Georgian Reformers (განცხადება)

Day 2,919, 00:58 Published in Georgia Japan by Strategi1

გამარჯობათ, პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ.
მე მინდა გაგაცნოთ არც ისე მოკლე და არც ისე გრძელი, ჩემი გეგმები და რეფორმები რომლებსაც პარტიაში გავატარებ.
ალბათ დემოკრატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კომუნიკაციის ნაკლებობა იყო ერთმანეთში, რაც ხელს უშლიდა არჩევნებში მონაწილეობაში თუ სხვა საქმიანობებში. დავინაზე, რა, პარტია რომელსაც ქონდა ბირთვი, მაგრამ საჭიროებდა განახლებას და განვითარებას გადავწყვიტე მეყარა კენჭი მის პრეზიდენტობაზე. და გავიმარჯვე კიდეც.

მოგეხსენებათ არსებობს 4 პარტიული თანამდებობა:
ვიცე პრეზიდენტი - პრეზიდენტის მარჯვენა ხელი და მის არყოფნაში მისი მოვალეობის შემსრულებელი. ხანდახან მის პირად სპიკერობასაც ითავსებს ხოლმე.

გენერალური მდივანი - აგვარებს ყველანაირ ფორმალობებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს, როგორც უპარტიო საზოგადოებასთან ასევე სხვადასხვა პარტიებთან, თუნდაც კოალიციის შესაქმნელად.

მრჩეველი - პრეზიდენტს ურჩევს, ამა თუ იმ, პარტიულ თანამდებობაზე ვისი დანიშვნა თუ ვისი მოხსნა ჯობს, ვის დაეხმაროს საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ სულაც საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს, ეხმარება რთული გადაწყვეტილებების მიღებაში.

სპიკერი - სპიკერი ამზადებს სტატიებს, აპურებს და ასწავლის თამაშს ახალ პარტიელს, ეხმარება პარტიელებს ერთმანეთში კომუნიკაციაში.
ყველა პარტიული თანამდებობა თავისუფალი მაქვს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მომმართოს, გადმოვიდეს ჩვენთან და მე თვითონ შევურჩევ მას თანამდებობას.

ასევე ვაპირებ facebook ჯგუფის გაკეთებას უკეთესი კომუნიკაციისთვის და სხვა ღონისძიებებს. თუ რომელიმე ჩემ პარტიელს რაიმე კარგი იდეა აქვს მომმართოს და ერთად გავაანალიზოთ, ავწონ-დავწონოთ და განვახორციელოთ თუ ღირს.

გპირდებით ჯანსაღ კონკურენციას შიდა პოლიტიკურ დებატებში და არჩევნებში. ხოლო საქმე საქართველოსთვის, ვაკეთოთ ყველამ ერთად!