რატომ დაეცა პოლონეთი?
tchock
მინდა პატარა სტატიაში გამოვხატო ჩემი აზრი, თუ რატომ დაეცა პოლონეთი. ჭკვიანი ერი სხვის შეცდომებზე სწავლობს, იქნებ ჩვენც ვიყოთ ოდესღაც იმპერია, ამიტომ არ უნდა დავუშვათ სხვების მიერ დაშვებული შეცდომები.
ვფიქრობ, ამ იმპერიის დაცემის მთავარი მიზეზი გახდა სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიების ერთდროულად დაპყრობა. სავარაუდოდ მათ არ გააჩნდათ წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა და ქაოტურად იპყრობდნენ რეგიონებს. შედეგად კი მიიღეს უდიდესი იმპერია, რომლის შენარჩუნებაც გაცილებით რთული იქნებოდა, ვიდრე მისი შექმნა იყო.
იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს შედეგი არ მიიღოს, საჭიროა არა ქვეყნების გარკვეული რეგიონების, არამედ მთლიანი ქვეყნის დაპყრობა, სანამ შეუტევ სხვა ქვეყნის რეგიონს.
მაგალითად, იტალიის ტერიტორიების დაპყრობის მაგივრად, ჯობდა პოლონეთს ეს რესურსი და ძალა საფრანგეთის მთლიანად დაპყრობაზე დაეხარჯა. იგივე შეიძლება ითქვას გერმანიაზეც, რომელიც პოლონეთს ნაწილობრივ ჰქონდა დაპყრობილი. ასეთი მაგალითები კიდევ რამდენიმეა პოლონეთის შემთხვევაში. შედეგად პოლონეთს მოუწია ბრძოლა ერთდროულად საფრანგეთთან, გერმანიასთან, ჩეხეთთან და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ პოლონეთს საფრანგეთი მთლიანად ექნებოდა დაპყრობილი, გაცილებით ნაკლებ წინააღმდეგობას შეხვდებოდა განადგურებული ფრანგებისგან, რომლებსაც არც ის ქვეყნები დაეხმარებოდნენ, რომლებიც პოლონეთმა ერთი-ორი რეგიონისთვის გადაიმტერა. და ასე გერმანიისა და სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც.
შეგვიძლია განვიხილოთ ჩვენი მოძმის, თურქეთის მაგალითიც, რომელსაც, ჩემი აზრით, პოლონეთის ბედი მოელის, ეს ყველაფერი უბრალოდ დროის ამბავია. პაკისტანი და ინდოეთი - თურქეთს ორივე ამ ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს (შეიძლება ქირაობს, როგორც აფხაზეთს, არ ვიცი, მაგრამ მაგალითისთვის მაინც გამოდგება) იმის მაგივრად, რომ ინდოეთისთვის შეეტია, ჯობდა თურქეთს ჯერ პაკისტანი მთლიანად დაეპყრო და შემდეგ გადასულიყო ინდოეთზე.
ეს ჩემი მოსაზრებაა, შემომთავაზეთ თქვენიც.
გმადლობთ
Comments
ძალიან მიხარია, რომ აქტიურობ და საკუთარ აზრს აფიქსირებ. ნაწილობრივ ქვეყნების დაპყრობა იმიტომ ხდება რომ ქვეყნებს მთავრობა დაუტოვონ და კონგრესი ყავდეთ. მთლიანად დაპყრობის შემდეგ ქვეყნები უფრო აქტიურად ჯანყდებიან ვიდრე ნაწილობრივის დროს.
და კიდევ თურქეთი იყო ალინსში "სირიუსი" სადაც იყვნენ თურქეთი,ჩილე,ესპანეთი,უკრაინა პოლონეთმა ეს ალიანსი დატოვა იმისგამო რომ მერე ასტერიაში შეტენვოდა სერბებს და არგენტინელებს.. ამით ძველი ალიანსელები გაანაწყენა. სერბებმა და არგენტინელებმა კიდე მოგალატე არ მიიღეს და შეუტიეს მარტო დარჩენილ პოლონეთს.. სწორედ ამიტომ ეპოტინება უკვე პოლონეთი ნებისმიერ პატარა სახელმწიფოსთან კარგ ურთიერთობას. თითოეული ძალა მაგათთვის მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ფაქტიურად მარტო არიან დარჩენილები. იმის მიუხედავად რომ ამდენი მპპ აქვთ.
"მთლიანად დაპყრობის შემდეგ ქვეყნები უფრო აქტიურად ჯანყდებიან ვიდრე ნაწილობრივის დროს."
შეიძლება, მაგრამ მთლიანად დაპყრობის დროს ქვეყნები ხომ გაცილებით სუსტები არიან, ვიდრე ნაწილობრივ დაპყრობის დროს? შესაბამისად ეს აქტიური აჯანყება უფრო სუსტია, ვიდრე მეორე შემთხვევაში
უფრო სუსტები ნაკლებად.. 🙂 უბრალოდ ბიუჯეტი აღარ ივსება.. პატრიოტული ჟინი კიდე 100-ჯერ მეტია 🙂 შავი ბაზარზე კიდე ფულს იყიდი ბიუჯეტი არაა აუცილებელი. და პატრიოტობა არ იყიდება და ჟინი. ეგ თემაა რა.. თუ დავუფიქრდებით ორივე მსჯელობა მართალია რაღაც პონტში.
O7 . kargi statiaaa
ნაღდად არაა სწორი ლოგიკა...
პოლონეთი იმიტომ დაეცა რომ იყო სირიუსში(ალიანსში) და დაუკავშირდა ასტერიას ქვეყნებს და შემდეგ განაცხადა ასტერიაში შესვლის სურვილი... თურქებმა და ხორვატებმა მას ზურგი აქციეს... და აი შედეგიც.. ასტერიამ გადააგდო მშველელი რამდენიმე საწყალი ქვეყნის გარდა არავინ ჰყავთ... მშველელი რა... დამხმარე... მარა ვერც შველიან და ვერც ეხმარებიან!!!
მოკლედ უგუნურმა ქცევებმა ქნა ეს...
ეგ პატარა ე.წ. საწყალი ქვეყნები ვერაფერს გააკეთებდნენ პოლონეთის წინააღდეგ რომ არა ასტერია თავისი სერბეთითა და არგენტინით....
აი ამიტომ დაეცა....
პოლონეთის მართველმა გუნდმა არასწორი გზა აირჩია თავიანთი ქვეყნისთვის .
აჰამ... თურქეთი და ხორვატია არ შეირგეს და არ უნდოდათ ხო სირიუსი... ეხლა იყვნენ ასე 😃 😃 😃 😃
ევროპა ასტერიასია და არც ეგაა კაი... ჩვენი მეგობრებიც ევროპაში არიან... და ჩვენი მეგობრების ცუდ სიტუაციაში ყოფნა არც ჩვენთვისაა კაი...
ვნახოთ იქნებ ყოფილმა სირიუსელებმა იბრძოლონ ევროპისათვის...
ხორვატები ალბათ ცოტა დაწყნარდებიან... და თურქების ინტერესი აზია და აფრიკა უფროა... :/
ჩვენ ვიყოთ კარგათ და მაგათ დედაც .............. 🙂