გერმანია საქართველო 1918 წ
JetonGreenMan888
თხოვნა იყო აზერბაიჯანთან კონფლიქტზე დამეწერა რასაც აუცილებლად დავწერ 🙂
მინდა ცოტა საქართველოსა და გერმანიის ურთიერთიბებზე დავწერო 1918 წლის, იმედია დაგაინტერესებთ 🙂
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა
ამასთან, კავკასიაში იკვეთებოდა დიდ სახელმწიფოთა აშკარა თუ ფარული ინტერესები, რაც მკაფიოდ აისახებოდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკურ სვე-ბედზე.
საგარეო პოლიტიკის სფეროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმთავრეს ამოცანას მისი სუვერენიტეტის საერთაშორისო ცნობა და აღიარება წარმოადგენდა. ხელისუფლების ძალისხმევაც ამ კუთხით წარიმართა. დამფუძნებელი კრება, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მისი დიპლომატიური წარმომადგენლობები უცხოეთში მიზანმიმართულად საქმიანობდნენ დასახული ამოცანის ხორცშესასხმელად.
პირველი სახელმწიფო, რომელთანაც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საერთაშორისო ურთიერთობა დაამყარა, კაიზერული გერმანია იყო. გერმანიამ იხსნა საქართველო თურქეთის ოკუპაციის საფრთხისაგან და ქართველ ხალხს შესაძლებლობა მისცა, აღედგინა 117 წლის წინ გაუქმებული ეროვნული სახელმწიფოებრიობა. 1918 წლის 28 მაისს ფოთში ხელმოწერილ იქნა გერმანია-საქართველოს ხელშეკრულება, რომელიც, ომის მდგომარეობიდან გამომდინარე, ორ ქვეყანას შორის სამხედრო, ფინანსურ და სავაჭრო პრობლემებს აწესრიგებდა.
დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით საქართველოში შემოვიდა ორი ბავარიული ათასეული, ხოლო თბილისში ბინა დაიდო გერმანიის სამხედრო-დიპლომატიურმა მისიამ გენერალ ფონ კრესის მეთაურობით. მალე ბერლინს ეწვია საქართველოს ოფიციალური დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ა. ჩხენკელის ხელმძღვანელობით. მომზადდა საქართველო-გერმანიის “სამეგობრო, ეკონომიკური და სამართლებრივი ხელშეკრულება.” მიღწეული შეთანხმებით, გერმანია ცნობდა და აღიარებდა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ამ კურსს წინააღმდეგობა არც გერმანიის რაიხსტაგში შეხვედრია. საფუძველი ეყრებოდა პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ორივე ქვეყნისათვის მისაღებ და ხელსაყრელ პრინციპებს ეფუძნებოდა.
მართალია, ვილჰელმ მეორეს საქართველოსთან მიმართებაში საფუძვლიანი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებდა, მაგრამ ეს ინტერესები არ ლახავდა საქართველოს სუვერენიტეტს, არ ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ეროვნულ მისწარაფებებს.
გერმანელები არ ჩარეულან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო საქმეებში, მათ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტობა იკისრეს და დანაპირები პატიოსნად შეასრულეს. როცა 1918 წლის ივნისში საქართველოს სამხრეთში თურქები შემოიჭრნენ, გერმანელმა ჯარისკაცებმა, ქართველთა მხარდამხარ, სიცოცხლეც შესწირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა-შენარჩუნებას. გერმანელებს უარი არ უთქვამთ საქართველოს ბუნებრივი და მატერიალური რესურსების გამოყენებაზე, მაგრამ ნაცვალგებითა და სათანადო ანაზღაურებით.
გერმანიის დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოში გრაფი შულენბურგი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით იგი ამ პოსტზე დოქტორმა რაუშერმა შეცვალა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩად გერმანიაში ვ. ახმეტელაშვილი წარგზავნეს.
1918 წლის ივლისში თბილისში დაარსდა გერმანულ-ქართული კულტურული საზოგადოება, ჩამოყალიბდა გერმანულ-ქართული სავაჭრო პალატა, გერმანიის მთავრობამ ქართველი მოსწავლეებისათვის დააწესა რამდენიმე სტიპენდია. განიხილებოდა საქართველოსათვის 50 მილიონი მარკის სესხად გამოყოფის საკითხი, ჭიათურის მარგანეცის კონცესიისა და ფოთის პორტის ექსპლუატაციის პროექტები გერმანული ფირმებისა და კომპანიების მონაწილეობითა და სხვ. მაგრამ ამ საქმიან ურთიერთობას გაგრძელება არ ეწერა.
