ვიკიპედია/შეთავაზებები

Day 2,782, 14:38 Published in Georgia Georgia by J.Volandi

გამარჯობათ!..

უპირველეს ყოვლისა, მინდა შემოგთავაზოთ საქართველოს გვერდის განახლებული ვერსია ერეფაბლიქის ვიკიპედიაზე.
ასევე , სულ მალე მე ვთარგმნი შემდეგი დასახელების სტატიებს ერეფაბლიქის ვიკიპედიაზე,რათა მომავალში მოსულ მოთამაშეებს ,არა მარტო სასწავლო გვერდიდან შეეძლოთ ინფორმაციის მიღება, არამედ, სხვა საკვანძო კითხვებზეც შეძლონ პასუხის მიღება(რომლებიც სასწავლო სახის არ არის და ვერ დაიტანება სასწავლო გვერდზე) .

სათარგმნი სტატიების სია:
Applying for citizenship
Bank
Black market trading
Capital (political)
Change language
Citizen
Congress
Congress member
Country
Country administration
Country donations
Declare war
Division of congress members
Donate
Elections
Employee details
Historical map
Impeachment
Import Tax
Income Tax
Issue money
Main Page
Manage congress candidates
Military
Monetary market
One:Monetary market
One:Monetary market speculation
Multi-accounts
New citizen message
Party
Party elections
Party member
Party president
Politics
Presidential candidate
Presidential candidates list
Presidential elections
Region productivities
VAT
Voting system
Wars
Work tax
World map



აქვე ლინკი : - - - საქართველოს გვერდი ერეფაბლიქის ვიკიპედიაზე.
ასევე ლინკი : - - - როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ნათარგმნი სტატია

შემდეგი საკითხი შეეხება მომავალი სამთავრობო გუნდისთვის რჩევებს , რაც მე მსურს რომ ვიხილო შემდეგ თვეში. გასაგებია,რომ მთავრობას შეიძლება ფუნდამენტალური და მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებდეს,მაგრამ რასაც მე ვწერ,ჩემი აზრით,არანაკლებ მნიშვნელოვანია.

1.სახელმწიფო მუ-ზე არ არის ტვინის ჭამა საჭირო.არსად ,არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ეგ,მიუხედავად იმისა,რომ თავდაცვის სამინისტროს დანაყოფი ყველგან არსებობს. თითქმის ყველა პარტიას თავისი დანაყოფი აქვს. იყოს ნებაყოფლობითი,რაც ისედაც არის,და ვისაც მოუნდება გაწევრიანდეს, თავდაცვის მინისტრის და მისი მოადგილეების მოვალეობა კი არის და უნდა იყოს : სწორად მიაწოდოს ინფორმაცია მუ-ს ქომანდერს და მეორე ქომანდერებს ,რათა ჩვენი ზიანი არ გაიფანტოს უაზროდ და DO-ები ნორმალურად დაიდოს.

2.პრეს-ცენტრის ექაუნთი უნდა შევქმნათ,სამწუხაროდ ჩვენ ორგანიზაციებით განებივრებულები არ ვართ და სხვა გზა არ გვაქვს,საიდანაც ყველა დაწერს ,რაც მნიშვნელოვანი იქნება და ტოპ-ისთვის ბრძოლა არ იქნება ტვინის ჭამა.კვერცხობაა 50 კაცი რომ სხვადასხვა რაღაცას წერს ,სხვადასხვა სახელით. მნიშვნელოვანი რაც იქნება ,დაიწერება და უმნიშვნელო რაღაცები,მაგალითად ის,რაც შეიძლება 1 სტატიაში მოექცეს და 10 სტატიად იწერება ,დაკორექტირდება . პრეს-ცენტრის პაროლი გადაიცვალოს ყოველი თვის დამთავრებისას . მე თავად შევასწორებ ყველა სტატიას გრამატიკული თვალსაზრისით.

