ესაქართველოს მთავრობის ანგარიში #002

Day 2,499, 00:42 Published in Georgia Turkey by Barnabius


ესაქართველოს მთავრობა პრეზიდენტ R. P. McMurphy-ის მთავარსარდლობით პირველად ესაქართველოს ისტორიაში აღმოჩნდა სიტუაციაში, როდესაც ქვეყანას თამაშის შემქმნელების მიერ მინიჭებული ფარი მოეხსნა და დადგა გარეშე მტრების შემოტევების აშკარა საფრთხის წინაშე (შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მტრისთვის დათმობის შემთხვევაში ესაქართველო eRepublik-ის რუკიდან გაქრება). საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან პერიოდში მთავრობამ გამოაჩინა მზაობა მედგრად დადგომოდა ქვეყნის შიგნითა თუ გარეთ არსებულ საშიშროებებსა და პრობლემებს. ესაქართველო განაგრძობს ძლიერ, ერთიან, დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბების პროცესს, რომელზეც ესაქართველოს მთავრობის პრესცენტრი გთავაზობთ პერიოდულ ანგარიშს, რათა მოსახლეობა მუდმივად და მაქსიმალურად ინფორმირებული გახლდეთ.



თავდაცვის სამინისტროს ანგარიში:


მოგახსენეთ, რომ ესაქართველო თამაშში არსებული სხვა ქვეყნების უმრავლესობის მსგავს, თანაბარ პირობებში აღმოჩნდა და თუკი ვერ შეძლებს საკუთარი თავის სათანადოდ დაცვას, შესაძლებელია, გაქრობის წინაშეც კი დადგეს. თავდაცვის სამინისტრო უკვე ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელზეც წინა ანგარიშში მოგახსენეთ - გამოსაყოფია კადეტთა აკადემიის გამოცოცხლების ახალი ტალღა, რათა ესაქართველოს ძლიერი ჯარი ჰყავდეს.

გასულ პერიოდში თავდაცვის სამინისტროს შესთავაზეს სამხედრო საბჭოს შექმნა, რომელშიც გაიცვლებოდა ხედვები და მოსაზრებები MU-ის მეთაურებსა და თავდაცვის მინისტრის შორის. მიუხედავად იმისა, რომ საჭირო მომენტში ყველა MU-ის სწრაფი მობილიზება-კოორდინირება უმნიშვნელოვანესია, შემოთავაზება თავდაცვის მინისტრა უარყო, რადგან ზოგიერთი MU-ის ლიდერი ქართველი არ არის, გაუგებარია მათი დამოკიდებულება ესაქართველოს მიმართ და არ არსებობს საჭიროება თავდაცვის საკითხების საქმის კურსში გახლდეს. სამინისტროს მხრიდან ასევე არ იქნებოდა გამართლებული ამორჩევითობის პრინციპით შეექმნა საბჭო და მხოლოდ რამდენიმე MU-ის ლიდერი მოეწვია, რაც შექმნიდა განხეთქილების გამოწვევის შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს მზადყოფნას ითანამშრომლოს ნებისმიერ მხარესთან და მოისმინოს მათი შემოთავაზებები. და ბოლოს მსგავსი საბჭოს შექმნის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან ინფორმაცია სამხედრო ჟურნალისა და ფორუმის მეშვეობით პერიოდულად გადაიცემა, ნებისმიერ მსურველს კი შეუძლია პირადი შეტყობინებით დაუკავშირდეს თავდაცვის მინისტრს

ფარის მოხსნის შემდეგ ესაქართველოსთვის ომი არცერთ ქვეყანას არ გამოუცხადებია ისე, რომ ეს დაგეგმილი არ ყოფილიყო ორმხრივად. მოსახლეობას კი რატომღაც იმის მაგივრად, რომ თავდაცვაზე გაეკეთებინა აქცენტი ბრძოლაში ჩაბმა სურდა. სწორედ ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად გაიმართა სავარჯიშო ომი აფხაზეთში, რომლის 70%-ის დაფინანსებაც ეთურქეთმა აიღო საკუთარ თავზე, ხოლო ესაქართველომ მხოლოდ 3,000 ლარი გადაიხადა.

