გზამკვლევი ახალი მოქალაქისთვის

Day 2,565, 17:25 Published in Georgia Poland by tchock

ეჭვი მაქვს, ამ შინაარსის და ფუნქციის სტატია ადრეც იქნება გაკეთებული, მაგრამ მე მაინც გადავწვიტე ჩემი გავაკეთო.
ეს იქნება სტატია ახალბედა მოთამაშეებისთვის, სადაც ზოგადად იქნება ახსნილი თამაშის ელემენტარული პრინციპები
ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი, რაშიც ახალბედა მოთამაშე უნდა გაერკვიოს არის თამაშის ინტერფეისი, ანუ რა რა არის? სწორედ ამას დაეთმობა ეს სტატია.



ეს არის თამაშის მთავარი მენიუ. გავყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ და ორი სიტყვით ავხსნათ:

HOME

ეს არის პირველი კატეგორია, რომელიც ერთგვარი კაბინეტია. აქ იწერება დღის ბრძანებები (Daily Order) რომელსაც ის სამხედრო დანაყოფი იძლევა, რომელშიც გაწევრიანებული ხართ. აქ იწერება ასევე TOP NEWS, ანუ ახალი სტატიები, რომლებსაც სხვა მოთამაშეები წერენ და My Feeds - ასევე პარტიის ან სამხედრო დანაყოფის feed-ი, სადაც მოთამაშეები პოსტავენ.

MY PLACES

ეს კატეგორია 4 ქვეკატეგორიად იყოფა:
Companies - აქ არის კომპანიები/საწარმოები, რომლებსაც თქვენ ფლობთ და ასევე თქვენი სამსახური, რომელშიც ხელფასს ლარებში გადაგიხდიან. მნიშვნელოვანია, რომ ამ კატეგორიაში ყოველდღე შეხვიდეთ და შეასრულოთ წარმოება და სამუშაო.
Training grounds - აქ შეგიძლიათ ივარჯიშოთ, ანუ მოიმატოთ Strengh (ძალა), რაც ერთერთი უმთავრესი კომპონენტია ამ თამაშში. მნიშვნელოვანია, რომ აქაც ყოველდღე შემოხვიდეთ და ივარჯიშოთ.
Storage - ეს თქვენი საწყობია, ანუ აქ ინახება ყველაფერი, რაც გაქვთ - საჭმელი, იარაღი, რესურსები, ბილეთები და ა.შ.
Advanced buildings - ეს განყოფილება ჯერჯერობით არაფერში გჭირდებათ. მაგრამ ჯერჯერობით.

WARS

ამ განყოფილებაში შეგიძლიათ გაეცნოთ (და შეუერთდეთ) მიმდინარე ომებს.

MARKET
სახელიდანაც კარგად ჩანს, რომ ამ განყოფილებაშია ყველაფერი, რაც ვაჭრობას ეხება:

Marketplace - აქ შეგიძლიათ იყიდოთ (სხვა მოთამაშეებისგან) ყველაფერი - საჭმელი, იარაღი, ბილეთები, რესურსები, სახლები და ა.შ.
Job market - აქ იდება ვაკანსიები, ანუ მუშაობის დასაწყებად აქ უნდა მოძებნოთ სამსახური.
Monetary Market - აქ შეგიძლიათ გადაცვალოთ ფული (GEL) ოქროზე (GOLD) და პირიქით.
Companies for sale - აქ იყიდება კომპანიები, ანუ საწარმოები. თქვენ შეგიძლიათ გახსნათ კომპანია, ან შეიძინოთ უკვე გახსნილი.

არსებობს ორი სავაჭრო საშუალება - ფული და ოქრო

COMMUNITY

ამ განყოფილებაშია ყველაფერი, რაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას ეხება: ინფორმაცია თქვენს ქვეყანაზე, პარტიაზე, სამხედრო დანაყოფზე, გაზეთზე. ასევე ინფორმაცია მსოფლიო პოლიტიკაზე - ალიანსები, ქვეყნების რეიტინგი და ა.შ.
ეს ძალიან საინტერესო განყოფილებაა, რომელსაც კარგად უნდა გაეცნოთ.


ვფიქრობ ამ ყველა განყოფილების გავლით და ახსნით ახალბედა მოთამაშეებს შეექმნებათ ზოგადი წარმოდგენა თამაშის პრინციპებზე, თუ არადა ბოდიშს გიხდით წართმეული 5 წუთისთვის 😁)

გმადლობთ