ისტორიის დრო (სერია 2)

Day 2,646, 07:33 Published in Georgia Georgia by Giga Nems

გამარჯობათ, ეს არის გადაცემა ისტორიის დრო, მე კი მისი წამყვანი გიგა ნემსიწვერიძე გახლავართ.

დღეს ჩვენი მთავარი თემაა მეროვინგების ფრანკთა სამეფო.

რომის იმპერიის ნანგრევებზე შექმნილ ბარბაროსულ სახელმწიფოთაგან განსაკუთრებით ძლიერი იყო ფრანკთა სამეფო. ფრანკთა ტომები თავდაპირველად მდინარე რაინის ქვემო წელზე სახლობდნენ. V საუკუნეში ფრანკებმა გალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი დაიკავეს. ფრანკთა ბელადებს შორის გამოირჩეოდა მეროვიხი, რომელმაც მეროვინგების დინასტიას ჩაუყარა საფუძველი. მისმა ვაჟმა ხილდერიკმა წარმატებული ომები აწარმოა ალემანების, ვესტგოთებისა და საქსების წინააღმდეგ. მისმა მემკვიდრემ ხლოდვიგმა კი 486 წელს დაამარცხა გალიის რომაელი მმართველი, სიაგრიუსი, ხოლო 496 წელს გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა ალემანების წინააღმდეგ. ფრანკებმა მთელი გალია დაიკავეს.

ფრანკები წარმართები იყვნენ, გალიის ქრისტიანი მოსახლეობა მათ ველურებად თვლიდა. ნიჭიერმა ხლოდვიგმა გააცნობიერა ქრისტიანობის მნიშვნელობა და 496 წელს იგი 3000 მეომართან ერთად მოინათლა და პაპის უზენაესობა აღიარა. ხლოდვიგის დროს სამხედრო ბელადების ხელისუფლება, სამეფო ხელისუფლებად გარდაიქმნა. ხლოდვიგის დროს ფრანკთა სამეფო დაიყო საგრაფოებად.
ფრანკთა სამეფო ხლოდვიგის შვილებმაკიდევ უფრო გააფართოვეს, თუმცა ამასთან ერთად სამეფო მის შვილებსა და შვილიშვილებს შორის დაიყო. მეფეთა ხელისუფლება შესუსტდა და რეალური მმართველობა მაირდომების(სახლთუხუცესების) ხელში გადავიდა. მათ მეფეები ქვეყნის გამგეობას ჩამოაცილეს, რის გამოც მეროვინგებს „ზარმაცი მეფეები“ უწოდეს.

სამეფოს ისტორიაში დიდი როლი ითამაშა მაიორდომმა, კარლოს მარტელმა . იგი ენერგიულად შეუდგა სამეფოს განმტკიცებას. კარლოსმა დაიმორჩილა ფრანკი დიდებულები, მიიმხრო ეკლესია და განამტკიცა ჯარი. 732 წელს კარლოსმა პუატიესთან ესპანეთიდან შემოჭრილი არაბთა ლაშქარი დაამარცხა და ევროპა არაბი დამპყრობლებისაგან იხსნა. სწორედ მტკიცე ხასიათის გამო შეარქვეს მას მარტელი(ლათ.ურო).



დააფინანსეთ სტატია Endorse-ით, რათა განავითაროთ ქართული პრესა. „მიეცით ნიჭსა გზა ფართო!“