Wiki: ლეველები (ქართული თარგმანი)

Day 2,829, 05:14 Published in Georgia Georgia by Barcaman27

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი დონე (ლეველი) რა ფუნქციას შეგმატებთ.
ახალ დონეზე გადასასვლელად საჭიროა გამოცდილების ქულების (გ.ქ.) შეგროვება. გამოცდილების ქულების შეგროვება ხდება შემდეგნაირად: მუშაობა გაძლევთ 2 ქულას; ვარჯიში გაძლევთ 2 ქულას; ბრძოლაში ყოველი 10 ენერგიის დახარჯვა გაძლევთ 1 ქულას; არჩევნებში ხმის მიცემა გაძლევთ 5 ქულას; საბრძოლო დანაყოფის სრულუფლებიანი წევრობა გაძლევთ 5 ქულას. გარდა ამისა, გამოცდილების ქულებს მიიღებთ მისიების შესრულებისას.
ყოველ ახალ დონეზე გადასვლისას თქვენ დასაჩუქრდებით 1 ოქროთი და შევსებული ენერგიით.