავი და ხალხს ვეხმარებოდი კონსულტაციით რა როგორ ჯობია. არასდროს ესეთი რამე არ მომხდარა.
ჩატიდან გასვლის მერე 1 კვირაში გამოვიდა ეგ კანონები და მიგიღწევიათ სანუკვარ ოცნებას.
გაიხარე მუშავ წამებულო?! აგროვებ დღეში 5 ლარით მეტს? 🙂
ღმერთმა შეგარგოს...
პატივცემულმა ფარნავაზმა იმდენი ფული დააგროვა რომ გააქანა და ეგრევე აფხაზეთის გათავისუფლებაზე დადო რვ და კი დაკარგა ეგ 1000 ლარი.
მეტყვით რომ არ იცოდაო და შეეშალაო.
კი ბატონო მეც მაგას ვამბობ ამ ხალხმა არ იცის და ისე აკეთებს საქმეს

4) არმიამ აწ უკვე 2 კვირის წინ მიიღო ქცევის კოდექსი, სადაც აიკრძალა უსაფუძვლო ჭორაობა, პოლიტიკური დისკუსიები და განხილვა სამხედრო ჩატში
უსაფუძვლოდ არ ვჭორაბდი.
პოლიტიკურ დისკუსიას არ ვაწარმოებდი
და არც პოლიტიკას განვიხილავდი სამხედრო ჩატში...

მიმიფურთხებია ნებისმიერი სულელური წესისთვის 🙂


პატივისცემით თქვენი აფერისტი თომას ქრაუნი
სალუტ