საკონკურსო სტატია: მუსიკა - კონცერტები დღეს

Day 2,570, 13:46 Published in Georgia Poland by tchock

შაბათს, 29 ნოემბერს, თბილისში ბეთ ჰარტის კონცერტი გაიმართა, რომელსაც შეგნებულად არ დავესწარი.

ეხლა ვუყურებდი ამ კონცერტის ვიდეოებს და დავასკვენი რაღაც, რაც დღეს საშინელი რეალობაა. გამახსენდა ეს კონკურსი, და რადგანაც თავისუფალი თემაა, გადავწყვიტე ჩემი სტატია მუსიკას მივუძღვნა და ძალიან პატარა, უცბად წასაკითხი სტატია შემოგთავაზოთ.

ვიდეოების ყურებისას გამახსენდა შემთხვევა, როცა ჯეკ ვაითმა ერთხელ კონცერტისას გაბრაზებულმა მიმართა პუბლიკას:

"People can't clap any more, because they've got a fucking texting thing in their fucking hand, and probably a drink, too!"

"ხალხს ტაშის დაკვრა აღარ შეუძლია, რადგან ერთ ხელში "რაღაც სამესიჯო" უკავიათ, მეორეში კი, შეიძლება, სასმელიც!"

ამ პრობლემაზე არაერთ მუსიკოსს გამოუთქვამს პროტესტი და მართალიცაა, რადგან კონცერტი გადაიქცა ერთ დიდ გადასაღებ მოედნად. ყველაზე საშინელება კი ისაა, როცა უკან დგახარ და (ძირითადად საუკეთესო სიმღერებზე) წინ ათასობით ტელეფონიანი ხელი გიფარავს მთელ სიამოვნებას. სიტუაცია გაცილებით მძიმე ხდება, თუ ვიღაც იდიოტი აიპადით გადაწყვეტს კონცერტის გადაღებას.



ჩემი აზრით, ეს კატასტროფაა. ხალხი იმაზე უფრო ფიქრობს, რაც შეიძლება კარგი ვიდეო გადაიღოს, რომ მერე ყველას ანახოს რა მაგარ კონცერტზე იყო და ყველა გულზე გახეთქოს შურით, ვიდრე მუსიკას უსმინოს და კონცერტით დატკბეს. მანამდე კი, სანამ კონცერტზე წავა, ამაყად ამზეურებს ნაყიდ ბილეთებს! კიდევ სადამდე შეიძლება მივიდეს ხალხის "მარიაჟობა"?

გთავაზობთ იმ ვიდეოს, რომელმაც ეს სტატია დამაწერინა:

https://www.youtube.com/watch?v=ciJA_J0YIbE

ეს კი იგივე სიმღერის ვიდეო დაახლოებით 10 წლის წინ, როცა კივილისა და მობილურების მომარჯვების მაგივრად, ხალხი კონცერტში იყო ჩართული (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით)და დაუვიწყარ სიამოვნებას იღებდა ნამდვილი მუსიკით.

https://www.youtube.com/watch?v=UgrBn072lMU

გმადლობთ