ფინ. სამინისტრო - ფასების რეგულაცია ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე

Day 2,436, 15:54 Published in Georgia Serbia by Jimmy Levy


ფინანსთა სამინისტროს პროექტი - ფასების რეგულაცია ქართულს სამომხმარებლო ბაზარზე.
ფასების სახელმწიფო სტანდარტი



შექმნილმა ვითარებამ ფინანსთა სამინისტრო აიძულა დაფიქრებულიყო სამომხმარებლო ნივთებზე ფასების რეგულაციის ბერკეტების შექმნაზე, რათა თავიდან ავირიდოთ ქართულ ბაზარზე ქორვაჭრული და სპეკულაციური გარიგებები.
ვინც მიცნობს, იცის, რომ ვაჭრობაზე და ბიზნესის განვითარებაზე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. პირიქითაც კი... ამიტომ, ცხადი რომ მეყო რას ვგულისხმობ, სეციალურად ვახსენე სიტყვა "ქორვაჭრული".
ამაში კი კერძოდ იგულისხმება ზოგი მოვაჭრის უსაზღვრო მადა, მოიხვეჭოს რაც შეიძლება მეტი ფული, როცა ქვეყანა კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფება. ვგულისხმობ, როცა ესაქართველო აწარმოებს ომებს, ესხმის მტერს საკუთარ დაპყრობილ ტეროტიორიებზე თუ თავს იცავს მორიგი შემოტევისგან.
მესმის, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს, მაგრამ ჩემი აზრით მძიმე დროს ხელის მოთბობა არაეთიკურია და მე ვერ დავარქმევდი ამას მოთხოვნა-მიწოდების სამართლიან რეგულაციას. უფრო ჯიბის გასქელებას ჰგავს.
ყველაზე დიდი ცვლილება იბრძნობა ქ7 იარაღის ფასში, როცა მშვიდობიან დროს მისი ფასი 10 ლარის ფარგლებში მერყეობს, ომიანობის დროს კი 15 ლარს აღწევს.
ყველაფერ ამისგან თავის ასარიდებლად საჭიროდ მივიჩნევ რიგ ქმედებებს.
დღეს მინდა თქვენს სამსჯავროზე განსახილველად სამი საკითხი გამოვიტანო:
1. დადგინდეს მყარი ფასები
2. ფასები ხელოვნურად დარეგულირდეს და გაკონტროლდეს.
3. შეიქმნას ფასების ხელოვნური რეგულაციის და კონტროლის ბერკეტები.



1.მყარი ფასები (სახ. სტანდარტი)
რა თქმა უნდა კიდევ შეიძლება კონსულტაციების გავლა კომპეტენტურ პირებთან და გადახედვა ფასების, ჯერჯერობით სამუშაო მაგალითად ეს გვქონდეს:
საკვების საწარმო მატერიალი 0,04 გელ.
ქ1 პური 0,07 გელ
ქ2 პური 0,14 გელ
ქ3 პური (კონსულტაციის სტადიაში)
ქ4 პური (კონსულტაციის სტადიაში)
ქ5 პური (კონსულტაციის სტადიაში)
ქ6 პური (კონსულტაციის სტადიაში)
ქ7 პური (კონსულტაციის სტადიაში)

იარაღის საწარმო მატერიალი 0,04 გელ
ქ1 იარაღი (კონსულტაციის სტადიაში)
ქ2 იარაღი (კონსულტაციის სტადიაში)
ქ3 იარაღი (კონსულტაციის სტადიაში)
ქ4 იარაღი (კონსულტაციის სტადიაში)
ქ5 იარაღი (კონსულტაციის სტადიაში)
ქ6 იარაღი (კონსულტაციის სტადიაში)
ქ7 იარაღი (კონსულტაციის სტადიაში)

სახლის საწარმომატარიალი - პროდუქტი ახალია, ამიტომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ეხლა გადავწყვიტოთ მის შესახებ რამე. ჯერ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.




2. ფასების ხელოვნური რეგულირება და კონტროლი
ფასების ხელოვნური კონტროლი შესაძლებელი იქნება, თუ გაფორმდება მეწარმეებს შორის "ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი" და დანარჩენ მოთამაშეებსა და საკუთარი სინდისის წინაშე აღებული ვალდებულებით მოხდება ამ შეთანხმების მკაცრი დაცვა.
დაწვრილებით მესამე თავში




