1001 ფაქტი

Day 3,129, 06:09 Published in Georgia Georgia by The Wolf of Georgia


ბარო ბიჭები ბარო...
მოკლედ ძლივს დავამთავრე ჩემი პროექტი, რომლის შესაქმნელად დამჭირდა არაერთი საათი და ნერვების წყვეტა-გლეჯვა, მოკლედ მთავარია დავამთავრე და გავამზადე თქვენთვის. 4 დღის წინ გავაკეთე რამდენიმე დიაგრამა, რომელიც შეიცავდა ადრიატიკაზე დეტალურ ინფორმაციას, შემდეგ კი გადავწყვიტე, იგივე გამეკეთებინა სხვა ალიანსებზე. ვფიქრობ, ამ გზით რამდენიმე კარგი ინფორმაციის მიღება შეიძლება რასაც ქვემოთ განვიხილავ.
მანამდე კი გირჩევთ ალიანსებში ცოტა გასარკვევად თვალი გადაავლოთ შემდეგ სტატიებს:
ანალიზი (ალიანსები)

ადრიატიკის გრაფიკული ანალიზი

ახლა კი დავიწყოთ ჩვენთვის ალბათ ყველაზე მეგობრული ალიანსის სინდიკატის წარდგენა:



შევეცადე ყველაფერი დიაგრამით გადმომეცა, რადგან ჩავთვალე, რომ ხალხი ასე უფრო დაინტერესდებოდა. თუმცა არის რაღაცეები რაც გრაფიკებში არ შევიტანე(წინააღმდეგ შემთხვევაში სტატია ძალიან პატარა გამოვიდოდა 😃 ), როგოც ვხედავთ სინდიკატის წევრი ქვეყნების არჩევნებში 1899 კაცმა მიიღო მონაწილეობა, რაც მთელი მოსახლეობის 15,45 % - ია, ვფიქრობ ამ ხერხით გავზომავთ თუ საშუალოდ რამდენი ადამიანია ონლაინში ყოველდღე.

კიდევ ერთი "დამარცხებული მტრის რაოდენობაში" (Total Opponents Defeated) იგულისხმება მხოლოდ ქვეყნის წამყვანი ქვედანაყოფების მაიერ განადგურებული მტრის რაოდენობა, უხეშად, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ამ მონაცემის დახმარებით გამოვთვლით თუ რამდენადაა ჩართული კონკრეტული ქვეყანა სამხედრო კამპანიებში.

რაც შეეხება დანარჩენ მონაცემებს დარწმუნებული ვარ დამოუკიდებლადაც მიხვდებით რას ნიშნავს.


შემდეგ მოდის ალაინსი "ასტერია":



ასტერიას ქვეყნების არჩევნებში მთლიანი მოსახლეობის 19% მიიღო, რაც სინდიკატის და ადრიატიკის მაჩვენებელს, შესაბამისად 4 და 4,5 პროცენტით აღემატება. ისინი ასევე ყველაზე მეტად აქტიურობენ სამხედრო კამპანიებში რაზეც დამარცხებული მტრის მთლიანი რაოდენობა მეტყველებს (188237).


ბოლო დიაგრამაში გადმოცემულია ალიანს "PACIFICA-ს" შესახებ:



აქტიურობის მხრივ ეს ალიანსი ყველაზე აქტიურია, რაზეც საერთო მოსახლეობის რიცხვის შეფარდება არჩევნებში დათვლილ ხმებზე კარგად მეტყველებს. მოკლედ და გარკვევით, არჩევნებში PACIFICA-ს სრული მოსახლეობის 26%-მა მიიღო მონაწილეობა.


და ბოლოს მინდა დავამთავრო საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში დაგროვებული ხმების გრაფიკით :



როგორც ვხედავთ ამ გაზაფხულზე ყველაზე მცირე ხმების რაოდენობა დაგროვდა, რაც შეიძლება მომავალში უფრო დიდი პრობლემის დასაწყისი შეიძლება გახდეს, გამომდინარე იქიდან, რომ არც ივნისის თვეში არ ყოფილა ხმების ბუმი.


ნახვამდის და დროებით...
მუდამ თქვენი მონა-მორჩილი The Wolf of Georgia (Grizzly) 🙂 ...