Wiki: მისიები (ქართული თარგმანი)

Day 2,829, 03:58 Published in Georgia Georgia by Barcaman27

მოგესალმებით. ეს სტატია შექმნილია თამაშის ახალი წევრებისთვის. ამ სტატიაში თქვენ ნახავთ იმ მისიების ჩამონათვალს, რომლებიც თამაშში უნდა შეასრულოთ. ეს სტატია დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, თუ რა მოქმედების გაკეთება არ უნდა იჩქაროთ, სანამ ამას მისია არ მოგთხოვთ.
მისიები (დავალებები) მოცემულია საიტის მარცხენა საიდბარში. თამაში ერთდროულად გაძლევთ მაქსიმუმ 3 მისიის შესრულების საშუალებას.

მისია 1. ვარჯიში
მოთხოვნა: ივარჯიშე პირველად
ჯილდო: +2 Q6 იარაღი; +5 ძალა

მისია 2. პირველი ნაბიჯები ბრძოლაში
მოთხოვნა
: მიაღწიე რიგითის (Private) რანგს; აღიდგინე 100 ენერგია ერთი დღის განმავლობაში.
ჯილდო: +10 Q5 საკვები

მისია 3. მომავალი გმირი
მოთხოვნა
: დაამარცხე 5 მეტოქე ბრძოლაში
ჯილდო: +3 Q6 იარაღი; +2 გამოცდილების ქულა

მისია 4. პირველი ხელფასი
მოთხოვნა
: იშოვე სამსახური; იმუშავე
ჯილდო: +2 გამოცდილების ქულა

მისია 5. ყოველდღიური ბრძანება
მოთხოვნა
: შეასრულე ყოველდღიური ბრძანება
ჯილდო: +5 ძალა; +5 გამოცდილების ქულა

მისია 6. მიაღწიე მე-5 დონეს
მოთხოვნა
: მიაღწიე მე-5 დონეს (ლეველს)
ჯილდო: +1000 ადგილი საცავში

მისია 7. შეუერთდი სამხედრო დანაყოფს
მოთხოვნა
: შეუერთდი რომელიმე სამხედრო დანაყოფს
ჯილდო: +3 Q6 იარაღი; +3 გამოცდილების ქულა

მისია 8. სრულუფლებიანი წევრი
მოთხოვნა
: გახდი სამხედრო დანაყოფის სრულუფლებიანი წევრი
ჯილდო: +1 ენერგიის ყუთი; +3 Q6 იარაღი

მისია 9. ყოველდღიური მუშაობა
მოთხოვნა
: იმუშავე ზედიზედ 2 დღის განმავლობაში
ჯილდო: +5 გამოცდილების ქულა

მისია 10. შეავსე საცავი
მოთხოვნა
: იყიდე 50 საკვები; იყიდე 20 იარაღი
ჯილდო: +1000 ადგილი საცავში; +5 Q5 იარაღი

მისია 11. შეასრულე დავალება
მოთხოვნა
: შეასრულე დღიური დავალება
ჯილდო: +10 Q5 საკვები

მისია 12. დაწინაურება
მოთხოვნა
: მიაღწიე სერჟანტის (Sergeant) წოდებას
ჯილდო: +1 ენერგიის ყუთი

მისია 13. დაიწყე წარმოება
მოთხოვნა
: ამუშავე საკუთარი კომპანია
ჯილდო: +1 რკინის მაღარო

მისია 14. იარაღის პირველი ქარხანა
მოთხოვნა
: იქონიე იარაღის ქარხანა
ჯილდო: +500 იარაღის ნედლეული

მისია 15. დუელის დროა
მოთხოვნა
: დაამარცხე პლატონი 5-ჯერ; დაამარცხე ლანა 5-ჯერ; დაამარცხე უთავო ქათამი 5-ჯერ
ჯილდო: +5 ბაზუკის ამაჩქარებელი; +5 ბრძოლის გმირის რაკეტა; +50 ძალა

მისია 16. გახდი ზრდასრული
მოთხოვნა
: მიაღწიე 50 ძალას
ჯილდო: +10 ძალა

გახდი უფრო სოციალური
მოთხოვნა
: დაამატე მეგობრებში 100 ადამიანი
ჯილდო: 10 ბაზუკა

დააპურე მსოფლიო
მოთხოვნა
: აწარმოე 1000 საკვები შენს კომპანიაში
ჯილდო: 100 Q7 საკვები

იარაღის წარმოება
მოთხოვნა
: აწარმოე 100 იარაღი შენს კომპანიაში
ჯილდო: 10 Q7 იარაღი

გაზეთის შექმნა
მოთხოვნა
: შექმენი საკუთარი გაზეთი
ჯილდო: 100 ლარი

ახალგაზრდა ჟურნალისტი
წინაპირობა
: "გაზეთის შექმნა"
მოთხოვნა: დაწერე 1 სტატია შენს გაზეთში და მოაგროვე 25 კომენტარი 25 სხვადასხვა მოქალაქისგან
ჯილდო: 1 ოქრო

ჟურნალისტი
წინაპირობა
: "ახალგაზრდა ჟურნალისტი"
მოთხოვნა: დაწერე 3 სტატია შენს გაზეთში და სამივეზე მოაგროვე 25 კომენტარი 25 სხვადასხვა მოქალაქისგან
ჯილდო: 3 ოქრო

პოლიტიკური ახალბედა
წინაპირობა
: მე-13 დონე (ლეველი)
მოთხოვნა: შექმენი ან გაწევრიანდი პოლიტიკურ პარტიაში; დაწერე რამე პოლიტიკური პარტიის კედელზე; დარჩი პარტიაში 10 დღის განმავლობაში
ჯილდო: 1 ენერგიის ყუთი

პოლიტიკური აქტივისტი
წინაპირობა
: "პოლიტიკური ახალბედა"
მოთხოვნა: ხმა მიეცი არჩევნებში; დარჩი პოლიტიკურ პარტიაში 15 დღის განმავლობაში
ჯილდო: 2 ენერგიის ყუთი

მონეტარული ბაზარი
მოთხოვნა
: იყიდე ან გაყიდე 1 ოქრო მონეტარულ ბაზარში
ჯილდო: 50 ლარი