3.კიდე კარგი იქნება თუ გავზომავთ ჩვენს ძალებს ,ჩვენი შესაძლო გავლენის დათვლას თითო დივიზიაში არაფერი უდგას წინ . რადგან ,როდესაც სომხეთი ავიღეთ გაჩნდა იდეები,რომ სხვა ქვეყნებზეც შეგვეძლო გალაშქრება,რაც ჩემი აზრით არაა შეუძლებელი ,თუმცა რეგიონების შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი იქნება . ამიტომ საჭირო იქნება ჩვენი ძალის დათვლა და შემდეგ ზომების მიღება.

4.მოადგილეების და მთავრობაში დასაქმებული ადამიანების თემა.
ეს თემა ყველაზე მეტად მაწუხებს ,ვისაც არ ეზარება რაღაც თანამდებობაზეა და რაღაცას ფაფხურობს,მოკლედ Shield-მა დაიწუწუნა ამაზე და მე განვავრცობ შეძლებისდაგვარად,რადგან ჭკუაში დამიჯდა და საინტერესოდ მომეჩვენა.
ჩემი აზრით , მოადგილეებისა და მინისტრების რაოდენობა ასე უნდა გადანაწილდეს:

თავდაცვის სამინისტრო: 1 მოადგილე+მინისტრი-მათი მოვალეობა იქნება ბრძოლის დროს თავდაცვის სამინისტროს მუ-ში სწორი კოორდინირება,DO ების მუდმივი და სწორად განახლება,საგარეო საქმეთა მინისტრთან უნდა იქონიონ მუდმივი კავშირი,ასევე სხვა ქვეყნების MOD ებთან .ასევე ყოველკვირეულად ,თუ რამე სასწრაფო არ ხდება, სხვა MU ების ქომანდერების ინფორმატიულად მომარაგება და მათთვის შესაბამისი დავალებების მიცემა, გაითვალისწინებენ თუ არა სხვა ქომანდერები ამას ,სხვა საკითხია,თუმცა კარგი იქნებოდა ასე მომხდარიყო ^.^ ...

საგარეო საქმეთა სამინისტრო: 2 მოადგილე + მინისტრი, მოადგილემ უნდა ისწავლოს და შეძლოს ერთ დღეს ძველი მინისტრის ჩანაცვლება, გაიჩინოს კონტაქტები მსოფლიოში და შეეცადოს გაიგოს რა ვითარებაა და რანაირი ურთიერთობები აქვთ ქვეყნებს,გამოიმუშავოს დაზვერვითი უნარები.
მეორე მოადგილე დაკავდება სხვა ქვეყნებზე ინფორმაციის შეგროვებით ,ე.წ. დაზვერვა. ქვეყნისთვის საკვანძო საკითხებსა და ქვეყნებზე იმუშავებს.

ეკონომიკის სამინისტრო:
მინისტრი.

განათლების სამინისტრო: მინისტრი.

კულტურის სამინისტრო: მინისტრი.

იუსტიციის სამინისტროს აუცილებლობას მე ვერ ვხედავ,ვერც აუდიტის სამსახურის ,თუ რაღაც მსგავსის.

კომუნიკაციის მინისტრის სამუშაოს მე თავად შევითავსებ თუ ასე ძალიან გსურთ ეს სამინისტრო :3 .ასევე განათლების მინისტრს შეუძლია დაავალოს გარკვეული ჯილდოს სანაცვლოდ MOC ის საქმიანობა უბრალო მოქალაქეებს ,მათი წახალისებისა და გამოცდილების დაგროვების მიზნით,ჟურნალისტიკის განვითარებისთვის.


ვიკიპედიის გვერდზე მინდა ვთქვა,რომ განახლდება მუდმივად და განახლების თარიღები შეგიძლიათ ნახოთ იქვე. ასევე ამ თვიდან დავიწყე ყველა მთავრობის სიების შენახვა,შემდეგი თვიდან ასევე დავიწყებ ყველა პარტიის აღწერას და მათი რეიტინგების დაფიქსირებას,რაც ყოველთვე განახლდება და ძველი აქტივობის ნახვასაც შეძლებთ.