3. ფასების რეგულაციისა და კონტროლის ბერკეტები და მეთოდები

3.1. ბერკეტები:
იმისათვის, რომ ზემოხსენებულმა რეგულაციებმა გამართულად და სრულყოფილად იმუშაოს, საჭიროდ მიმაჩნია შეიქმნას "მეწარმეთა გილდია".
ეს იქნება ვირტუალური დახურული საზოგადოება, სადაც გაწევრიანება მოხდება რა თქმა უნდა მხოლოდ ნებაყოფლობით და მის რიგებს შეავსებენ ის მოთამაშეები, რომლებიც:
1. საკუთრებაში ფლობენ საწარმოებს (შედარებით დიდი რაოდენობით)
2. ეთანხმებიან ფასების ხელოვნური რეგულაციის მეთოდს.
არ ვიცი ითვალისწინებს თუ არა ამ თამაშის ადმინისტრაცია რამე მსგავსი საზოგადოების არსებობას.
თუ არ ითვალისწინებს, არც ესაა პრობლება.
მეწარმეთა გილდიას (მ.გ.) ეყოლება მუდმივი წარმომადგენელი კონგრესში (სათათბირო ხმის უფლებით), რომელიც საკანონმდებლო ორგანოს გააცნობს მ.გ.-ს პოზიციას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, წამოაყენებს ინიციატივს, აწარმოებს მოლაპარაკებას კონგრესთან, მინისტრთა კაბინეტთან, პრემიერმინისტრთან, პრეზიდენტთან.
საქართველოს ხელისუფლების ყველა ეშელონი იღებს ვალდებულებას ანგარიში გაუწიოს მ.გ.-ს პოზიციას, მიიღოს ჯეროვანი პატივისცემით მ.გ.-ს მოთხოვნები, გაითვალისწინოს მ.გ.-ს ღვაწლი ქართული ესახელმწიფოს განვითარებაში.
მ.გ. შექმნის ომნაცემთა ბაზას, სადაც აღწერს თითოეული წევრის სამეწარმეო შესაძლებლობებს.

3.2. მეთოდები (ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი):
3.2.1. მეწარმეთა გილდია (ანუ მისი წევრები) უზრუნველყოფს ბაზრის ნაწარმით მომარაგებას დადგენილ ფასში.
3.2.2. მ.გ. უზრუნველყოფს იქონიოს მარაგში (პირად საწყობში) საჭირო რაოდენობის პროდუქტი, რათა ბაზარზე ფასის აწევის შემთხვევაში გახსნას პოზიცია მ.გ.-ს მიერ დადგენილ ფასში.
3.2.3. ბაზარზე დადგენილ ფასზე ნაკლებად შემოტანილ ნაწარმს შეიყიდის მ.გ. და შემდეგ ხსნის ახალ პოზიციას დადგენილი ფასით.
3.2.4. ბაზარზე ნაწარმის გაძვირების შემთხვევაში, თუ არ გააჩნია მ.გ.-ს პირად მარაგში* საჭირო რაოდენობის პროდუქტი, უზრუნველყოს მოახდინოს დეფიციტური პროდუქტის იმპორტი.
3.2.5. იმპორტისას იმპორტიორის კომერციული დაინტერესება დაშვებულია. მთავარია გასაყიდად გატანილი პროდუქტის ფასი ჯდებოდეს სახ. სტანდარტში.


*როცა ვახსენებ მ.გ.-ს პირად მარაგს (პირად საწყობს), ვგულისხმობ გილდიის წევრების კერძო საკუთრებაში არსებულ საწყობებს. ამ ეტაპზე გილდიის, როგორც საზოგადოების ცალკე საწყობი გათვალისწინებული არ არის (თუმცა ცუდი აზრიც არაა. საჭიროა მხოლოდ გაირკვეს, როგრო შეიძლება ამის გაკეთება).



პ.ს. აუცილებელია გავუსვათ ხაზი იმას, რომ მეწარმეთა გილდიამ არ უნდა შეუშალოს ხელი ქართულ წარმოებას. არ უნდა მოხდეს ფასების სახ. სტანდარტის არალოგიკურ ზღვარზე დაწევა. ფინანსთა სამინისტრო კატეგორიულად წინააღმდეგია მატერიალური ზარალის ხარჯზე მოხდეს ზემოაღწერილი პროექტის განხორციელება. მე, როგორც ფინანსთა მინისტრი დაჟინებით მოვითხოვ გათვალისწინებული იყოს მეწარმეთა ინტერესები. მათი განვითარება პირდაპირ კავშირშია ესახელმწიფოს განვითარებასთან და წარმატებასთან. ჩემი პროექტის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ დასაშვები და ლოგიკური სტანდარტის შექმნას ემსახურება და არა ვინმეს ზარალს. ძლიერი მეწარმეების არსებობა სახელმწიფოს სიძლიერის აუცილებელი პირობაა.

პ.პ.ს. მესმის, რომ ახალი პროდუქტის დამატების გამო ბაზარი და ფასები ძალიან არეულია, მაგრამ არაფერია, სანამ ამ საკითხს ბოლომდე დავალაგებთ და შევუდგებით, ბაზარი დარეგულირდება.