პრეზიდენტის დღიური. ნაწილის მე-3

Day 2,628, 06:16 Published in Georgia Georgia by J.Volandi

დიდი ამბები იყო გუშინ ღამით და დღეს.
სამწუხაროდ რკინის რესურსი თვალწინ აგვწაპნეს.

როდესაც ვირჩევდი რესურსებს ამაზე ბევრი ვიდავეთ კონგრესში და საბოლოოდ ასე ჩამოვყალიბდით.

4 საჭმლის რეგიონი და ერთი იარაღის რეგიონი.

საჭმელი ამდენი იმიტომ, რომ ახალბედები გვყავს ბევრი, შესაბამისად 3 საჭმლის რეგიონი (ერთს თურქეთზე ვაქირავებთ) უზრუნველყოფს + 60 % ბონუსს და მათი მუდმივი კვება საჭიროა.

ოდესმე კი, როცა შევზლებთ სხვა რესურსებს ბრძოლით მოვიპოვებთ.

საჭმლის რესურსი, ისევე როგორც ყველა რესურსი იყო 5 ცალი.

აქედან ერთ-ერთი, თევზი პირდაპირ დაურიგდა ყველა დედაქალაქს.

მომდევნო რესურსების კი მსგავსი რაოდენობის იყო:

- Deer, 29
- Grain, 53
- Cattle, 67
- Fruits, 80

Cattle რესურსი თურქეთს უნდოდა აფხაზეთში, ამიტომ უნდა აგვერჩია დანარჩენი ორი.

როგორც ხედავთ ირემი სულ 29-აა, შესაბამისად ეს იშვიათი რესურსია და ამის გამო ჩვენს ტერიტორიაზე ისევ ატყდებოდა ომები, ამიტომ ირემი თავიდანვე გამოვრიცხე და დარჩა Grain და Fruits.

როდესაც ქვეყანა გებს ომებს, ის ამ მოგებულ ომში იღებს ტოკენს, როგორც კი ტოკენს აიღებს ის იღებს რესურსს იმ რეგიონში, რომელიც პრიორიტეტის მიხედვით პირველ ადგილზე აქვს დაყენებული და ასევე იღებს იმ რესურსს, რომელიც პრიორიტეტულად პირველ ადგილზე აქვს.

პრიორიტეტები ასე დავაყენე :

1. ქვემო ქართლი - უპირატესი რესურსი Grain (ეს რესურსიც საკმაოდ იშვიათია, მაგრამ საჭმელია და საჭიროა, ამასთან ჩვენსა და თურქეთს შორის მოვაქციე)

2. აფხაზეთი - Cattle.

3. კახეთი - რკინა. (რკინა ავირჩიე იმიტომ რომ ყველაზე მეტი იყო იარაღის რესურსებს შორის)

4. ქუთაისი - Fruits. ეს ყველაზე მეტია საჭმელში და მისი აღება არ უნდა გაგვიჭირდეს.


ანუ, ჩვენი პირველი ტოკენი რომელსაც მოგებით მოვიპოვებდით მიდიოდა ქვემო ქართლში, მერე აფხაზეთში და ა.შ.

ჩვენ რომ აფხაზეთი არ აგვეღო დროზე ადრე, იქ დავიწყებდით შეტევას ნორმალურ დროს და ამ გეგმას არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ შეტევა დავიწყეთ დაახლოებით 2 დღის დაგვიანებით, რამაც საბოლოოდ რკინის რესურსის დაკარგვა განაპირობა.

ჩვენ ავიღეთ პირველი ორი ტოკენი, სხვათაშორის თურქეთმა ნაადრევად მოგვცა ერთი, მერე დაგვიბრუნეთო. და გუშინ ღამე და დღეს დილით იყო რკინის ტოკენისთვის ბრძოლა.

ჩემდა სამწუხაროდ ვერ გავთვალე, და არც შემეძლო გათვლა, რომ უმრავლესობა ქვეყნები იარაღის რესურსს მიასკდებოდნენ თავიდან, თორემ შემეძლო რკინა პრიორიტეტულად წინ ჩამესვა.

როდესაც 85-3-ს ვიგებდით, ამ სტატიიდან ცხადი გახდა რომ რკინის რესურსი დარჩენილი არ იყო.

http://www.erepublik.com/en/article/resource-wars1-2491879/1/20

ეს სტატია პერიოდულად ნახლდება ხოლმე.
და არ იყო დარჩენილი არც ერთი იარაღის რესურსი.

მაშინვე შევცვალე პრიორიტეტები, ხილი - ისევ ბოლოს მოვაქციე და გადავიტანე კახეთში, ქუთაისში კი პრიორიტეტულად დავაყენე ირემი და შემდეგ სახლების რესურსები.

სტატიაში არ იყო განახლებული, თურმე ირმებიც დამთავრებული ყოფილა და ქუთაისში ავტომატურად გვერგო ჰაუსების რესურსი, ესაა ხე.

ვინც არ იცის იმათთვის ვიტყვი, რომ თევზი უსარგებლოა ჩვენთვის, რახან ერთი გვაქვს, მეორეს დამატებით ბონუსს ვერ მივიღებდით. ანუ 1 თევზის რესურსი = 20 % ბონუსს, და 10 თევზის რესურსი უდრის 20 % ბონუსს.

ასეთი სიტუაციაა რესურსებზე, დღეს ბოლო ტოკენს მივიღებთ და წესით ხილის აღება არ უნდა გაგვიჭირდეს.



კიდე რა მოხდა, თურქეთმა 10 ათასს გადავიხდი 25 ათასის ნაცვლადო.
და აი აქ აღმოჩნდა რომ არაჩვეულებრივი ბიზნეს. და დიპლომატიის ნიჭი მაქვს.

ეს თანხა ჯერ 15-მდე გაიზარდა, მერე 20-მდე, საბოლოოდ კი ისევ 25-ზე შევთანხმდით და ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოეწერა.


ახლა რაც შეეხება გადასახადებს:

იმის გამო რომ საჭმელზე ბონუსი მოგვემატა და გვინდა წავახალისოთ ადგილობრივი წარმოება იზრდება იმპორტის გადასახადი, რომ დავბლოკოთ უცხოელების მიერ საჭმლის შემოტანა, და შემცირდა დამატებითი რირებულების გადასახადი. შესაბამისად გარდა იმისა რომ საჭმელზე მოგემატათ ბონუსი, ნაკლებ გადასახადს გადაიხდით. ნუ, თუ ეს კანონი გავა. მგონი გადიოდა.

რაც შეეხება იარაღს, იარაღის ბონუსი არ გვაქვს, შესაბამისად ვაპირებთ დავწიოთ იმპორტის გადასახადი და შეიძლება ოდნავ აიწიოს დღგ-მ. რომ უცხოელებმა შემოიტანონ იარაღი იაფად და ჩვენს ბაზარზე კონკურენცია იყოს.

ჰოუსების 20 % ბონუსი მოგვემატა. რახან ბევრს მიაჩნია, რომ ეს მომგებიანი ბიზნესია, აქაც შევზღუდავთ ცოტათი უცხოელებს და იმპორტის გადასახავს ავწევთ.


ეს არის ის რაც ხდებოდა ამ დღეებში.

მე სიცხე მაქვს, კიდე სურდო, კიდე ყელი მტკივა და რაც ვილაპარაკე ესეც მეყოფა.

დროებით. :დ