მგონი დაგვცინიან!

Day 2,843, 03:12 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR

მოგესალმებით eGeorgian News-ის მკითხველებო და ესაქართველოს მოქალაქეებო. ამ სტატიაში მე მინდა გამოვეხმაურო ირანის საგარეო სამეთა მინისტრის - Albus-ის პროვოკაციულ განცხადებას, რომელსაც ქართველების მხრიდან უკვე მოჰყვა გამოხმაურება კომენტარების სახით. ირანის მოფა შეეცადა არგუმენტირებულად აეხსნა თუ რატომ მოახდინა ირანმა სომხეთისა და საქართველოს ოკუპაცია. თუმცა იმ არგუმენტმა, რომლითაც ირანის მოფა აპელირებდა სახეზე ღიმილი მომგვარა.
ახლა კი თქვენც გაგაცნობთ იმ "არგუმენტს" რომელზედაც წინათ მოგახსენეთ: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველომ თვითონ დაიწყო პროვოკაციული ქმედებები ირანის წინააღმდეგ, რითაც ომის პროვოცირება მოახდინა. კერძოდ, საქართველომ არ გაითვალისწინა "ირანის უფლებები სომხეთზე" და დაიპყრო სომხეთის ტერიტორიები, რაც შემდეგ სომხეთის ეგვიპტისგან გათავისუფლებად მონათლაო. ირანის მოფა აცხადებს რომ საქართველომ არალეგალურად და უსამართლოდ წაართვა ეგვიპტეს სომხური მიწები, რადგან ეგვიპტეს კანონიერად ჰქონდა ნაქირავები ეს მიწები ირანისგან. მოფა აქვე აკეთებს საინტერესო განცხადებას, რომელშიც ნათქვამია: სომხეთი არ არის დაუსახლებელი მიწის ნაკვეთი, რომელსაც სურვილისამებრ გაიყოფენ. სომხები ჩვეულებრივი ერია მოსახლეობითა და მთავრობით და ჩვენ პატივი უნა ვცეთ მათო.
სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული, ირანის მოფამ სრულიად პარადოქსული განცხადება გააკეთა. იგი ამბობს რომ არავის აქვს უფლება უგულვებელყოს სომხების აზრი და დაუსახლებელი მიწასავით დაიკავოს მათი ტერიტორია, ანუ იგი მიუთითებს, რომ საქართველოს არ ჰქონდა უფლება სომხეთში საკუთარი სურვილისამებრ ემოქმედა. მაგრამ ირანელ ალბუსს ერთი რამ გამორჩა: იგი ამბობს რომ საქართველოს არ ჰქონდა უფლება დაეპყრო სომხეთი, მაშინ როცა ირანმა საკუთარ თავს უფლება მისცა სომხეთის ტერიტორიები ეგვიპტისთვის მიექირავებინა. მაშინ მე მას ერთ კითხვას დავუსვამ: რატომ არ ჰქონდა საქართველოს სომხეთის დაპყრობის უფლება, თუ ირანს სომხური ტერიტორიების გაქირავების უფლებაც კი აქვს? ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს განცხადება, როგორც წინათ ავღნიშნე სრულიად პარადოქსულია, იგი აცხადებს რომ საქართველო სწორედ სომხეთში წარმართული არალეგალური კამპანიის გამო დასაჯა ირანმა, თუმცა არაფერს ამბობს იმაზე თუ რატომ იყო ლეგალური ირანის მიერ სომხური მიწების გაქირავება. სინამდვილეში ამ სტატიამ ირანის ბინძური პოლიტიკა გამოააშკარავა, რომლის შეფუთვასაც ირანი ათასგვარად ცდილობს.
ირანის მოფა ქედმაღლური ტონით საუბრობს და ამ სტატიაში ირიბად თუ პირდაპირ აცხადებს, რომ ირანს სრული უფლება აქვს თავისულად იმოქმედოს, მაშინ როცა სხვა ქვეყნებს ეს უფლება შეზღუდული აქვთ. სინამდვილეში ირანმა ისარგებლა თურქეთის მძიმე მდგომარეობით და საკუთარი ზრახვების შესრულება დაიწყო.
მინდა გითხრათ, რომ ირანს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ სახელმწიფოს სრული უფლება აქვს დაპყრობები აწარმოოს და საკუთარი ქვეყანა იმპერიად აქციოს. ისიც ვიცით, რომ ირანი არ არის პირველი და უკანასკნელი ოკუპანტი, რომელსაც ვებრძოდით, ვებრძვით და მომავალშიც მოგვიწევს ბრძოლა. თუმცა ირანი არის ის სახელმწიფო, რომლის პოლიტიკაც აგებულია პროვოკაციულ ქმედებებზე, სწორედ ამიტომაც არ ჰყავს ირანს რეალური მოკავშირეები.
ამ სიტუაციაში მე ერთადერთ გამოსავალს ვხედავ - მოთმინება. დიახ მოთმინება, რადგან ირანის წინააღმდეგ უაზრო აჯანყებებს აზრი არ აქვს. ირანთან (სპარსეთთან) ბროძლის დიდი ისტორიული გამოცდილება აქვს რეალურ საქართველოსაც და ფაქტია, რომ უამრავი გმირის მიუხედავად საქართველო ირანისგან ოსმალეთმა გადაარჩინა, ოსმალეთისგან კი ირანმა. ამ სახელმწიფოების ურთიერთდაპირისპირებამ განაპირობა ის რომ ჩვენ დღემდე მოვაღწიეთ. ახლა წარმოიდგინეთ ირანი და ოსმალეთი მოკავშირეები რომ ყოფილიყვნენ რა მდგომარეობაში იქნებოდა საქართველო. ამ ვითარებაში ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ დავეხმაროთ თურქეთს სერბეთისგან განთავისუფლებაში და შემდეგ ირან-თურქეთის დაპირისპირება ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. გარდა ამისა მე ვეთანხმები იმ განცხადებას (რომლის ავტორიც სამწუხაროდ არ მახსვოს), რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო წავკიდოთ ირანს. საქართველომ, თურქეთმა და სომხეთმა ერთობლივი მოქმედებით უნდა დავამარცხოთ საერთო მტერი და ამ საქმეში სხვა მოკავშირეებიც ჩავრთოთ.

მადლობთ ყურადღებისთვის

ესაქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და ყოფილი კონგრესმენი - GeorgiaN...EmperoR