აღსანიშნავია, უსაფრთხოების ნაციონალური დეპარტამენტის (UND) შექმნა, რომლის მიზანიც სხვა ქვეყნებზე ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი გახლავთ. მნიშვნელოვანია გარედან მომავალი საფრთხის დროული აღმოჩენა მათი ეფექტური პრევენციისთვის. საწყის ეტაპზე 5 აგენტი იმუშავებს ზემოთქმულ დეპარტამენტში.ისინი გადანაწილდებიან სხვადასხვა სექტორში, ხოლო სამომავლოდ იგეგმება გაფართოება (დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე გადასვლით).



განათლების სამინისტროს ანგარიში:


გასული კვირის განმავლობაში, განათლების სამინისტრო მუშაობდა ორ იდეაზე:

1. დაახლოებით ორი კვირაა, რაც ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ დაიწყო დასაქმების პროგრამა. ანალიზმა აჩვენა, რომ პროგრამაში ჩართული მოქალაქეები ძალიან სწრაფად პროგრესირებენ და რამდენიმე მათგანმა მოკლე პერიოდში უკვე 26-27-ე ლეველსაც კი მიაღწია. განათლების სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უკვე ათი მოქალაქის დასაქმებაზე იზრუნა და საგრძნობლად დააჩქარა როგორც მათი ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ზრდის ტემპები იზრდება და უახლოეს მომავალში მთავრობის მიზანია დასაქმებულთა 30 კაცამდე გაზრდა, რის შემდეგაც წავა აქტიური მუშაობა ინვესტორების საზღვარგარეთიდან მოზიდვაზე.
განათლების სამინისტრო თვლის, რომ ეს პროგრამა უნდა გახდეს საყოველთაო და მოიხსნას პარტიული შეზღუდვა მონაწილეებისათვის. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. შეგახსენებთ პროექტის შესახებ - „დაეხმარე ესაქართველოს ეკონომიკას - დასაქმდი საქართველოში“. დეტალური ინფორმაციის მოძიება თითოეულ მოქალაქეს მოცემულ ბმულზე შეუძლია იხილოს.

2. განათლების სამინისტროს სურს, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, ორგანიზება გაუკეთოს მასობრივ სამხედრო წვრთნებს. წვრთნების მიზანი იქნება ომის დროს კომუნიკაციის გაუმჯობესება, შეთანხმებულად, სტრატეგიულად ბრძოლის შესწავლა. წინა დღით დაანონსდება ''შეკრების'' საათი, აირჩევა რომელიმე მოკავშირის ბრძოლა და დაიწყება წრთვნები, რათა ესაქართველოს ჯარს შეეძლოს კოორდინირებულად მოქმედება საომარი ვითარების პერიოდში.
მოცემულ თემაზე თავდაცვის სამინისტროსთან იგეგმება აქტიური მოლაპარაკებები. უახლოეს დღეებში ყველა დეტალს გაივლის ორივე სამინისტრო და საზოგადოებას აუცილებლად ეცნობება მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ.



საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში:


ესაქართველოს დღევანდელი მდგომარეობა არ იძლევა წყნარად ყოფნის საშუალებას, რადგან მხოლოდ საკუთარი ძალებით გარეშე მტრების გამკლავება რთულად წარმოსადგენია. შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პარტნიორი ქვეყნების მოძიებას.

წინა კვირას ორმხრივი დახმარების ხელშეკრულება(MPP) გაფორმდა ეხორვატიასთან. სიას შეემატა ეუკრაინაც, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მცდელობა MPP-ის გაფორმებისა ჩავარდა, ესაქართველოს უკვე მეგობარ ქვეყანასთან არანაირი განხეთქილება არ ყოფილა, ხოლო დეტალებს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავამხელთ.

