გზამკვლევი ახლებისთვის (CMA-ის კონკურსისთვის)

Day 2,992, 03:56 Published in Georgia Spain by Giorgi Gelovani.
მოგესალმებით მეგიბრებო!

მე, გიორგი გელოვანი, ამ ექაუნთით პირველ სტატიას ვწერ. მამილოცეთ 😃 😃

როგორც ყველამ ვიცით ბ-ნმა გამამ გამოაცხადა კონკურსი, რომელიც მხოლოდ ორი დღე გრძელდებოდა, მაგრამ ვინაიდან არავის გაიდი არ დაუწერია, ვფიქრობ, დაგვიანებული არ იქნება და ჩამეთვლება.

ამ სტატიაში არ ვაპირებ თამაშის წესების ან სისტემის მოტყუების ხერხებზე საუბარს. მინდა კონკრეტულად მივმართო ახალ მოთამაშეებს, რომლებიც აქტიურობით გამოირჩევიან. ბევრი ასაკით პატარა მოქალაქე თამაშობს, ამიტომ უხეშად ნუ მიიღებთ სტატიას. ჩემი აზრით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გზამკვლევი ამ თამაშში:
თქვენ, რომ გგონიათ ერბო ქონია. ერბო - ერბოა, ქონი-ქონია.

რისი თქმა მინდა ამით. გარდა იმისა, რომ უნდა განავითაროთ საკუთარი პერსონაჟი/ექოუნთი, თამაშში დიდი მნიშვნელობა ექცევა პოლიტიკურ ასპექტს/პოლიტიკურ ურთიერთობებს. დიდი პოლიტიკოსი არც ერთი არ ვართ, ამიტომ ასეთი სახის ურთიერთობებისას საჭიროა მოვუხმოთ გონებას, გამოვიჩინოთ დიდი მოთმინება და დაკვირვება. სიტუაციაში კარგად გაურკვევლად არ უნდა ვისროლოთ სიტყვები და არ ვადანაშაულოთ ხალხი ქვეყნის წახდენაში მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი კვირის თუ ორი თვის წინ დარეგისტრირდით თამაშში და ქვეყანაში რთული სიტუაცია დაგხვდათ.
სიტყვა გამოფრინდება და უკან ვეღარ დააბრუნებთ. იტყვით სისულელეს და სულელად ჩაითვლებით.

მოკლედ, გირჩევთ, რომ გაერთიანდეთ კადეტებში (იქ ყველანი დაგეხმარებით) და პირველი რამოდენიმე თვე დააკვირდეთ თამაშს. ერეპაბლიკი რეალური სამყაროსგან ცოტათი განსხვავდება და ადამიანებიც აქ ცოტა განსხვავებულად ურთიერთობენ. ბოლო-ბოლო შეიძლება ერთმანეთს რეალურადაც შევხვდეთ და შეგვრცხვეს ასე, რომ ვიქცეოდით ირეალურ სამყაროში.

წარმატებრბს გისურვებთ. გამოიჩინეთ დაკვირვებულობა, მოთმინება და სიმშვიდე.

გამა მეთვლება? 😃 😃