360 Gradus ინტერვიუ ManteX ნაწილი 2

Day 2,492, 11:19 Published in Georgia Austria by NicK TS

ამავე დროს, პრეზიდენტის და მთავრობის მუშაობას რაც შეეხება, ზედაპირზე სამწუხაროდ მხოლოდ ძალიან მცირედი ჩანს. დადებითად შევაფასებ მთავრობის დაინტერესებას კადეტებით და იქ მიმდინარე აქტიურ მუშაობას, ასევე ე.წ. “ბეიბი-ბუმ”-ის მეორე ეტაპის წამოწყების მცდელობას. კმაყოფილი ვარ, რომ მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და მიმაჩნია რომ ეს სწორად მიმართული რესურსია. მეორეს მხრივ, სამწუხაროდ ზედაპირზე არ ჩანს თუ რა ქმედით ნაბიჯს დგავს სახელმწიფო იმისკენ რომ თავი აქტიურად დავიცვათ შემოტევისგან. როგორც ცნობილია საქართველოს დედაქალაქს დაცვა დღეს ეხსნება. ამ მხრივ, გარკვეულწილად იმ საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, როდესაც შესაძლებელია ქვეყანა სრულად დაიპყროს ძლიერმა სახელმწიფომ მაშტაბური შემოტევის შედეგად. შესაძლებელია ამ მხრივ მთავრობა აქტიურად მუშაობს, ახდენს იარაღის დასაწყობებას, მუ-ს მეთაურების და ალიანსის სამხედრო საბჭოს დროულ ინფორმირებას, სხვადასხვა ძლიერ ქვეყნებთან ალიანსების გაფორმებას, თუმცა ეს ყველაფერი ზედაპირზე, რიგითი მაყურებლისთვის როგორიც მე ვარ, არ ჩანს. ისეთი გრძნობა მიჩნდება პირადად, რომ მთავრობა საფრთხეს არ მიიჩნევს პირველხარისხოვნად. თუ ეს ასე არაა და მუშაობა ინტენსიურად მიდის ამ მიმართულებით, პირადად მე ვისურვებდი მთავრობას, თუნდაც პრეზიდენტს მოკლე ანგარიში, ან რაიმე შემაჯამებელი ინფორმაცია მოეწოდებინა საჯაროდ საქართველოს მოსახლეობისათვის თუნდაც მოკლე სტატიის სახით.

4. როგორც ვიცი ახალი სამხედრო დანაყოფი შექმენით, როგორ აპირებთ ემოქალაქეების მოზიდვას და რა დახმარებას გაუწევენ თქვენს დანაყოფში ახალ მოთამაშეებს?
ზევით აღვნიშნე, რომ როგორც თავდაცვის მინისტრს მქონდა იდეათა გარკვეული წყება თუ როგორ უნდა მოგვეხდინა არსებული სამხედრო სისტემის მოდერნიზება მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და რა მიზნით იყო საჭირო სახელმწიფოში რეზერვის შექმნის აუცილებლობა და მისი აღჭურვა. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ზევით მითითებულ ლინკში. ჩვენი სამხედრო დანაყოფი, საქართველოს ეროვნული გვარდია (ან გვარდია მოკლედ) დაახლოებით იმ მიზნების განხორციელებას მოემსახურება, რაც რეზერვისთვის გვქონდა ჩაფიქრებული. ძირითადი აქედან კი იქნება ძლიერი მებრძოლების გამოზრდა. გამოცდილ მეთურებთან ერთად გვარდიის წევრთა ძირითადი ბირთვი იქნება კადეტთა აკადემიის ის კურსდამთავრებულები, რომლებიც აკადემიის საწვთვნელი კურსის მიღმა მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ომის წარმოების, თამაშის სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ეკონომიკური სტრატეგიის ნიუანსების შესახებ. სამხედრო დანაყოფისთვის იგეგმება ყოველკვირეული დაიჯესტის გამოცემა, რომლის მიხედვითაც ჩვენ მოვახდენთ რესურსების განაწილებას, საწრთვნელი კურსის ორგანიზებას და ასევე დავაწესებთ ყოველკვირეულ წამახალისებელ კონკურსებს გვარდიის წევრებისათვის.

თუ თქვენ რეალური საქართველოს ეროვნული გვარდიის მიზნებს და მის წესდებას წაიკითხავთ, ნახავთ რომ ჩვენი სამხედრო დანაყოფის მიზანი და დანიშნულება მისგან არსებოთად არ განსხვავდება. ეს მიზანი კი საქართველოს სამსახურში მყოფი ეფექტური და ძლიერი ოფიცრების გამოზრდაა, რომელთაც მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და მკვეთრად გამოხატული ლიდერის უნარები გააჩნიათ, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო ასპარეზზე. ჩვენი პოლიტიკური გუნდის აზრით, სწორედ ასეთი სამხედრო დანაყოფის სტრუქტურა უნდა იყოს მიმზიდველი იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად (ჩვენ არ ვახდენთ ამის გამო დისკრიმინაციას მიუხედავად ჩვენი ოპონენტების კრიტიკისა), მოისურვებენ იყვნენ ნაწილი ამ მეგობრული გარემოსი.

5. ვოლფის დაბრუნებამ ხომ არ შეცვალა თქვენი პოლიტიკური გეგმები?

როგორც ზევით აღვნიშნე, ჩვენი პარტია ორიენტირებულია პოლიტიკურ იდეებზე და არა პიროვნებებზე. ვულფს პირადად დიდ პატივს ვცემ როგორც მე, ისე ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი მის მიერ წარსულში ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში გაწეული ტიტანური შრომის გამო, რამაც კადეტების სისტემაში თავისი ნაყოფი გამოიღო. სწორედ ამის გამო, ქვეყანა ამჟამად დაიკვეხნის საკმაო რაოდენობა აქტიური მოთამაშეებით სხვა ახალბედა ქვეყნებთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისაგან ხშირად მუქარის გამომხატველ რეპლიკებს ვიღებთ, ჩვენი გუნდი მოწადინებულია ითანამშრომლოს ყველასთან განურჩევლად პარტიული და სამხედრო კუთვნილებისა, თუ მიგვაჩნია რომ ის იდეა, რომელსაც პოლიტიკოსი ლობირებს თანხმობაშია იმ პოლიტიკურ მოსაზრებებთან, რაც ჩვენ გუნდს გააჩნია. მეტსაც გეტყვით, ის ადამიანები, ვისაც უნდათ საკუთარი იდეები გაგვიზიარონ - მათ ყოველთვის გულითადად მივიღებთ ჩვენ პარტიულ დისკუსიაში. ამის უკვე ორი პრეცენდენტი არსებობს, როდესაც პარტიამ მიიღო გარედან ჩვენთვის მოწოდებული ორი იდეა, დახვეწა და გახადა საკუთარი პოლიტიკური ხედვის ნაწილი. ასე რომ, შეიძლება ადამიანი არ იყოს რესპუბლიკელი კუთვნილებით, თუმცა არ მგონია ჩვენი ურთიერთთანამშრომლობაზე აგებული მეგობრული გარემო ვინმესთვის სრულაიდ მიუღებელი იყოს. ამრიგად, თუ სხვაგან ვერ გრძნობთ თავს კარგად, ნუ აყოვნებთ, შემოგვიერთდით და გახდი რესპუბლიკელი დღეს!