შესაბამისად ესაქართველოს უკვე ოთხ მოწინავე ქვეყანასთან აქვს გაფორმებული ორმხრივი დახმარების ხელშეკრულება. არსებული მომენტისთვის მოცემული რაოდენობა სავსებით საკმარისია, ამიტომ მთავრობა შეეცდება ბიუჯეტის ფული დაზოგოს და სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებით მიმართოს.



სხვადასხვა პროექტზე ანგარიში:


მთავრობა აგრძელებს „ბეიბი ბუმს“. კადეტთა აკადემიას ყოველდღიურად ემატებიან მებრძოლები. Facebook-დან შემოსული ოქრო გადახურდავდა და სახელმწიფო რეზერვისთვის დასაწყობდა საკვები და იარაღი, რომელთა დარიგებაც პერიოდულად მიმდინარეობს. რეფერალებიდან შემოსული თანხა მთლიანად ხმარდება საქართველოს მოქალაქეებს.
წახალისების და განვითარების პროგრამა შეიმუშავა ესაქართველოს დამსახურებულმა მოქალაქემ Georgian wolf-მა. პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფოს სამომავლო განვითარებას, თუ რა გზებით, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ მოცემულ ბმულზე.

Dasasrul gtavazobt aliansebis shesaxeb informaciasa da eSaqartvelos mtavrobis pozicias. Tavis dazgvevis miznit, teqsti daiwere latinuri asoebit informaciis sazgvargaret gasvlis tavidan asacilebla😛
Ramdenime dgis win gaimarta shexvedra rutis wevrebs shoris. Ganixileboda polonetis prezidentis gancxadeba da turqetis pasuxi, ufro swored, agnishnuli gancxadebis safudzvelze chveni samomavlo gegmebi.
Shesadzloa chamoyalibdes axali aliansebi, gadanawileba msoflioshi sheicvalos. Ruti am periodistvis siriusis megobari aliansia, magram tu sheiqmneba axali aliansebi mouwevs airchios sait wavides, shesabamisad axali aliansebis archevis shemtxvevashi ruts mouwevs: 1. Dagegmos tu romeli aliansi iqneba misi megobari da 2. eSaqartvelos mouwevs airchios gahyves rutis gzas tu airchios sxva momavali. Bevri debati da ganxilva moewyoba savaraudod archevnis gaketebis wina periodshi, iqamde ki ubralod unda davelodot movlenebis ganvitarebas.
eSaqartvelos mtavrobis pozicia shemdegia: Qveynis ertaderti mteri aris ruseti, sxvebtan tanamshromlobistvis mtavroba mzad aris, mat shoris turqettan da polonettan, miuxedavad imisa, rom isini ertmanetis mtrebi sheidzleba gaxdnen. eSaqartvelos tu mouwevs am or qveyanas shoris archevani gaaketos, aucilebelia is gacherdes turqetze, radgan winaagmdeg shemtxvevashi arsebobs didi albatoba imisa, rom isini gagvaqroben rukidan. Mtavroba sheecdeba maqsimalurad diplomatiuri iyos qveynis interesebis dacvisa da saertashoriso arenaze gatanisas da ecdeba yvela qveyanastan sheinarchunos an daamyaros kargi urtiertoba.

ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი ესაქართველოსთვის სახელმწიფოს მთავრობა განაგრძობს ახალბედა მოქალაქეების მოწვევასა და მათთვის დახმარების გაწევას. დიდი ოდენობით საკვებისა და იარაღის დასაწყობებას. მრავალი ახალ პროექტისა და პროგრამის შემუშავებას, რათა ქვეყანა გაძლიერდეს ლოკალურ და სამომავლოდ გლობალურ არენაზე. მიმდინარე პროცესებსა და ცვლილებებზე ესაქართველოს მთავრობის პრესცენტრი უახლოეს მომავალში კვლავ შემოგთავაზებთ ანგარიშს.


პატივისცემით
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე
ესაქართველოს მთავრობის პრესცენტრის დირექტორი
Barnabius