პირველ მსოფლიო ომში განცდილმა მარცხმა და 1918 წლის ნოემბერში ქვეყანაში განხორციელებულმა რევოლუციამ გერმანია იძულებული გახდა თავისი სამხედრო კონტიგენტი საქართველოდან გაეყვანა. მათ ნაცვლად სამხრეთ კავკასიაში შემოსული ბრიტანეთის არმიის სარდლობა შეეცადა ხელი შეეშალა გერმანელთა სამშობლოში დაბრუნებისათვის. ქართველობამ ყველაფერი გააკეთა, რათა თავის მოამაგე გერმანიის მხედრობას უვნებლად დაეტოვებინა რესპუბლიკის ფარგლები. საქართველოს მთავრობამ ღირსეულად გააცილა თბილისიდან მიმავალი გერმანული ეშელონები. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი თამარ მეფის ორდენით იქნა დაჯილდოებული.
მართალია, გერმანიასა და საქართველოს შორის ინტენსიური სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა ვეღარ განვითარდა, მაგრამ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობა არ შეწყვეტილა. 1920 წლის სექტემბერში გერმანიამ საქართველოს სუვერენიტეტი დე იურედ აღიარა.
გერმანული ნაწილების თბილიში შემოსვლა, ჩვენ დასახმარებლად ოკუპაცია არ გეგონოთ 🙂
Comments
დე იურედ აღიარა, ოღონდ რუსეთთან დადო შეთანხმება სადაც რუსეთი (სსრკ) თანხმობას აძლევდა საქართველო დე იურედ ეცნო.,... ტაკშტო ირიბად რუსეთმაც გვაღიარა რა 😁
და 18 წელს თურქები შემოიჭრნენ? :/ როგორც ვიცი აჭარა ჩვენი ნებით დავთმეთ... ჩვენსა და თურქეთს შორის შუამავალი კი გერმანია იყო
როგორც შემოიჭრნენ თურქები ისე გავიდნენ, 1921 წელმა დააგვირგვინდა უკვეე ტერიტორიების საბოლოო დაკარგვით
ბრიტანელების შემოსვლამ გვიშველა... იმის გამო რო თურქები გერმანელებისკენ იყვნენ, ეგენიც დამარცხებულად გამოცხადდნენ და აჭარა დათმეს.. ისე ჰო ტაო კლარჯეთის ნახევარი პირდაპირი ოკუპაცია იყო... რაღა აფხაზეთი და სამაჩაბლო და რაღა ტაო კლარჯეთი
britanelebi yvelaze met mxardaCheras somxebs ucxadebdnen chvenda saubedurod
samwuxarod mag dros ar icodnen saxelmwifos martva tore ufro metistvis unda migvexwia 🙂
1920 წლის 7 ივნისს თუ სწორად მახსოვს რუსეთმა აღიარა საქართველო დე იურედ. უბრალოდ ლენინმა სუ ერტ ადგილზე დაიკიდა.
რო აღიარა მაგის სანაცვლოდ ჩვენ კომუნისტების მუშაობა გავხადეთ სრულიად თავისუფალი 😃 მანამდეც მუშაობდნენ მარა ეხლა საერთოდ გადაიჯ***ეს ხოდა... დესტაბილიზაცია მოახდინეს
კი დაშნაკების სომხეთმა დაგვარყდა და კარგადაც ვუპასუხეთ, აქეტთ შეტევაზე გადავედით მერე გავჩერდით და ბრიტანეთმა დიდი ტერიტორია გამოაცხადა თავისუფლად... მოკლედ მოგებულ ომში წავაგეთ რა... მაგათ შანტაჟი ასე თუ ისე შეიძლებოდა კიდეც რუსეთით მარა ესენი ემტერებოდნენ იმათ და საუბრი მაინც არ გამოდიოდა რუსეთთან :v მოკლედ სოციალისტება დაგვღუპეს რა.... დაჟე ომშიც კი წესით უნდა მოგვეგო რუსეთთან და ჟორდანიამ იმდენი იჩალჩა ბოლობოლო წავაგეთ