WTF is going in Georgia!

Day 2,836, 09:29 Published in Georgia Georgia by Rezo Marshall

მოგესალმებით მეგობრებო!
Georgian Democrat-ებმა წარადგინეს ჩემი კანდიდატურა, მე კი მოხარული ვარ ამითი და მსურს გაგაცნოთ ჩემი გეგმები...
არ ვისაუბრებ თუ ვის დავასაქმებ თანამდებობებზე, ვისაუბრებ რა მიზნები და იდეები მაქვს ქვეყნისთვის!
პირველ რიგში დავიწყოთ თავდაცვით... ნუ აქ ძალიან რთულადაა საქმე რადგან ჩვენ ფიზიკურად ხალხი არ გვყავს იმისთვის რომ ირანს გავუმკლავდეთ. აი რატომ ვამბობ რომ კარგი იდეაა შემდეგი: ვიყიდოთ ექაუნთები, მთავრობას ჰქონდეს იმეილი და პაროლი და უფრო ძლიერები ვიქნებით. თუმცა გარდა ამისა... მე ვარ Commander Fight for Democracy-ს და ჩვენ ბიუჯეტში თუ არ ვცდები 30 000 ლარია. მე ჩემით დავდე 10 000 ლარიანი CO თუმცა თავდაცვის სამინისტროს ხმა არ ამოუღია... Facebook გვერდზე ნახავდით ჩემ პროტესტს რატომ არ დამეკონტაქტეთ თქო... თან როდესაც ტოპ 10-ში ვართ, თუმცა ბატონი ნიკო ხუცურაული ჩვენი დიადი პრეზო გამოხტა ეგრევე ვიზე რას ამბობ ვის რას აბრალებ შენი ბრალია რატომ არ მოგვწერეო. ბლინ სამინისტრო ხმას არ იღებს და მე თუ ვაკეთე საქმე ბარემ მე ვიქნები მინისტრი... ვთვლი რომ უნდა შეიქმნას ე.წ. საბჭო MU-ს commander-ებისგან, აუცილებელი იქნება Commander-ის ეთნიკური ქართველობა... იქ განიხილება ესეთი ამბები.
გადავიდეთ საგარეო საქმეთა სამინისროზე სადაც 1 თვის წინ დაგვიანონსეს რომ ალიანსზე მიდიოდა ლაპარაკი... მეც გამიხარდა ამდენი ხანი ამას ვამბობდი მარა რა... კიდევ ერთი დიდი პრობლემა MOFA-ს ნაკლები აქტივობა იყო რაც გამოხიატა ხალხის ნაკლებ ინფორმირებულობაში... მთელი თვე პოსტი არ გაუკეთებია. ადრე მიუხედავად ენობრივი ბარიერისა უფრო აქტიური იყო და მისგან დასანანია ასეთი რამ...
მე ვთვლი რომ უნდა მოხდეს ალიანსის შექმნა... MPP კარგია მაგრამ ალიანსი სულ სხვაა მაინც. გარდა ამისა დიდი ფაქტორია სერბეთ-თურქეთის ამბებიც... ამის შესახებ ხო საერთოდ ჰაერში ვართ... ხალხმა არც კი იცის რა ხდება. ერთხელ დაპოსტეს მიახარჯეთ ყველაფერი ომი იწყებაო და ისევ გადაგვიარეს სერბებმა.
განათლების სფეროში ბატონი თენგიზი! რა გააკეთა? ხალმა ისევ ბევრი რამ არ იცის...
კარგი გაკეთებულია ტუტორიალი და იტყვის ხალხს თუ ეზარება მე რა შუაში ვარო... გეოპოლიტიკურ ვითარებაზე მაინც წერონ სად რა ხდება... რო გამომიხტნენ წინა პოსტზე შე უცოდინარო როგორ არ იცი ბოსნია და ხორვატები მტრები არ არიანო, ამაშიც რომ მე მადანაშაულებთ, რას მიკეთებს განათლების სამინისტრო? მარტო ელემენტარულის სწავლება კი არ არის მათი დანიშნულება... ჩემი პრეზიდენტობის დროს ეს რაღათქმაუნდა აღმოიფხვრება! დაიწყება სტატიების წერა გეოპოლიტიკურ ამბებზე, რა არის მეგობრული ომი და რა არა... და ა.შ.
