ფულის ნაკადის კვადრანტი

Day 2,586, 23:42 Published in Georgia Georgia by Georgian Pretender
ფულის ნაკადის კვადრანტი გვეუბნება,რომ ბიზნეს–სფეროში ადამიანთა 4 განსხვავებული ტიპი მოღვაწეობს:
E დაქირავებულია, S თვითდასაქმებული ან მცირე ბიზნესის მფლობელი, B დიდ ბიზნესს ფლობს, I კი ინვესტორია.
“მსურს მუდმივი, უსაფრთხო და შემოსავლიან სამსახური მქონდეს” – ხშირად გაიგონებთ დაქირავებულებისაგან. ალბათ შეამჩნიეთ,რომ ისინი აქცენტს სიტყვებზე მუდმივი და უსაფრთხო აკეთებენ. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ სამსახურის დაკარგვის შიში მათ E კვადრანტის გარეთ არ უშვებს. იმ შემთხვევაში, თუ ისინი კვადრანტის შეცვლას მოისურვებენ, მათ არამარტო შესაბამისი თვისებების გამომუშავება დასჭირდებათ, არამედ ემოციური წნეხის დაძლევის საჭიროების წინაშეც დადგებიან.
S კვადრანტში მყოფი ადამიანისაგან მოისმენთ: “შენ საქმეს სხვა ვერ გააკეთებს. თუ გსურს საქმე კეთდებოდეს თავად უნდა გააკეთო”. ასეთმა პიროვნებამ, პირველ რიგში, სხვა ადამიანების ნდობა უნდა ისწავლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კომპლექსი მათ S კვადრანტში გამოამწყვდევს და მათი ბიზნესი ისეთივე პატარად რჩება,როგორიც იყო. ძნელია გაზარდო ბიზნესი სხვა ადამიანების ნდობისა და მათი ძალის გამოყენების გარეშე.
B კვადრანტში ადამიანები მუდამ საჭირო ადამიანებისა და კარგი ბიზნეს სისტემების ძიებაში არიან. ამ კვადრანტის ბიზნესმენებს საერთაშორისო მასშტაბის ბიზნესის წარმოებაც თავისუფლად შეუძლიათ.
I კვადრანტის ბიზნესმენი ინვესტორია, რომელიც შესაძლებლობებს ეძებს S ან B კვადრანტის ბიზნესებში და თავის ფულს აბანდებს.
რა განასხვავებს ბიზნესმენსა და დაქირავებულს ერთმანეთისაგან? – ვკითხე ერთ დღეს ჩემს მდიდარ მამას. დაქირავებულებულები სამსახურს ეძებენ მაშინ როცა ბიზნესი უკვე ფუქციონირებს, ხოლო ბიზნესმენი საქმიანობას მანამ იწყებს, ვიდრე ბიზნესი აშენდება.
ხშირად ბიზნესმენები ვერც კი აანალიზებენ,რომ მათი დღევანდელი პრობლემების უმეტესობა გუშინდელ დღეს დაშვებული შეცდომების შედეგია. ბიზნესმენის ძირითადი მიზანია საფუძველი ჩაუყაროს ბიზნესს,რომელსაც ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა ექნება, შექმნას ღირებულება მომხმარებელთათვის, ფინანსურად უზრუნველყოს დაქირავებულები და იყოს ქველმოქმედი. ვიდრე ბიზნესი არსებობას დაიწყებს ბიზნესმენმა საკუთარ გონებაში უნდა ჩამოაყალიბოს და შექმნას იგი. ჩემი მდიდარი მამის თქმით, ეს ბიზნესმენის უპირველესი მოვალეობაა.
დროა აკონტროლოთ თქვენი ფიქრები და ემოციები. რომელ კვადრანტში ხართ? რომელში გსურთ,რომ იყოთ? ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა შეჩერდეთ, დაფიქრდეთ, გაანალიზოთ სიტუაცია და სიახლე შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში…