შეთავაზება ქართველ ეპატრიოტებს

Day 2,883, 05:23 Published in Georgia Georgia by Lt. Georgia
მოგესალმებით ყველას 🙂

მოგეხსენებათ ყველას ესაქართველო პატარაა და დიდი ხანი არაა გასული რაც აქ გამოჩნდა. სხვა ქვეყნები ჩვენთან შედარებით დიდი ხანია რაც არსებობენ და აქედან გამომდინარე გაქაჩულები არიან ყველა მხრივ ჩვენთან შედარებით.

ზოგიერთი მოთამაშე ომების დროს თავს არ ზოგავს და საკუთარ თავს საფრთხეში აყენებს ესაქართველოს ერთგულების გამო, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვსაუბრობ ამაზე. ეს შედეგი შეიძლება იყოს: გაფრთხილება, დამინუსება, რამდენიმე დღიანი დაბლოკვა ან სამუდამო დაბლოკვა.

ვიცნობ ხალხს ვინც ნამდვილი თანხის საშვალებით ყიდულობს რაღახ X თანხას რომ ესაქართველოს წაეხმაროს და დადოს კო ან დაიქირავოს მოთამაშე რომელიც დაეხმარება ბრძოლის მოსაგებად, პირადად მეც მაქ ნაყიდი რამდენჯერმე პაკეტი ომის მსვლელობისას რომ წავხმარებოდი ხალხს ვინც თავს არ ზოგავს თავისი ქვეყნისთვის.

მოდი სიმართლეს გეტყვით მეც დავიღალე და ასე მგონია სხვაც დაიღალა საკუთარ თავზე რო გადადის ყველაფერი ომის დროს, სხვას შეიძლება ყ**ზე კიდია ესაქართველო მარა არის რაღაც ნაწილი ვისაც არ კიდია და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, მაგ: შლის სავარჯიშოებს, კომპანიებს და და აღებულ ოქროს ყიდის და ახმარს ქვეყანას. ამიტომაც არის პრობლემა რომ ესაქართველო არ არის გაქაჩული.

პატივს ვცემ ყველა იმ მოთამაშეს ვისაც პატარა წვრილი მაინც აქ შეტანილი ესაქართველოს წინ სვლაში. მაქვს რამდენიმე კარგი იდეა, წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ესაქართველო ძალიან მალე გაიქაჩება, როგორც ძალით ასევე სხვადასხვა პროდუქციის წარმოებით, რაც მნიშვნელოვანია ფეხზე დადგომისთვის. თუ მოკავშირე გვჭირდებოდა ბრძოლის მოგებისთვის უკვე საკუთარი ძალებით შევძლებთ ბრძოლის წარმართვას.

ვისაც გინდათ ესაქართველო იხილოთ გაქაჩული, ფეხზე დამდგარი, ძლიერი და იამაყოთ ამ ყველაფრით, მომწერეთ მსურველებმა და გაგაცნობთ ჩემ იდეას რის შედეგადაც აღარ მოუწევს(მოგვიწევს) თგს, კომპანიების დაშლა და მხოლოდ ესაქართველო დაიწყებს წინ სვლას და გაძლიერებას მაქსიმალურად !!! 🙂

ძალა ერთობაშია, დიდება ესაქართველოს !!!