ასევე უნდა გავააქტიუროთ კულტურის სამინისტრო. ვთვლი მას უნდა დაერქვას PR სამინისტრო და მისი ვალდებულება იქნება არამარტო ჟურნალის გამოშვება არამედ სამინისტროების მიმოხილვაც, რა გაკეთდა და ა.შ.
ასევე მსურს გავაძლიერო Ushishroebis samsaxuri! Es idea sul tavidan swored chemi iyo! amistvis gamoiyofa fuli, rata amiti shedzlon chvenma xalma iqaurebshi gareva da informaciis mopoveba!
ეხლა ზოგადად დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე ვიტყვი... ბევრი რამე ზედაპირზე არ ჩანს თუმცა ვინც ასე თუ ისე ახალია გამოადგება...
პოლიტიკურ პარტიების ჩამონათვალში პირველ ნომრადაა NFG რომელიც იკვეხნის გამოცდილებას... ნუ შესანიშნავი ექაუნთბი აქვთ ვერაფერს იტყვი 😃 არადა სად იყო თენგიზი მე რო უკვე აქ ვიყავი...
ან საერთოდაც რა ხალხითაა დაკომპლექტებული? დიდი ბოდიში მაგრამ როდესაც პარტიის თანამდებობაზე ადამიანია რომელმაც არც კი იცის რა ხდება მსოფლიოში და დეზინფორმაციებს ავრცელებს რამდენად სწორია? არც ის იცოდა რომ უკრაინა და რუსეთი რეალურად არ იბრძოდნენ ცოტა ხნის წინ... იმასაც მოითხოვდა თავის დროზე ირანზე გამარჯვების შემდეგ დავარტყათ მოვუგებთო... ამ დროს ის პარტიის სპიკერი იყო. ეს პარტია იმსახურებს პირველ ადგილზე დგომას? კარგით რაა... ეს კიდევ არაფერი ყოველ დღე 5-7 კაცი აკლდებათ... ამაზე რას იტყვით? 100 კაციანი პარტია ჰქონდა და 50 ხმაც კი სანატრელი გაუხდა. თენგიზი ყოველ ადამიანს ეჩალიჩება შემო ჩვენთანო, დემოკრატიაო ისაო ესაო... მარჯვენა ხელად ჩვენი საამაყო პრეზო ჰყავს რო მებლატავებოდა მხარი დაგვიჭირეო და PR სამსახური ჯანდაბას შენი იყოსო... დაგვცინოდა... ეს რომ პრეზიდენტი იქნება ამ პარტიიდან სირხვილი არაა?
არ იფიქროთ რომ ახლებს რამეს ვერჩი... პირიქით ახალ დარეგისტრირებულს ვწერ და ვასწავლი თამაშს (თენგიზი დამეთანხმება... ემახსოვრება...) და ძალიან მიხარია როცა მათ აქვთ ამბიციები თუმცა ჩემი მეგობრები არასდროს ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და თუ ასე ხდებოდა მე მათ ვუთითებდი და ჩავასწორებდით ხოლმე... NFG რას აკეთებს? არც არაფერს... VOTE-ებს აყრის და ეგაა...
ახლებო თუ ძველებო მინდათ დაგანახოთ ამ პარტიის ნამდვილი სახე!
იყო დრო როდესაც UGP იყო პირველ ადგილზე... ან თნდაც ედპ ქაჩავდა... ჩვენი ოპონენტობის მიუხედავად მათ პატივს ვცემდი, თუმცა დღეს რაც ხდება ეს აღარ შეიძლება! ხალხო გამოფხიზლდით და მაგ პარტიაში ნუ შეხვალთ... დაუკვირდით ამითი რას უწყობთ ხელს! გინდათ რომ ვიღაცამ ტკბილი სიტყვებით მოგთაფლოთ და ვერაფერი მიიღოთ? მოდით გავახილოთ თვალი და დავდგეთ დემოკრატიისა და თავისუფლებისაკენ 😉

Georgian Democrats-ის პრეზიდენტი Rezo Marshall