პრემია წარმატებული (ახალბედა) მოქალაქეებისთვის

Day 2,567, 13:14 Published in Georgia Poland by tchock

ამ სტატიაში მინდა ვურჩიო მთავრობას, რომ გაკეთდეს პრემია წარმატებისთვის. ეს იქნება ჯილდო, რომელსაც მიიღებენ ახალბედა მოქალაქეები წარმატებული პირველი ნაბიჯებისთვის.

დაევალოს რომელიმე სამინისტროს, ვთქვათ განათლების სამინისტროს (ან თუნდაც შეიქმნას ახალი დეპარტამენტი, რომელიც ახალი მოქალაქეების სწორ განვითარებაზე იზრუნებს), თვალყური ადევნოს ახალბედა მოთამაშეებს და კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ (პირობითად)პრემიით დააჯილდოვოს მოთამაშე, რომელიც წარმატებით დგამს პირველ ნაბიჯებს, აქტიურობს და ვითარდება.

მე მხოლოდ იდეის დონეზე ვამბობ, უფრო კონკრეტულად კი პროექტი იმან ჩამოაყალიბოს, ვისაც ეს დაევალება.

თუმცა მე ვფიქრობ, რომ პრემია უნდა მიეცეთ 21 ლეველამდე მოქალაქეებს. ეს ჯილდო მიცემს ახალბედა მოთამაშეებს მოტივაციას და უბიძგებს მათ აქტიურობისკენ/განვითარებისკენ.

რაც შეეხება პრემიის ოდენობას, ესეც მთავრობამ მოიფიქროს. ჩემი აზრით დაახლოებით 1000GEL ან უფრო მეტიც, კარგი ოდენობა იქნება, რადგან ეს არის თანხა, რომელიც ახალბედა მოთამაშეებს ძალიან დაეხმარება.

გმადლობთ